სხვა პატარა ბიჭუნამ საკუთარ დაბადების დღეზე ოჯახის დაღუპვა გადაიღო ვიდეოზე(ვიდეო) 2021, 3 ივნისი, 11:14
თითქოსდა უბედურებას არაფერი მოასწავებდა, როდესაც დედა, მამა და ორი შვილი ინდოეთის ქალაქ ნაგპურიდან ტბაზე წავიდნენ დასასვენებლად, მიზეზიც საპატიო იყო.ოჯახმა გადაწყვიტა უმცროსი ვაჟის დაბადების დღე ტბაზე პიკნიკით აღენიშნათ.
თუმცა სადღესასწაულო დასვენება ოჯახს ტრაგედიად ექცა. როდესაც ოჯახი ბუნებაში გავიდა, მამამ, 35 წლის აბდულ ასიფ შეიხმა და მისმა უფროსმა ვაჟმა 12 წლის ჩაჰბილ აბდულ ასიფმა ტბაში ბანაობა გადაწყვიტეს, ნაპირიდან მამა-შვილის ბანაობას თვალს ადევნებდა ოჯახის დიასახლისი ასმა და უმცროსი ვაჟი, რომელიც ამ ყველაფერს ვიდეოზე აფიქსირებდა. უცებ გართობა საშინელებად იქცა. მამაკაცი ოჯახის თვალწინ იხრჩობოდა, შეშინებული ცოლი სასწრაფოდ გაეშურა ქმრის დასახმარებლად, მალევე დედას უფროსი ბიჭი მიჰყვა და ნაპირზე მდგომი შეშინებული და მტირალი უმცროსი ბიჭის თვალწინ უკვე სამივე იხრჩობოდა წყალში..ამ დროს კადრში ისმის ბიჭუნას საშინელი ტირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვს, კამერა ხელში უკავია, რა დროსაც გადაღება გრძელდება. ბიჭის ტირილის ხმა იქვე ახლოში მყოფმა მეთევზეებმა და მწყემსებმა გაიგეს და უმალ გამოეშურნენ დასახმარებლად, მათ მხოლოდ ასმის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც ნაპირზე უგონო მდგომარეობაში მყოფი გამოიყვანეს.12 წლის ბიჭი და მამამისი სამწუხაროდ დაიღუპა. 544 5-ს მოსწონს
|