x
image
ლანა92
გრეტა ოტო, ანუ მინის პეპელა - იცით, რატომ აქვს მას გამჭვირვალე ფრთები?

image

გრეტა ოტო, ანუ მინის პეპელა განეკუთვნება ნიმფალიდების ოჯახს, დანაიდის ქვეოჯახს. იგი ფართოდ გავრცელებულია მექსიკიდან არგენტინამდე, ტენიან ტყეებში.



image

გრეტა ოტოს ფრთების სიგრძე 5.5-დან 6 სანტიმეტრამდეა. პეპლის ფრთებზე, ქსოვილი ვენებს შორის გამჭვირვალე აქვს. ეს გამოწვეულია ფერადი პიგმენტის ნაკლებობით.



image


მინის პეპლის ფრთების გაუმჭვირვალე ნაწილი, საზღვრები მუქი ყავისფერია, წითელი, ან ბრჭყვიალა წითური.


image

სხეული, რა თქმა უნდა, მუქი ფერის აქვს.



image

მდედრი გრეტა ოტო კვერცხებს დებს ცესტრუმის გვარის მცენარეებზე, რომლითაც შემდგომ მუხლუხოები იკვებებიან და მათ ორგანიზმში გროვდება შხამიანი ალკალოიდები.


image

გრეტა ოტოს მუხლუხოს ორგანიზმში შხამიანი ალკალოიდების არსებობის გამო, ზრდასრული პეპელას ხორცს მტაცებლებისთვის (ჩიტებისათვის) საშინელი გემო აქვს.



image

მინის პეპლის ჭუპრი წითელი და მეწამული ზოლებიანია.


image


ზრდასრული გრეტა ოტო იკვებება სხვადასხვა მცენარის ნექტრით.


image


image


image


image


image


image

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0