x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ დაიწყო მსოფლიოს მოსახლეობამ გაღარიბება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
image




პანდემიის დროს, დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში სოციალურ კიბეზე დაეშვა, ხოლო, საშუალო ფენა 30 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, წერს Bloomberg-ი.






დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მოსახლეობის ტოლი რაოდენობის ხალხი მკვეთრად გაღარიბდა. ყველაზე მეტად, ექსპერტების აზრით, ინდოეთი დაზარალდა, სადაც საშუალო ფენა 32 პროცენტით შემცირდა. ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ევროპის ქვეყნები - საშუალო ფენა შემცირდა 3 პროცენტით. ეს ყველაფერი ასოცირდება პანდემიასთან. მაგრამ ეს ასე არ არის.






ზოგადად, რა არის საშუალო ფენა? მიღებულია, რომ თუ ძირითადი საჭიროებების (კვების, ტანსაცმლისა და კომუნალური ხარჯების) გარდა, მოქალაქეს აქვს სტაბილური შემოსავალი, დანაზოგი, ხარისხიან მედიცინაზე წვდომა, შეუძლია მისცეს ბავშვებს ღირსეული განათლება, გაემგზავროს შვებულებაში დასასვენებლად, წავიდე თეატრში და ა.შ. - ეს არის, ძლიერი საშუალო ფენა.







აქ მთავარია არა შემოსავალი, არამედ, შესაძლებლობებია, რადგან, შეიძლება დაიბნეთ კონკრეტულ ციფრებში. მაგალითად, შვეიცარიის ბანკი Credit Suisse საშუალო ფენად ასახელებს მას, ვისაც ბანკში $ 68 ათასი აქვს, მაგრამ შვეიცარიისთვის ეს არაფერია: საშუალო შვეიცარიელს აქვს დანაზოგი ნახევარი მილიონი. ბელორუსიელისთვის კი ეს მთელი ქონებაა.







ბლუმბერგს მიაჩნია, რომ ადამიანი, რომლის შემოსავალი დღეში 10-დან 50 დოლარამდეა, საშუალო ფენას ეკუთვნის. მაგრამ თუ რუსეთში თვეში 2, 400 აშშ დოლარის ხელფასია (დღეში 10 დოლარი - დაახლოებით 180 ათასი რუბლი), თქვენ შეძლებთ ცხოვრების დონის მიღებას საშუალოზე მაღალ დონეზე, ხოლო, ნიუ – იორკში ამ ფულით მოკრძალებულ ბინას იქირავებთ. ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ საშუალო ფენის ქვედა ზღვარი იწყება იქ, სადაც ადამიანი არ ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე. უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხელფასების მიმღებთა ეს ქვედა ზღვარი უნდა იქნას გათვალისწინებული.







39, 5 ათასი რუბლის რაოდენობის შემოსავლიანი მოქალაქეების საერთო რაოდენობა რუსეთში 2020 წლამდე შეადგენდა მოქალაქეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 24 პროცენტს და პანდემიის დროს 6, 1 პროცენტით შემცირდა. სხვათა შორის, ეს არ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი მსოფლიოში.






ფაქტია, მტკიცება, რომ საშუალო კლასმა მხოლოდ ახლა დაიწყო შემცირება, აბსოლუტურად სიმართლეს არ შეესაბამება. პლანეტაზე მშრომელი ადამიანების - ფიზიკური და ინტელექტუალური, ცხოვრების გაუარესება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყეს - პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი.






40-იანი წლების შუა პერიოდიდან 70-იანი წლების შუა ხანებამდე პერიოდს კაპიტალიზმის ოქროს ხანას უწოდებენ. ფრანგმა ისტორიკოსმა ჟან ფურასტიემ ამ ხანას დაარქვა "ბრწყინვალე 30 წელი". ჩვეულებრივი ადამიანების შემოსავალი იმდენად სტაბილურად იზრდებოდა, რომ საშუალო ფენამ შეადგინა დასავლეთის მოსახლეობის 50-60 პროცენტი. ამაში შედიოდა ჩვეულებრივი მუშებიც.





გასული საუკუნის 80-იან წლებში, სუპერ-კორპორაციების რიცხვის ზრდასთან ერთად, ვითარება გაუარესდა. მათ არ სჭირდებოდათ ფინანსურად დამოუკიდებელი მოქალაქეები. ინფლაციამ მოიმატა, გაიზარდა სესხები, შეიზღუდა სოციალური პროგრამები, აშენდა ფინანსური პირამიდები და უფრო და უფრო გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარი. მუშების მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, საშუალო ფენა წლიდან წლამდე კლებულობდა. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ეს საკითხი მთლიანად განიმუხტა. მაგალითად, 1998 წლიდან 2008 წლამდე საშუალო ფენა შემცირდა დაახლოებით მესამედით. იმავე პერიოდში სუპერ მდიდართა რიცხვი გაორმაგდა. მემარცხენე მერობის კანდიდატმა ბერნი სანდერსმა პირდაპირ თქვა, რომ 30 წლის განმავლობაში საშუალო ფენის ფული გადავიდა ფინანსური და ბიუროკრატიული ელიტის 1 პროცენტის ჯიბეში.






და ის მართალია. რატომ ხდება ეს? სსრკ-ს დაშლა წარმოადგენდა რესურსებისა და დამატებული ღირებულების ჯაჭვების გადახედვას, რომლებიც ადრე იხარჯებოდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მედიცინისთვის, განათლებისთვის, პენსიებისა და ხელფასებისათვის, მაგრამ ახლა უკვე ეს ფული შეხვდათ ახალ მდიდრებს. რაში სჭირდება კაპიტალისტურ სამყაროს თავისი ეფექტურობის დამტკიცება?





”სახეზეა გლობალური ტენდენცია, კეთილდღეობის სახელმწიფო არის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფართო სოციალური უფლებებისა და გარანტიების ხელმისაწვდომობა. საშუალო კლასის კოლაფსი კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისის ფონზე ხდება - ეს პროცესები განუყოფლად არის დაკავშირებული. პროფესიონალის ადგილზე მოდის ბიუროკრატი, რომელიც კარგია მოგებისთვის, მაგრამ ცუდია საზოგადოებისთვის. თუ საშუალო ფენა გაანადგურეს, ჩვენი სამყარო 200 წლით უკან დაიხევს".- მბობს ანა ოჩკინა, გლობალიზაციის ინსტიტუტის სოციალური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი.






1965 წლიდან 1985 წლამდე 150 მილიონმა ადამიანმა მიიღო უფასო საცხოვრებელი ბინა. ბინის ლოდინის საშუალო დრო 5-7 წელი იყო. დიახ, სსრკ-ში ხალხს მთავრობა აძლევდა უფასოდ. მაგრამ პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს ბინა უკან წაეღოთ. საბჭოთა კავშირის საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გადავიდა მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში.






გვიან საბჭოთა კავშირში, სხვადასხვა შეფასებით, საშუალო ფენა მოსახლეობის 60-70 პროცენტს შეადგენდა. მოქალაქეთა დაახლოებით ხუთი პროცენტი იღებდა საშუალო ხელფასზე მეტს - პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, მეცნიერები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, წარმოების ლიდერები. დაუცველ ხალხს- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა დედებს, ობლებს - მხარს უჭერდა სახელმწიფო. უფსკრული ზედა და ქვედა ნაწილს შორის ოთხჯერ მეტი იყო. თანამედროვე რუსეთში, ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, უფსკრული 13-ჯერ მეტია.

0
469
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0