x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II
image


იხილეთ სტატიის დასაწყისი



კარლმა ჩათვალა, რომ ჭლექისგან განთავისუფლების გასაღები, ის რენდგენის სხივები იყო, რომელთანაც სამსახურში ჰქონდა საქმე. რადიაციის შესახებ იმ დროს ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ, ასე რომ ტანცლერმა თავისი შეყვარებულის ყოველდღიური დასხივება დაიწყო.

მან გადაწყვიტა, რომ სახლში არ ჰქონდა საკმარისი რადიაცია და კოსმოფრენის მშენებლობა დაიწყო.


imageკოსმომფრენი

ჩანაფიქრის მიხედვით, ორბიტალური აეროპლანი ელენას კოსმოსში გაიყვანდა, სადაც მას ვარსკვლავების ბუნებრივი გამოსხივება მოარჩენდა. ალბათ არავის უფანტაზიორია რადიაციაზე ისე პოეტურად, როგორც ამ ადამიანს. გზადაგზა ტანცლერი კუბელ ლამაზმანს საჩუქრებს უძღვნიდა, სხვადასხვა მოწყობილობების გროვა მიიტანა მის სახლში და სერენადებსაც უმღეროდა. ყველაფრიდან გამომდინარე გოგონას ეს მაინცდამაინც არ ახარებდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ ამ შეშლილმა ექიმმა იცოდა მაინც რას აკეთებდა.

რადიაციით მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და 1931 წელს ელენა მილაგრო დე ოიოსი გარდაიცვალა.

კარლ ტანცლერის ნეკროფილური შეშლილობა


image

ელენას მშობლებმა ნება დართეს კარლს, მათი შვილისთვის მდიდრული, ნამდვილი მავზოლეუმი მოეწყო. შეყვარებული ექიმი იქ ყოველდღე მიდიოდა და სერენადებს მღეროდა. მღეროდა რა თქმა უნდა ესპანურად.

ასე გრძელდებოდა ორი წელი. შემდეგ კარლ ტანცლერის პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა: კუბელი ელენას აჩრდილმა, გრაფინია ანნა ფონ კოზელის აჩრდილი შეცვალა, ძველი სიყვარული ახლით შეიცვალა. ახლა ელენა ყოველდღე ეცხადებოდა მას და ის აძლევდა რჩევებს. 1933 წელს მან აუწყა კარლს, რომ მობეზრდა ცივ აკლდამაში წოლა და მის სახლში სურდა გადასვლა, რათა სიყვარულის სარეცელზე გაეთბო საყვარელი.

კარლმა გამოიტანა ელენას ნეშტი აკლდამიდან და ჩვეულებრივი სამშენებლო ურიკით თავის სახლში მიიტანა. ბუნებრივია არავითარი ცოლი და შვილები იქ უკვე აღარ ცხოვრობდნენ. მეუღლემ, რომელმაც თავიდანვე იცოდა ტანცლერის უცნაურობების შესახებ, მიხვდა, რომ ჯობდა ცალ-ცალკე ეცხოვრათ, თანაც სხვადასხვა ქალაქებში.

ელენას სხეული თითქმის მთლიანად გახრწნილი იყო, მაგრამ კარლმა აღადგინა იგი.


image

მან მინის თვალები ჩაუსვა და ახალი კანით (აბრეშუმით) შემოსა, რომელიც ცვილით იყო გაჟღენთილი.

ძვლები შეაერთა და დაამაგრა მავთულის ტანსაცმლის საკიდით, პარიკი კი ელენას საკუთარი თმებისგან დაამზადა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ჰქონდა შენახული. ცხედარი კაბით შემოსა და თავის საწოლზე დააწვინა. გახრწნის სუნი რომ გადაეფარა, პარფიუმერიას იყენებდა. შეიძლება წარმოიდგინოთ, თუ როგორი არომატი ექნებოდა კარლს, ელენასთან გატარებული ღამის შემდეგ-ეს ხომ ფლორიდაა, სიცხე და ნესტი. თვალებისა და კანის აღდგენის შემდეგ, კარლმა გააკეთა ქაღალდის მილი, რომელიც მუმიის მენჯის არეში მოათავსა, რათა შეყვარებულებს შორის ვნების ცეცხლი არასოდეს განელებულიყო.

სიმართლე მხოლოდ ელენეს სიკვდილიდან შვიდი წლის შემდეგ შეიტყვეს. 1940 წელს, მისი და, ისიც ტუბერკულოზით დაავადებული, ერთხელ ტანცლერის სახლში მივიდა კონსულტაციისთვის და საძინებელში აღმოაჩინა ნაცნობ კაბაში გამოწყობილი მუმია. იმავე დღეს კარლი პოლიციამ დააკავა, მისი საქმის შესახებ კი მთელმა ამერიკამ შეიტყო. ტანცლერს მოეთხოვა პასუხი "მკრეხელობისთვის, საფლავის განადგურებისთვის და ნებართვის გარეშე ცხედრის წამოღებისთვის". თუმცა, აი რა არის გასაკვირი, იგი არც დაუსჯიათ, კი-უესტის მცხოვრებნი კი კარლის დაცვას შეეცადნენ: ისინი მასში არა ნეკროფილს და საფლავის შემბილწველს ხედავდნენ, არამედ ექსცენტრიულ რომანტიკოსს, რომელიც ვერაფრით შეეგუა შეყვარებულის გარდაცვალებას.



image

ელენას შემდეგ

ელენას სხეული გამოფინეს, როგორც ექსპონატი. სანამ დაკრძალავდნენ, უცნაური მუმია აბრეშუმის კანით, ექვსი ათასმა ადამიანმა იხილა.


image

კარლ ტანცლერმა კი-უესტში კიდევ ოთხი წელი იცხოვრა. 1944 წელს საცხოვრებლად ქ. ზეფირჰილსში გადავიდა და ოჯახს შეუერთდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ყველაფერი მომხდარის შემდეგ. კარლი და თავის მეუღლე მომიჯნავე სახლებში ცხოვრობდნენ. ცოლი მას ყურადღებას აქცევდა და მხარში ედგა, რამდენადაც შეეძლო.

კარლს არა თუ ერიდებოდა თავისი წარსულის, მან ფულის კი გამოიმუშავა სხვადასხვა ბულვარულ გამოცემებში, განსაკუთრებით "ფანტასტიკური თავგადასავლები"-ში თავისი ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებული სტატიებით.


image

მას თავის სიყვარულზე დიდხანს არ უნაღვლია: ცვილის თოჯინა გააკეთა ელენას სიკვდილისშემდგომი ნიღბით და ჩათვალა, რომ ამ ახალ თავშესაფარში ელენას სული დასახლდა. ასე რომ შეყვარებულები ისევ შეერთდნენ.

კარლ ტანცლერი 1952 წელს, შეიძლება ითქვას, ელენას მკლავებში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სიკვდილიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. იგი ძლივს ამოიცნეს.





გაეცანით აგრეთვე:





ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეცი

ური სასაფლაოები

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image








0
720
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
720