x
image
ლანა92
ყველაზე ხმაურიანი გამოსვლები წითელ ხალიჩაზე
image


უკვე რამდენიმე წელია, რაც ვარსკვლავები არა მხოლოდ ბიუსტჰალტერებზე, არამედ ქვედა საცვლებზეც უარს ამბობენ, რაც წითელ ხალიჩაზე ერთგვარ ინტრიგად იქცევა. გამოსვლა ბიუსტჰალტერისა და ტრუსის გარეშე წითელ ხალიჩაზე უკვე ლამის ნორმად დამკვიდრდა. ცნობილი სახეები, რომლებიც შეგნებულად მიდიან ამ ეპატაჟზე, ნაწილობრივ აღიარებენ კიდეც, რომ შესაძლოა, ეს ვიღაცისათვის ვულგარულიც კი იყოს, მაგრამ მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამის თვალსაჩინო მაგალითებია თუნდაც მომღერალი რიანა, მომღერალი და მსახიობი რიტა ორა და იტალიელი მოდელი ჯულია სალემი, თუმცა პიკი მაინც 2016 წელი იყო (ჯულია სალემი - დაიანა მელოს გამოჩენა).



image


2016 წელს ვენეციის კინოფესტივალის 2 სტუმარი ყველასათვის მოულოდნელად წითელ ხალიჩაზე ქალის თეთრეულის გარეშე გამოჩნდა, რაც სკანდალურობის პიკი იყო. კერძოდ, ესენი იყვნენ ცნობილი იტალიელი მოდელები ჯულიანა სალემი ნარინჯისფერ კაბაში და დაიანა მელო ვარდისფერ კაბაში. ისინი შევიდნენ იმ ვარსკვალების სიაში, რომელთაც წითელ ხალიჩაზე ყველაზე ახდილი, ფაქტობრივად, ბოლომდე ღია, "შიშველი" კაბებით გამოვიდნენ.




image


image




image


იტალიელ მოდელებს წითელ ხალიჩაზე გავლის პატივი ერგოთ სერიალში "ახალგაზრდა მამა" მონაწილეობისათვის, რომელშიც მთავარ როლს ჯუდ ლოუ თამაშობს.


image


ჯულიანა სალემი და დაიანა მელო წითელ ხალიჩაზე თავს იწოდებდნენ იტალიელი დიზაინერის, მატეო ევანდროს პროვოკაციული კაბებით, რომლებიც არათუ არ მალავდნენ საცვლების არარსებობას, არამედ პირიქით, ხაზს უსვამდნენ ბოლო წლების წითელი ხალიჩის მოდური ტრენდის, გარდერობის ამ ცხარე, პიკანტურ დეტალს.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0