პარამეცნიერებები მაღაზიის გამყიდველმა ამის შემდეგ დაიჯერა,რომ მოჩვენება არსებობენ(ვიდეო) 2021, 8 ივნისი, 9:25 ![]() როგორც ჩანს, მოჩვენება მაღაზიაში ცხოვრობს და უფრო მეტიც, არ მოსწონს იაფასიანი ალკოჰოლი. გაურკვეველი მიზეზით, თეთრი და წითელი ღვინის ყუთები იატაკზე ეცემა . ლინოლიუმზე დაღვრილი გუბურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ბოთლი გატყდა. რა მოხდა ვერ გაარკვია ვერც მოლარემ და ვერც დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურ დროში აკვირდებოდნენ. მას შემდეგ, რაც jaxxxiii- მ ჩანაწერი გამოაქვეყნა სათაურით"პარანორმალური მოვლენა", რომელსაც იგი უნებლიედ შეესწრო, ვიდეომ მაშინვე მიიპყრო სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება. ორი დღის განმავლობაში იგი უამრავმა ადამიანმა ნახა და მათი ერთადერთი კითხვა ასეთი იყო - ეს რანაირად არის შესაძლებელი? ვერსიები უამრავი იყო, მათ შორის საკმაოდ ფანტასტიკურიც და სხვათა შორის ყველაზე რეალურიც..თუ კადრებს კარგად დააკვირდებით, ცხადი გახდება, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ მაღაზიის თანამშრომლებს. მძიმე ყუთების ერთმანეთზე დაწყობისას ვიღაცამ ცარიელი ყუთი მოთავსა ძირში...შემდეგ უკვე დროის საკითხი იყო როდის ჩამოიშლებოდა ეს მყიფე სტრუქტურა. 222 3-ს მოსწონს
|