x
image
თამილა გურაშვილი
თორნიკე ბიძინაშვილი- " ..რიონის ხეობა ეს უბრალო ხეობა არაა....ის მისტიური ადგილია.."

image

"10 ივნისის მზის დაბნელებაა. წამზომი ჩაირთო . რიონის ხეობა ეს უბრალო ხეობა არაა. მისი დაზიანება არავის არ შერჩება.
ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს რა ძალასთან ააქვს საქმე.
ხვამლის მთა წმინდა და მისტიური ადგილია.
იქ მერკანტილური და მატერიალური ზრახვებით მისვლა ბევრს ძაან ცუდათ დაუმთავრდა.
ბევრი მეცნიერი, მკვლევარი, მაძიებელი თუ რიგითი მკვიდრი, ვინც იქ იყო ასული და ეძებდა განძს, ოქროს მტვერს ან სხვ ძვირფას რამეს, უმეტესობა გაურკვეველ ვითარებაში, უცაბედი სიკვდილით გარდაიცვალა.
მე არ ვაშინებ ხალხს, უბრალოდ ხალხის აღქმაში მინდა ჩაიბეჭდოს ის, რომ ეს მთა არის წმინდა, ასევე ხეობა და მათ უნდა დაცვა.
ხვამლი ეს არის პორტალი სხვა განზომილებაში. ეს არის მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კარიბჭე, რომელიც 6 - ია დედამიწაზე.
ხვამლის მთა პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან, სადაც მან მიიღო გარკვეული ცოდნა, ასევე ინდოეთში, ეგვიპტეში, ეს ცოდნა კი ჰიპერბორიელებმა, ატლანტებმა და ლემურიელებმა შემოიტანეს დედამიწაზე.
იქ ის ზე-განვითარებული ცივილიზაცია, რასაც ძველად ეძახდნენ ღმერთებს.
თუ რამე დაუზიანდება ამ ტერიტორიებს, ჩაერევა ამ ყველაფერში ბუნება, ჩაერევიან სტიქიები და ჩაერევიან ძაან ცუდათ. ჰესი არ უნდა აშენდეს .
იქნება უბედური და უცნაური შემთხვევები, ამოუხსნელი .
იცოდეთ, რომ თვალყურს გადევნებენ და არა მარტო იქ მომხდარ მოვლენებს არამედ მთელ მზის სისტემას.
ესაა დიდი საიდუმლო და დადგა დრო რომ გამგებმა გაიგოს. ყველა ზღაპრის სათავე ჭეშმარიტებიდან მოდის.
წინ მზის დაბნელებაა და წამზომი ჩაირთო და თუ არ შეჩერდა ჰესის მშენებლობა დიდი ალბათობით რიონი წალეკავს ყველაფერს, ეს აუცილებელია იცოდეთ, იმიტომ, რომ მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან .
ყველა ქართველს მოვუწოდებ, ვინც იქ მუშაობს, დატოვონ სამსახური.
ხვამლი მარტო ჩვენი ტერიტორია არაა, ხვამლმა უნდა გვიხსნას და გადაგვარჩინოს, რადგან ეს არის კავშირი ღმერთების სამყაროსთან." - წერს ეზოთერიკოსი თორნიკე ბიძინაშვილი.
0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0