x
image
ლანა92
ვარსკვლავი, რომელმაც წითელ ხალიჩაზე სითამამით ყველას გაუსწრო
image

ბოლო დროს წითელ ხალიჩაზე ყველაზე მთავარ ტრენდად იქცა ეპატაჟურობა. ვარსკვლავებიც ცდილობენ, გააკვირვონ გულშემატკივრები და მაყურებლები. ამ საქმეში ერთმანეთს თამამად ეჯიბრებიან. ეპატაჟურობის გამოხატვის ყველაზე კარგ მეთოდად ცნობილმა ლამაზმანებმა რატომღაც წითელ ხალიჩაზე საცვლების გარეშე გასვლა მიიჩნიეს. ექსპერიმენტები იქამდეც მიდის, რომ ხშირად მათ კაბა სასირცხო ადგილსაც კი არ უფარავს, რაც სექსუალურობის გამოხატულება იმდენად

არაა, რამდენადაც ვულგარულობის. ვულგარულობა კი ვარსკვლავებს ნამდვილად არ უხდებათ.

მოდელი კრის ტეიგენი პირველი სულაც არაა, ვინც წითელ ხალიჩაზე ტრუსების გარეშე გაიარა, თუმცა სითამამით შეიძლება, ითქვას ყველას გაუსწრო.



image


ცნობილი ლამაზმანი 2016 წელს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ღია, გვერდულად ბოლომდე და ღრმად ჩახსნილი კაბით და ამის გამო დისკომფორტი სულაც არ შექმნია. მან იმაზე მეტი გამოაჩინა, ვიდრე დასაშვებია კულტურული საზოგადოებისათვის. კრის ტეიგენი 2016 წლის დაჯილდოებაზე, ფაქტობრივად, წელსქვევით შიშველი გამოვიდა. გამოსვლა საცვლების გარეშე, რა თქმა უნდა, იყო მისი შეგნებული გადაწყვეტილება, თუმცა კრისის არც იმაზე უზრუნია, რომ ჩაეცვა ნაკლებად ღრმად ჩაჭრილი კაბა, რათა ინტიმური ადგილი მაინც დაეფარა. უფრო მეტიც, ის საკმაოდ პროვოკაციულ პოზებს იღებდა ფოტოგრაფების წინაშე. კრის ტეიგენის თამამი გამოსვლის ამსახველი ფოტოები 2016 წელს წითელ ხალიჩაზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

სხვადასხვა დროს, კრის ტეიგენის გარდა, საცვლების გარეშე წითელ ხალიჩაზე გამოვიდნენ:

ირინა შეიკი;

ტონი ბრექსტონი;

ქენდალ ჯენერი;

იგი აზალია;

ბელა ჰადიდი;

ჯეიმი ალექსანდრი;

ჯენიფერ ლოპესი;

ანჟელა სარაფიანი;

რიტა ორა და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი.



0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0