x
image
white knight
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ნამოხვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

image

“არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ნამოხვანში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ დღეს ყველამ ვიხილეთ, რომ ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა და სამართლიანი პროტესტი გამოთქვა ნამოხვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხარო არის, რომ მთავრობა არ ისმენს ხალხის ხმას. გვესაუბრებიან ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაგრამ როცა ეცნობი პროექტის შინაარს, რომელ ენერგოდამოუკიდებლობაზეა საბარი, როცა 100 წლით უხო ქვეყანას აძლევ შენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს, რასაც ენერგო-რესურსი ჰქვია და რასაც მიწა-წყალი ჰქვია. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ისინი არიან არა ბატონ-პატრონნი ჩვენი, არამედ დაქირავებული მუშაკნი. როგორ შეიძლება 1 საუკუნით 36 კილომეტრი ხეობა გადასცე უცხო ქვეყანას. რა თქმა უნდა, აქ უცხო ქვეყნის ინტერესები არის. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ეს პროექტი. როცა გყავს შენ დღეს ასეთი პატრიარქი, როგორიც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არის და არ ეკითხები მას არაფერს, არ ითვალისწინებ მის აზრს, რომ არავის აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ეს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა და მისი გაყიდვისთვის პასუხს აგებს ყველა უმკაცრესად. არ შეიძლება ხალხის მოთმინება ასე გამოსცადო, თორემ დაიტეხენ ღვთის რისხვას და ხალხის რისხვას თავზე.”

0
373
1-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0