ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი ერთად ცხოვრობდნენ 14 წლის განმავლობაში. ზოგიერთი ცნობით, ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა: 2004 წელს დაიბადა მათი უფროსი ქალიშვილი, დევა, ხოლო 2010 წელს, მათი უმცროსი ქალიშვილი, ლეონი.
დედის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საფრანგეთში 30 მაისს აღინიშნება, ბელუჩიმ შვილებთან ერთად გადაღებული ძველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სიტყვებით: “გმადლობთ ჩემო ანგელოზებო ყველაფრისთვის, რასაც ყოველ დღე მასწავლით"

მშობლების დაშორების შემდეგ, დევა და ლეონი დედასთან დარჩნენ, მაგრამ მამასთან და ახალ ოჯახთან ერთად (54 წლის კასელი დაქორწინებულია 24 წლის ტინა კუნაკიზე, რომელთანაც იგი ორი წლის ქალიშბვილს, ამაზონის ზრდის). ისინი შესანიშნავ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და ერთად მიდიან დასასვენებლად.
დღეს 16 წლის დევა კასელი პირველ ნაბიჯებს დგამს სამოდელო კარიერაში, მშობლები კი ყველანაირად მხარში უდგანან.


თვითონ ვენსან კასელს და მონიკა ბელუჩისაც კარგი ურთიერთობა აქვთ:
“ხანდახან ქორწინებები ინგრევა, ადამიანები კი არ შორდებიან ერთმანეთს. ეს სწორედ ჩვენი შემთხვევაა, ყოველთვის ერთად ვიქნებით."- ამბობს კასელი.
