საქართველო რატომ გვედავება აზერბაიჯანი დავითგარეჯს? 2019, 25 აპრილი, 21:58 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანელმა კომუნისტებმა წამოაყენეს ჰერეთის და კახეთის ტერიტორიებზე პრეტენზია, რაც მაშინ მათ სასარგებლოდ გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1918-21 წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდშიც სადავო ტერიტორიებად ითვლებოდა. 1920 წელს კი საბჭოთა აზერბაიჯანი თავს დაესხა საქართველოს და ჰერეთის ნაწილი წაგვართვა. 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კახეთის სამხრეთ ნაწილში წითლად მონიშნული ტერიტორია აზერბაიჯანს დარჩა სრულიად უკანონოდ. უკანონოდ იმიტომ, რომ ამ ტერიტორიის გადაცემა მოხდა საბჭოთა კავშირის დროს სერგო ორჯონიკიძის და აზერბაიჯანელი კომუნისტების მიერ, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე. 1991 წელს საქართველოს მთავრობას უნდა ეაქტიურა და ეს ტერიტორია არ უნდა დაეთმო აზერბაიჯანელებისთვის. დღეს, იმის ნაცვლად რომ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაზე გვქონდეს პრეტენზია, აზერბაიჯანი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას გვედავება. აზერბაიჯანელებმა არ იკმარეს ის, რაც მიიღეს ოკუპაციის პერიოდში და ჩვენს საზღვრებში მყოფ დავითგარეჯზეც აცხადებენ პრეტენზიას. 3870 5-ს მოსწონს 1-ს არა
|