სხვა ლომს იმდენად შეეშინდა კამეჩების,რომ ერთი საათი ხეზე იჯდა 2021, 12 ივნისი, 15:17 ნორვეგიელი ფოტოგრაფი აფრიკაში გაემგზავრა, რათა ველური ბუნების შთამბეჭდავი ფოტოები გადაეღო, თუმცა თითქოსდა მოულოდნელად "პარალელურ სამყაროში" აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ გადაეღო ლომები, რომლებიც ნადირობდნენ მსხვერპლზე, ყველაფერი პირუკუ მოხდა.
54 წლის ნორვეგიელი ფოტოგრაფი ოლავ თჰოკლე კენიის სავანეს ესტუმრა, რათა ასეულობით შთამბეჭდავი კადრი გადაეღო. მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ გადაიღებდა ბევრად უფრო საინტერესოს, ვიდრე წარმოიდგენდა. "მასაი-მარას" ნაკრძალში ფოტოგრაფმა შენიშნა, თუ როგორ მიბუნძულებს შიშისგან ცხოველთა მეფე..არა და მანამდე თვითონ ნადირობა კამეჩებზე სხვა ოთხ ლომთან ერთად. "მოულოდნელად კამეჩმა შენიშნა, რომ მასზე ლომი ნადირობდა. ამ დროს მტაცებელმა მიმოიხედა და სავანეში დიდი ეულად მდგომი ხე დაინახა და ავიდა მასზე, დიდი კამეჩის მოშორებით. ის ერთი საათი იჯდა იქ, სანამ ნახირმა ტერიტორია არ დატოვა" ისე სიმართლე რომ გითხრათ, გასაკვირი არც არაფერი არის, რომ ლომს შეეშინდა. მიზანში ამოღებულ მსხვერპლს, კამეჩების მთელი ნახირი მოჰყვა და მტაცებლისკენ გაემართნენ. მთლიანად ხუთასამდე კამეჩი იყო! ლომს უსაფრთხო ადგილი რომ არ ეპოვნა, მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდა. რადგან კამეჩები ბალახისმჭამელები არიან, ლომებზე თავდასხმას მათთვის არავითარი აზრი არა აქვს, ამის მიუხედავად, ერთმანეთთან დაპირისპირება თითქოსდა მათ გენეტიკურ კოდშია ჩადებული. კამეჩებს ლომის ბრჭყალებისა და ყბებისგან დაცვის საკუთარი მეთოდები გააჩნიათ. კუნთმაგარ პირუტყვს თავისი ძლიერი რქებით თავისუფლად შეუძლია ნადირთა მეფე ნოკაუტში გაუშვას- უბრალოდ უნდა შეარჩიოს შეტევისთვის შესაფერისი მომენტი. თან სადაც ერთი კამეჩია, იქ ხშირად სხვებიც არიან. 351 2-ს მოსწონს
|