x
image
white knight
გაეროს შოკისმომგვრელი დასკვნა. ქართული ეთნოსი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ქრება !

image

საქართველოს რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვს ეს ახალი ამბავი არ არის, უკვე წლებია მიდის საუბარი ამ პრობლემაზე, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრას საშველი არ დაადგა. დრო გადის და ის ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ყოველ დღე უფრო მეტი ქართველი კვდება, ვიდრე იბადება, უფროდაუფრო მეტი მიდის საზღვარგარეთ, მათ ნაცვლად კი უცხოელები ესახლებიან.
სანამ უშუალოდ დღევანდელ დემოგრაფიულ პრებლემებზე ვისაუბრებთ, მანამდე წარსულს გადავხედოთ და ვნახოთ რამდენი ვიყავით. პირველად საქართველოში აღწერა მონღოლებმა ჩაატარეს 1254 წელს. მონღოლების ჩატარებულ აღწერაზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქართველების რაოდენობა იმ დროისთვის 5-6 მილიონი უნდა ყოფილიყო. ხოლო მონღოლების დაპყრობამდე საქართველოს იმპერია 12 მილიონ ადამიანს აერთიანებდა. წარმოდგენა რომ შეგვექმნას რამხელა რიცხვი იყო მაშინდელი 6 მილიონი მცხოვრები, იმდროინდელი ევროპის ქვეყნების დემოგრაფიული მდგომარეობაც მიმოვიხილოთ. მე-12 საუკუნეში ინგლისელების რაოდენობა 2, 5 მილიონი იყო, ხოლო იმ დროისთვის ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერის, ფრანგების რაოდენობა 7 მილიონს აღწევდა. დღეისათვის ინგლისელები მსოფლიოში 100 მილიონამდე არიან, ფრანგები კი - 90 მილიონი არიან. ჩვენს ქვეყანას რომ ბრიტანეთივით კუნძულოვანი მდებარეობა ჰქონოდა, სრულიად შესაძლებელია, 100 მილიონზე მეტი ვყოფილიყავით, მაგრამ ბედმა ურთულეს ადგილას გვარგუნა ცხოვრება – იმ ადგილას, რომელიც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსულ ყველა დამპყრობელს უნდა გაეარა.


1254 წლიდან 1770 წლამდე, გამუდმებული ომიანობის გამო, საქართველოს მოსახლეობა 6 მილიონიდან 761 000-მდე შემცირდა
1780 წელს ქართველების რაოდენობა 675 000 იყო.
1811 წელს საქარველოში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა. ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით, შავმა ჭირმა “მოსრნა მრავალნი სულნი ქართლს, კახეთს და იმერეთს, ვიდრე ნახევარ ხალხამდე”, შედეგად 1814 წელს საქართველოს მოსახლეობა 400 000-მდე შემცირდა, საიდანაც 360 000 იყო ეთნიკური ქართველი. ქართული ეთნოსი ფაქტობრივად გადაშენების პირას იყო მისული.
1897 წელს საქართველოს მოსახლეობამ 2, 109 000-სს მიაღწია, ანუ დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.
1926 წელს საქართველოს მოსახლეობა 2, 667 000 იყო
1941 წელს 3, 5 მილიონი, საიდანაც 300 000 მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა (240 000 ეთნიკური ქართველი)
1959 წელს საქართველოს მოსახლეობამ 4, 044 000-სს მიაღწია
1979 წელს – 4, 993 000
1989 წელს კი 5, 450 000-სს
2002 წელს მოსახლეობა 4, 371 000-მდე შემცირდა

image

2014 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 3, 714 000 ადამიანს ითვლის. აქედან 3, 2 მილიონი არის ქართველი, მაგრამ რეალურად ქართველების რაოდენობა ბევრად მცირეა, რადგან ზოგიერთი სხვა ერის წარმომადგენელი თავს ქართველად მიიჩნევს და აღწერის დროსაც ეროვნებაში ქართველს უთითებდა. ამას გარდა გასათვალისწინებელია ქართულ გვარზე გადმოსული უცხოელების რაოდენობაც, რაც არც თუ ისე მცირეა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველების რაოდენობა 3 მილიონს ჩამოცდა და დაახლოებით 2, 9 მილიონია.
გაეროს მონაცემებით ქართველები 2050 წელს საკუთარ ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობად ვიქცეოდით. მათი გათვლებით 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა საქართველოს მოახლეობა იმაზე უფრო კატასტროფულად მცირდება, ვიდრე გაერომ იწინასწარმეტყველა და საქართველოს მოსახლეობა 3, 7 მილიონი 2030 წელს კი არა, 2014 წელს გახდა. სულ რაღაც 29 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა -1, 8 მილიონით შემცირდა. სიკვდილიანობამ შობადობას ოფიციალურად გადააჭარბა, ამას ემატება ემიგრაცია, რის გამოც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა (სამწუხაროდ ყველაფერი აქეთკენ მიდის) ქართველი ერი 2 საუკუნის წინანდელივით ისევ გადაშენების პირას მივა.

13
11625
7-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
11625
  
2020, 4 ივნისი, 19:57
ინფორმაცია გადაამოწმე ხოლმე და ხშირად რუსულ წყაროებს ნუ იყნებ...

1254, 1770, 1780, 1811, 1897, 1926, 1941 და 1959 – სრული სისულელეა...(სტატისტიკა ზეპირად არ იწერება, ჯერ მინიმუმ უნდა ერკვეოდე კარგად).

2050 – რაც შეეხება, ეს უბრალოდ მტრების ოცნებებია და არა წყარო ან რაიმე მონაცემი....
2019, 12 მარტი, 9:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2019, 20 იანვარი, 11:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 იანვარი, 11:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 16:43
ეგ სხვა სტატიაა, რომელიც დალინკეთ და თუ დემოგრაფიაზე წარმოდგენა არ გაქვთ, სისულელეებს ნუ წერთ
2019, 16 იანვარი, 6:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 16:30
ეს სოროსის დაფინანსებული ლიბერალების პროპაგანდისტული მასალა სერიოზული წყაროა )). მე 10 წელია დემოგრაფი ვარ, მსოფლიო მოსახლეობის სტატისტიკას ვიკვლევ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურში ვმუშაობდი და ვიღაც გუშინ გამოჩეკილი სოროსის დაფინანსებული ოროსანი ჭინკა მასწავლის, როგორია საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. მთავრობა რომ არ გეუბნება სიმართლეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.
2019, 15 იანვარი, 11:48
არა რა ირონიით, ყოველ წელს რომ ასეთი ზრდა გვქონდეს ანუ 4%, მაშინ 2030 წელს ვიქნებით ისე, როგორც ახლა არის ბულგარეთი და ეგ სრულიად საკმაირისია რომ საკაიფოდ ვიცხოვროთ და აღარც ხალხისგან დაიცალოს ქვეყანა.
2019, 15 იანვარი, 11:34
თორნიკე, თუ ირონიით არ წერ ამ კომენტარს, მაშინ შენს პირს შაქარი)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10