x
image
მაია 24
"თქვენს მაგინებლებს თქვენი უარყოფითი კარმა მიაქვთ, გწმენდენ" - როგორ მუშაობს სულიერი კანონები სიტყვებში და რატომ მოქმედებს სხვისი განსჯა წყევლასავით
image


ცნობილი ეზოთერული ფაქტია, რომ თუკი თქვენ რაიმე კარგი თვისების შეძენა გსურთ, ამისთვის რამე ამაღლებული წიგნის წაკითხვაც კმარა, რომელიმე პერსონაჟის გაცნობა, რომელსაც ეს თვისებები ექნება, თქვენ რომ მოგწონთ და მერე ამ თვისებებზე საუბარი და მას ემსგავსები....


ვედები გამუდმებით ღმერთზე და წმინდანებზე საუბრობდნენ, რათა მათგან ღვთაებრივი თვისებები მიეღოთ. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ფსიქოლოგები წარმატებული და ჰარმონიული ადამიანების შესახებ ვისაუბროთ. როდესაც ვინმეს ვაკრიტიკებთ, ხასიათის სწორედ იმ თვისებებს ვიღებთ მისგან, რის გამოც ვაკრიტიკებთ და როდესაც ვინმეს ვაქებთ კარგი საქციელის გამო, ან ვინმეთი აღფრთოვანებულები ვართ, მაშინ უკეთესები ვხდებით. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩვენ იმ ადამიანის თვისებებს ვიღებთ, ვისზეც გამუდმებით ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ.


image



"არა განსაჯო" - ეს უდიდესი სიბრძნეა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები ცუდი ვილაპარაკოთ იმათზე, ვინც არ მოგვწონს და რაც შეიძლება მეტი კარგი ვილაპარკოთ იმათზე, ვინც მოგვწონს. იმიტომ კი არა, რომ ეს ადამიანი არ იმსახურებს კრიტიკას, არა. ჩვენ თურმე მისგან ამ გზით უარყოფით კარმას ვიღებთ. სწორედ ამიტომ ვედებს ძალიან უხაროდათ, როდესაც მათ ვინმე აკრიტიკებდათ. თურმე თქვენს მაგინებლებს თქვენი უარყოფითი კარმა მიაქვთ, გწმენდენ. ამიტომ შეგიძლიათ მადლობაც კი გადაუხადოთ მათ.


გარდა ამისა, ჩვენ საუბრით ძალიან ბევრ ენერგიას ვკარგავთ და სამომავლო გეგმებზე საუბარი რეკომენდირებული არ არის. როცა ამის შესახებ ვინმესთან ყვებით, ეს ენერგია სამოქმედო ენერგიას აკლდება, თან თუ ნეგატიურ ადამიანებთან ისაუბრებთ ამაზე. ენერგია იკარგება, როცა კეთილ საქმეებსაც ვყვებით საჯაროდ, ამით ტრაბახს ვიწყებთ, მთელი თქვენი დაგროვილი დადებით კარმა ნეიტრალდება მის შესახებ ლაპარაკით.


ასევე დაგაინტერესებთ:


"სამყარო არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად..." - აინშტაინისა და თაგორის გენიალური დიალოგი


თუ ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, ილოცოს - გურჯიევის რჩევები ქალიშვილს


"ნუ შეაფასებ ადამიანს სხვათა ლაპარაკის მიხედვით" - გიორგი გურჯიევის 10 მცნება


"როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ლოცვებზე გვპასუხობენ" - ციტატების მეფის, ოსკარ უაილდის საუკეთესო ფრაზები

0
1353
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0