x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135733
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
სკოტ ადკინსი

imageსკოტ ადკინსი - სრული სახელი და გვარი -სკოტ ედვარდ ადკინსი (იგივე ბოიკა ) დაიბადა 1976 წლის 17 ივნისს ინგლისში, სატნ კოლდფილდში, ოჯახში, რომელიც თაობებით ჯალათები იყვნენ. სკოტი, უფროს ძმა კრეიგთან ერთად საშუალო კლასის მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. შეიძლება საუკეთესო მოსწავლის სტატუსით არ სარგებლობდა, მაგრამ ერთი ჩვევა ჰქონდა. როდესაც მისი მშობლები დასაძინებლად მიდიოდნენ ის ქვევით ოთახში იპარებოდა სადაც მთელი ღამე ფილმებს უყურებდა, შემდეგ კი ამის გამო სკოლაში გაკვეთილებზე ეძინა.


ასაკის მატებასთან ერთად, სკოტი კავდებოდა სხვადასხვა სახეობის სპორტით, მაგრამ როდესაც 10 წლის გახდა მამამისმა და მისმა უფროსმა ძმამ ის ძიუდოს კლუბში წაიყვანეს, რის შედეგადაც მას ინტერესი გაუჩნდა საბრძოლო ხელოვნების მიმართ. ხოლო მას შემდეგ რაც ეკრანბზე იხილა ბრუს ლი და ჟან-კლოდ ვანდამი, მან ყოველდღიურ ვარჯიშებს მიჰყო ხელი და მამის ავტოსადგომი საკუთარ დოჯოდაც კი გადააქცია. მას პატარა სალოცავიც კი ჰქონდა ბრუს ლის საპატივსაცემოდ.
სკოტი იხსენებს, რომ მისი ინტერესი საბრძოლო ხელოვნებისადმი მას შემდეგ გაღვივდა და გამძაფრდა რაც ის 13 წლის ასაკში ავტობუსში გაძარცვეს, რის შემდეგაც საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და გადაწყვიტა, რომ სერიოზულად გაჰყოლოდა საბრძოლო ხელოვნებას და იმავე წელს ჩაეწერა ტაეკვონდოს სექციაში. იქიდან მოყოლებული დღემდე ის დაეუფლა საბრძოლო ხელოვნების არაერთ სახეობას: კიკბოქსინგი, ნინჯიცუ, კრავ მაგა, კარატე, ჯიუჯიცუ, მუი ტაი, კაპოერა და ასევე სპორტული ტანვარჯიში.


მისი პირველი გარღვევა კინო ინდუსტრიაში მოხდა მაშინ როდესაც მას შესთავაზეს როლი ჰონგ-კონგში საბრძოლო ხელოვნების ფილმში “Extreme Challenge”. იგი შეამჩნიეს ჩინეთის ისეთმა წამყვანმა რეჟისორებმა როგორიცაა იუენ ვუ პინი, კორი იუენი, სემო ჰონგი და ცოცხალი ლეგენდა ჯეკი ჩანი. (ჯეკი ჩანი ასევე 15-ოდე ფილმის რეჟისორი გახლავთ).


ამას მოჰყვა შემდეგ ერთ-ერთი მთავარი როლები ისეთ ფილმებში როგორებიცაა 2003 წლის “Special Forces” ტალბოტის როლის შესრულებით სადაც მან არაჩვეულებრივი ტექნიკა აჩვენა თავისი საბრძოლო მონაცემების და შემდეგ 2006 წლის “Undisputed II - დაუმარცხებელი II”, იური ბოიკას როლის შესრულებით. სწორედ ამ ფილმმა აიყვანა იგი უფრო მაღალ საფეხურზე, როდესაც მან განასახიერა ბოროტი რუსი MMA იატაკქვეშა მებრძოლი და სწორედ ეს ფილმი აღინიშნა, როგორც საბრძოლო ხელოვნების ერთ – ერთი საუკეთესო ამერიკული ფილმი იმ დროისათვის.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე
0
18
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0