თავდაპირველად თამბაქოს არ ეწეოდნენ, მას რექტალურად მოიხმარდნენ- შოკისმომგვრელი ისტორია
ძველი მაიას ტომი თამბაქოს ღვთიურ ნივთიერებად თვლიდა, რომელსაც საკუთარი სული გააჩნდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თამბაქოში მათ დაინახეს ჭექა-ქუხილის და ელვის მიწიერი განსახიერება. ამასთან, გაუგებარი მიზეზების გამო, ამ “პატივისცემამ'' ისინი მიიყვანა რექტალური მოხმარების იდეამდე. სანამ თამბაქოს მოწევას დაიწყებდნენ, გაგიკვირდებათ და მისით ოყნას იკეთებდნენ. რაც მთავარია, ამ ოყნას ისევე მოწიწებით უყურებდნენ, როგორც დღეს კუბურ ძვირადღირებულ სიგარებს.
ზუსტი მონაცემები არ არსებობს იმის შესახებ, თუ როდის გასინჯეს თამბაქოს ფოთლები ადამიანებმა მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაღალი ალბათობით ეს მოხდა 12 000 წლის წინ, როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს დასახლება ცენტრალურ ამერიკაში. მონადირისა და შემგროვებლის ცხოვრება გიბიძგებთ, სცადოთ ყველაფერი, რასაც ხედავთ. მასობრივი და რეგულარული გამოყენება დაიწყო დაახლოებით 6 000 წლის წინ, პირველ სამეურნეო ექსპერიმენტებთან ერთად.
2, 5 000 წლის წინ, თამბაქოს არა მხოლოდ იყენებდნენ - მაიას ტომი ამუშავებდა მათ, გამოჰყავდათ ახალი ჯიშები. გაცილებით ძლიერი, ვიდრე დღესაა. სწორედ ამის გამო, თამბაქოს თავდაპირველად არ ეწეოდნენ, მათ ოყნის საშუალებით მოიხმარდნენ. იმ დროისთვის სწორედ ეს საშუალება იყო ყველაზე სწორი და მართებული. ამსაგვარად მოიხმარდნენ ალკოჰოლსაც, უმეტესად იმის გამო, რომ ძალან ცუდი ხარისხის ჰქონდათ.
ინკვიზიტორი დიეგო დე ლანდა თავის ანთროპოლოგიურ ნაშრომში წერდა:
“ინდიელები ირყვნებოდნენ სასმელსა და სიმთვრალეში და მათ ბევრი ცუდი რამ გაუკეთრებიათ; ხოცავდნენ ერთმანეთს, აუპატიურებდნენ ღარიბ ქალებს თავიანთ საწოლებში, აღვირახსნილად იქცეოდნენ მშობლებთანაც, თითქოს მტრის სახლში ყოფილიყვნენ".
“ბეჩი"- მაიას ტომის ლუდი, რომელსაც ასევე ოყნით მოიხმარდნენ.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის მრავალი ფიგურა, რომლებიც აშკარად ოყნად გამოიყენებოდა. ასევე სხვადასხვა ნახატებიც. ფიგურებს ფორმა და სახეც ჰქონდათ, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და სიამოვნება ჰქონდათ აღბეჭდილი სახეზე. ზოგჯერ არ იყო გარკვეული რომელი ნივთიერების ეფექტს ასახავდნენ მხატვრები, თუმცა რამდენიმე ვარიანტი არსებობდა: ჰალუცინოგენებით დამზადრებული თაფლი, ლუდი ან თამბაქოს ინფუზია. თავად ინდიელებისთვის სულ ერთი იყო რომელ საშუალებას მოიხმარდნენ, ეფექტი ერთი ჰქონდათ.
მრავალი ცერემონია ტარდებოდა მიწისქვეშეთში, ბნელ გამოქვაბულებში, რომლებიც, როგორც ფიქრობდნენ სიბნელე მათ შინაგან ხედვას აუმჯობესებდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ ამდაგვარი ფიგურების არსს, თუმცა ნათლად ჩანდა, რისთვისაც გამოიყენებოდა. უფრო მეტადფ გასაკვირი კი ის არის, რომ თამბაქოს და ოყნის ისტორია განმეორდა XVII და XVIII საუკუნის ევროპაშიც, როდესაც ხალხი უბრალოდ შეპყრობილი იყო თამბაქოთი, რადგან მას სამკურნალო ნივთიერებად თვლიდნენ. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღიარეს, რომ თამბასქწოს ამგვარად მოხმარება სრულიად არაეფექტური იყო.