x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„სამი კაკალი კონკიასათვის“ -მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა გარდაიცვალა
image

68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა, 1973 წელს გადაღებული საკულტო ფილმის „სამი კაკალი კონკიასთვის“ ვარსკვლავი. ამის შესახებ CNN Prima News იტყობინება მისი ვაჟის, იოზეფ აბრამის ინფორმაციაზე დაყდნობით.


ცნობილია, რომ ფილმი-ზღაპრის ვარსკვლავი 2014 წლიდან ფილტვის კიბოს ებრძოდა. თუმცა მსახიობის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.


ლიბუსე შაფრანკოვა დაიბადა 1953 წლის 7 ივნისს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, იზრდებოდა ქალაქ შლაპანიცეში, ბრნოსთან ახლოს. 1971 წელს დაამთავრა ბრნოს კონსერვატორიის დრამატურგიის განყოფილება. 1972 წელს გაწევრიანდა პრაღის მსახიობთა კლუბში.


თავისი პირველი როლი ლიბუშე შაფრანკოვამ შეასრულა ფილმში "ბებია", რომელიც გადაღებულია ჩეხი მწერლის. ბოჟენა ნემცოვას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, თუმცა საერთაშორისო პოპულარობა მოუპოვა კონკიას როლმა 1973 წლის ჩეხურ-გერმანულ ფილმში "სამი კაკალი კონკიასათვის."

სამშობლოში შაფრანკოვი ჩეხური კინოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლებოდა. მსახიობმა ასევე ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "პატარა ქალთევზა", "ფიფქების ზეიმი", "პრინცი და საღამოს ვარსკვლავი" და 1996 წელს ოსკაროსან ფილმში "კოლე". შაფრანკოვამ 2014 წლიდან შეწყვიტა კინოკარიერა.

0
403
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0