x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image

კარლ ტანცლერის შეშლილი ისტორია, ალბათ სიყვარულის ყველაზე ამაზრზენი ისტორიაა, რომელსაც კაცობრიობა იცნობს. 1933 წელს, მან ტუბერკულოზისგან გარდაცვლილი შეყვარებულის ნეშტისგან, მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა: "ეძინათ" ერთ საწოლში და ამყარებდა ინტიმურ კავშირს. გასაოცარი ის არის, რომ როცა სიმართლე გამოაშკარავდა, ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი მის დაცვას ცდილობდა. "ის მხოლოდ და მხოლოდ ექსცენტრიული გერმანელი რომანტიკოსია და არა ნეკროფილი!"-ამბობდნენ ისინი. (ნეკროფილია-სექსუალური ლტოლვა გვამების მიმართ.ავტ.)

ექსცენტრიული ბატონი ტანცლერი

ის, ვინც კარლს იცნობდა, მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია, როცა მისი გატაცებების შესახებ შეიტყო. ის ბავშვობიდან უცნაური ადამიანი იყო (უფრო ზუსტად, რეალობას სრულიად მოწყვეტილი). შესაძლოა ის ბოლომდე ვერ აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ მისი შეყვარებული, მშვენიერი ელენა გარდაიცვალა. ჩვენ სინამდვილეში ისიც კი არ ვიცით, სინამდვილეში რა ერქვა ამ ადამიანს. სხვადასხვა საბუთებში სხვადასხვა სახელითაა დაფიქსირებული, ხან კარლ ტანცლერი, ხან გეორგ კარლ ტანცლერი, ხან საერთოდ, გრაფი კარლ ტანცლერ ფონ კოზელი.

image

უკანასკნელი განსაკუთრებით აღსანიშნავია, და მიუთითებს ამ ბატონის ადრეულ შეშლილობაზე. და აი რატომ:

კარლი დაიბადა 1877 წელს, დრეზდენში (გერმანია), მდიდარ, მაგრამ არასახელოვან ოჯახში, თუმცა თვითონ თვლიდა, რომ იგი სახელოვანი ფონ კოზელების გვარის შთამომავალი იყო. ის მეგობრებს და მშობლებს უყვებოდა, რომ გრაფინია ანნა კონსტანცია ფონ კოზელის, საქსონიის მეფე ავგუსტ ძლიერის ფავორიტის შთამომავალი იყო.

ანნას აჩრდილი მუდმივად ესაუბრებოდა ნორჩ კარლს და შედეგად, კარლის სიტყვებით, ისინი საყვარლები გახდნენ.


imageანნა კონსტანცია ფონ კოზელი

სავარაუდოდ მსუბუქმა შიზოფრენიამ, ნეკროფილიამ და ინცესტმა მაშინ არავინ დააფიქრა, ასე რომ, ტანცლერმა უპრობლემოდ დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი, სადაც როგორც ჩანს, ძალიან დაინტერესდა და გაიტაცა მუმიფიკაციამ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, გრაფინიას აჩრდილმა "ურჩია" კარლს გამგზავრებულიყო "სამხრეთის ზღვებზე", რათა თავიდან აეცილებინა "საშინელი კატასტროფები". ტანცლერი მოგზაურობდა ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ავსტრალიაში. მან წყნარ ოკეანეში შეიძინა კუნძული, ნავები და ელექტრო-საინჟინრო მოწყობილობები, ოცნებობდა გამხდარიყო გამომგონებელიც. და კიდევ, მან ააწყო არღანი, რათა მასზე გოთიკური ფუგები აეჟღერებინა (ალბათ ამ ისტორიისთვის უფრო მეტი საშინელი ელფერი რომ მიეცა). საბოლოო ჯამში ის ავსტრალიაში დარჩა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებულიყო იმაში, რომ აჩრდილი ყოველთვის სწორ რჩევებს არ აძლევდა. როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, კარლი, როგორც გერმანიის მოქალაქე სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოხვდა, ხოლო ქონება ჩამოართვეს. როცა გაირკვა, რომ ის როზენკრეიცერების ორდენის (მასონების მსგავსი ორდენი) წევრიც იყო, ბრიტანელმა ოფიცრებმა იგი საერთოდ პოტენციურად საშიშ დამნაშავედ აღიქვეს.

