x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135733
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
Fast and Furious - სწრაფი და გააფთრებული (ფორსაჟი) საინტერესო ფაქტები

image მიშელ როდრიგესმა და ჯორდანა ბრუსტერმა პირველი სერიის გადაღების დროს არამცთუ მართვის მოწმობა ჰქონდათ, არამედ ელემენტარულად მანქანის ტარებაც კი არ იცოდნენ. ამის გამო გადაღებების გადადებაც კი მოუწიათ რათა გოგოებს მართვის მოწმობა მაინც რომ აეღოთ.

თავდაპირველად ფორსაჟის მესამე ნაწილის სატესტო ჩვენებაზე ყველა უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც შემქმნელებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ვინ დიზელისთვის ეპიზოდური როლი მიეცათ ფილმის ბოლოში, რამაც შემდეგ მთლინად შეცვალა მაყურებლების განწყობა ფილმისადმი.

შემქმნელები თვლიან, რომ ყველაზე სუსტი ნაწილი მთელი ფორსაჟის საგიდან მესამე ნაწილია, რადგან ყველაზე რთული იყო მის ეფექტებზე მუშაობა, ასევე ყველაზე ხარჯიანი რადგან გადაღებებზე ასზე მეტი მანქანა იყო განადგურებული.

ბრაიან ო’კონორის როლზე თავდაპირველად განხილულნი იყვნენ მარკ უოლბერგი, კრისტიან ბეილი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ემინემი. ბოლო არჩევანი სწორედ რომ ემინემზე იყო შეჩერებული თუმცა როლი მაინც პოლ უოკერს ერგო.

1950-ან წლებში არსებობდა ფილმი ფორსაჟი, რომელიც ასევე მანქანებზე იყო და უნივერსალ ფიქჩერზს მოუწია უფლებების მოპოვება რათა ამავე სახელწოდების ფილმი გადაეღო. თუმცა მათ არ მოუწიათ უფლების მოპოვება სიუჟეტზე, რადგან 1950-ანი წლების ფილმის შინაარსისგან რადიკალურად განსხვავდებული იყო ახალი ფორსაჟის სიუჟეტი.

პოლ უოკერი რეალურ ცხოვრებაშიც დიდი მოყვარული იყო ქუჩის რბოლების. Nissan Skyline, რომელიც ფილმის მეორე ნაწილში ჰყავს ეს მისი საკუთარი მანქანა იყო და ტრიუკებს ის თავადაც ასრულებდა კასკადიორის გამოუყენებლად.

ჰობსის როლზე, რომელსაც დუეინ ჯონსონი ასრულებს თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ხანში შესული ჭაღარა თმიანი კაცი, თუმცა ფილმის პროდიუსერი ერთ დღესაც ფეისბუქში შესვლისას წააწყდა პოსტს სადაც ფანები გამოსთქვამდნენ სურვილს, რომ სიამოვნებით იხილავდნენ დუეინ ჯონსონს ფორსაჟის სერიებში, რაც ფილმის პროდიუსერს ეს ჭკუაში დაუჯდა, მათი აზრი მოეწონა და გადაწყვიტა ჰობსის ტიპაჟი შეეცვალა. ასე გამოჰკრა ხელი დუეინ ჯონსონმა ჰობსის როლს.

MTV-ის ინტერვიუში მიშელ როდრიგესმა განაცხადა, რომ თავდაპირველად ცუდი შთაბეჭდილება შეექმნა თავის კოლეგებზე. მან ასე დაახასიათა თავისი კოლეგები: პოლ უოკერზე - ეს რა კლოუნი ბარბია! ჯორდანა ბრუსტერზე - ეს რა კნოპკა გოგოშკაა! ვინ დიზელზე - ეს ხო საერთოდ უაზრო! თუმცა ბოლოში აღიარა, რომ მოხარული იყო რომ არცერთი მათგანი ისეთი არ გამოდგა როგორიც წარმოედგინა და ისინი თავისი ოჯახის წევრებად მიაჩნია დღემდე.

ვინ დიზელმა უარი განაცხადა მეორე ნაწილში მონაწილების მიღებაზე, რადგან მას არ მოეწონა სცენარი და ჩათვალა, რომ მეორე ნაწილის სიუჟეტი შორსაა იმ მოვლენებისგან რაც პირველ ნაწილში ხდებოდა და რომ ეს იქნებოდა პირველი სერიისთვის სახეში გარტყმა. მიუხედავად იმისა, რომ მას 25 მილიონი დოლარი შესთავაზეს ჰონორარის სახით, სიხარბე არ გამოუჩენია, სამაგიეროდ, ფორსაჟის პირველი სერიის რეჟისორთან ერთად შექმნეს ფილმი „სამი იქსი“.

ფილმის მეხუთე ნაწილის ბოლოს, როდესაც ბრაიანი და დომინიკი სეიფს მიათრევენ ქუჩებში მანქანებით, გადაღების დროს სეიფში ცალკე მძღოლი იჯდა, რომელიც მართავდა ამ სეიფს და ამას ისე პროფესიონალურად აკეთებდა, რომ უცხო თვალისთვის აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო ვითომ ქუჩებში მართლა მიათრევდნენ სეიფს მანქანებით.

სცენა სადაც მატარებელს ძარცვავენ 25 მილიონი დოლარი დაჯდა, შესყიდული იყო რკინიგზის 500 მეტრიანი მონაკვეთი და ასევე მთლიანი მატარებელი.

ფილმის მეექვსე ნაწილში, სცენაში სადაც გამოყენებულია ტანკი განადგურებული იყო 250 მანქანაზე მეტი.

ფილმის მეორე ნაწილში, სახლში, რომელშიც ცხოვრობს მაფიოზი ანუ ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი გმირი, სინამდვილეში ეკუთვნის სილვესტერ სტალონეს. სტალონე ძალიან ახლო მეგობარი აღმოჩნდა ფორსაჟის მეორე სერიის რეჟისორის - ჯონ სინგლეტონის, რომელსაც ნება დართო უფასოდ გადაეღოთ ფილმის სცენები მის სახლში.

ფილმის პირველ ნაწილში სადაც პოლ უოკერი და ვინ დიზელი ტოიოტა სუპრით ეჯიბრებიან ფერარის, ფერარის მანქანში თავად რეჟისორი და მისი ცოლი სხედან და სინამდვილეში სუპრამ მართლა მოახერხა ფერარის გასწრება.

ფორსაჟის თავდაპირველი სახელი იყო Redline, რაც ნიშნავს წითელ ხაზს, რომელიც გულისხმობდა შინაარსობრივად მაქსიმალური სიჩქარის მიღწევას. შემდეგ შემქმნელებს სურდათ რომ ფილმის სახელწოდება ყოფილიყო “Racer X” - იქს მრბოლელი. მაგრამ ბოლოს ყველამ ვიცით თუ რა სახელით ვიცნობთ ამ ფილმს. ცნობისთვის სახელწოდება „Fast and Furious” ნიშნავს „სწრაფი და გააფთრებული“.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0