სხვა ციყვი დარაჯად მოეწყო საიუველირო მაღაზიაში(ვიდეო) 2021, 12 ივნისი, 17:31 თურქეთში საიუველირო მაღაზიაში ციყვი სალაროს დარაჯად მოეწყო, რა დროსაც საკუთარი მუშაობით მღრნელი ანაზღაურებს მისი მკურნალობის ხარჯებს და ღებულობს საკვებს. რამდენიმე თვის წინ, საიუველირო მაღაზიის მეპატრონემ ციყვი გადაარჩინა, ახლა კი ცხოველი სალაროსთან ზის და უცხო ადამიანებს ერთი ნაბიჯით მიახლოების საშუალებასაც არ აძლევს. მეწარმე მეჰმედ იუკსელმა დაობლებული დაჭრილი მღრღნელი მას შემდეგ აიყვანა, როდესაც დედა ციყვი უბედური შემთხვევას ემსხვერპლა. მამაკაცმა ციყვს თავშესაფარი მისცა, უვლიდა იმდრომდე, სანამ არ გამოჯანმრთელდა. იუწყება BBC. მალე ცხოველი შეეჩვია მაღაზიას და მიხვდა, რომ გარეშე პირს მკაცრად ეკრძალებოდა ფულით სავსე სალაროს აპარატთან მიახლოვება. მან მცველის ფუნქციები შეითავსა- როდესაც უცხო ადამიანები უახლოვდებიან კოლოფს, სადაც ფული დევს მემოჯანი (ასე დაარქვა ციყვს მეჰმედმა) იღებს მუქარის პოზას და ცდილობს შესაძლო გამტაცებელს თითზე უკბინოს. ”მემოჯანი მაშინვე დაცვით პოზიციას იღებს, როდესაც ვინმე ცდილობს ფულისა და ოქროს სალაროდან წაღებას. თავიდან მეგონა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ იყო ”, - თქვა იუკსელმა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მეჰმედს მემოჯანი სახლში მიჰყავს, მამაკაცი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც იგი მთლიანად განიკურნა, იგი აპირებს მის ტყეში გაშვებას ტყეში. თუმცა უცნობია, მოისურვებს კი ციყვი ველურ ბუნებაში დაბრუნებას ან სურს, რომ დარჩეს "უმუშევარი"? 112 2-ს მოსწონს
|