პატიმრობაში ტანცლერი უქმად არ მჯდარა, მან იალქნიანი ნავი ააწყო, თანამზრახველ ინდუსთან ერთად რომ გაქცეულიყო

გაქცევის გეგმა ჩავარდა, ამიტომ კარლს მოუწია ომის დამთავრებას დალოდებოდა, რის შემდეგაც იგი ავსტრალიელ სამხედრო ტყვეზე გაცვალეს და სახლში გაამგზავრეს. 1926 წელს, ტანცლერი მშობლიური გერმანიიდან კუბაში გაემგზავრა, იქიდან კი აშშ-ში, რა თქმა უნდა გრაფინიას აჩრდილის რჩევით.

მოკლედ, ეს ადამიანი მუმიასთან თანაცხოვრებამდეც, რბილად, რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური იყო.

ელენა მილაგრო დე ოიოსი-მომავალი მუმია


image

აშშ-ში კარლ ტანცლერი მარტო არ ჩასულა, მას ოჯახი-მეუღლე და ქალიშვილები ახლდა თან. კარლი თავის დღიურებში ოჯახს საერთოდ არ ახსენებს. ქორწინება მისთვის ტვირთი იყო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატარო. ცოლი და შვილები, ეს უბრალოდ ისეთი რამაა, რომელიც ხელს გიშლის აჩრდილებთან საუბარში, ორღანის მუსიკაში და სამუშაოში. შეიძლება ითქვას, რომ კარლ ტანცლერმა კი არ შეიძინა ოჯახი, ოჯახმა შეიძინა კარლი. აშშ-ში ჩამოსვლიდან ოთხი წლის განმავლობაში, ანნა ფონ კოზელის აჩრდილი გამუდმებით მოუწოდებდა კარლს ეძებნა ცხოვრების მუზა. იმის გათვალისწინებით, რომ კარლი უკვე ექვსი წელია დაქორწინებული იყო, საუბარი აშკარად არ იყო მის მეუღლეზე. გრაფინია არწმუნებდა ტანცლერს, რომ მის ცხოვრებაში ეს-ესაა გამოჩნდებოდა ეგზოტიკური შავთმიანი ლამაზმანი.

1930 წელს კარლი ფლორიდაში, საპორტო ქალაქ კი-უესტის სამხედრო-საზღვაო ჰოსპიტალში რენდგენოლოგად მუშაობდა. ერთხელ, მასთან მიღებაზე კუბელი სიგარების მაგნატის ქალიშვილი, ელენა მილაგრო დე ოიოსი მიიყვანეს. იგი მისი ცხოვრების სწორედ "ის" მუზა აღმოჩნდა. სამწუხაროდ მას ტუბერკულოზი დაუდგინდა, ამასთან შორს წასული. ელენა ახალი გათხოვილი იყო, მაგრამ მისი მეუღლე მაშინვე გაიქცა, გაიგო თუ არა მეუღლის სასიკვდილო სენი. კარლმა ეს თავისებურად აღიქვა-თვითონ სამყარო ეუბნებოდა: " აი, ეს ქალი, გადაარჩინე და სიკვდილამდე გიყვარდეს."

image

შეყვარებულმა ტანცლერმა წამლების ძიება დაიწყო, რომელიც ელენას გადაარჩენდა და ამასთან კაცობრიობასაც, მაგრამ ის ხომ ექსცენტრიული ადამიანი იყო და მეთოდებიც ექსცენტრიული ჰქონდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება





გაეცანით აგრეთვე:


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image


შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image


ბერლინში აღმოჩენილ კონტრაქტზე (ჰიტლერსა და სატანას შორის), ჰიტლერის ავტოგრაფი ნამდვილია და სისხლის ჯგუფიც ემთხვევა

image


გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა

image


ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image








0
456
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
456