x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
და მაინც, რატომ ყვირიან ჩოგბურთელები ბურთის მოგერიების დროს? (+ ვიდეო)

თუკი ერთხელ მაინც გინახავთ ჩოგბურთის მატჩი ტელევიზორით, შეამჩნევდით, რომ ჩოგბურთელებს ძალიან უყვართ ყვირილი ბურთის მოგერიების დროს. მაგალითად მარია შარაპოვა, რომლის ყვირილიც ინტერნეტში ერთ დროს ხუმრობის მიზეზი იყო.

image

რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ყვირილს?

1. ყვირილი ეხმარება ჩოგბურთელს ბურთის ძლიერად მოგერიებაში

ეს არის ყველაზე მარტივი და ლოგიკური ახსნა: ამოსუნთქვის დროს დარტყმა უფრო ძლიერი აღმოჩნდება თუკი მასთან ერთად იყვირებთ. მეცნიერებმა კვლევებით დაადასტურეს, რომ ამ დროს დარტყმის სიძლიერე 4 %-ით უმჯობესდება.

2. ყვირილი, როგორც ყურადღების გადამტანი მანევრი

მაგალითად, ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა მიიჩნევს, რომ შეძახილების დახმარებით სპორტსმენები ახშობენ ჩოგნით ბურთზე დარტყმის ხმას. ეს საშუალებას არ აძლევს მეტოქეს გაიგოს თუ რამდენად ძლიერი იყო დარტყმა ბურთზე, რა არის მისი ბრუნცვის ძალა - შესაბამისად, შეიძლება ასეთი ბურთი გაუშვას კიდეც.

3. და მაინც, რამდენად ხმამაღლა ყვირიან ჩოგბურთელები?

საინტერესო ფაქტი შარაპოვას შესახებ: ზოგჯერ მისი ყვირილის ხმა 100 დეციბელს აღემატება. ეს თითქმის ისეთივეა, როგორც ბენზოხერხის ხმა. მეტროს შარაპოვაზე ნაკლები ხმაურიც კი აქვს - სულ რაღაც 95 დეციბელი.




1
431
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
431
  
2021, 7 ივნისი, 15:45
სასაცილო ყვირილი უძახეთ და ქე ამიდგა ყურებისას ))
0 1 1