საზოგადოებრივი ჩინეთში უკვდავების ელექსირით სავსე ჭურჭელი აღმოაჩინეს 2021, 1 ივნისი, 0:11 ჩინეთში იპოვეს უძველესი ჭურჭელი, ბრინჯაოს ქოთანი "უკვდავების ელექსირით", რომელიც ძველი ჩინელების რწმენით, ადამიანს სამუდამო სიცოცხლეს ჩუქნიდა. ჭურჭელი ლოიანის მხარეს ჰენენის პროვინციაში მიმდინარე გათხრებისას 210 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს, სამარხში, რომელიც დათარიღებულია დასავლეთ ხანის იმპერიის არსებობის პერიოდით (220 წლით ძვ.წ.ა.) "საიენს ალერტ" აცხადებს, რომ ჭურჭელი სავსეა ღვინის სურნელის მქონე სითხით. ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს არის კალიუმის ნიტრატისა და ალუნიტის ქვის ნარევი. მეცნიერთა აზრით, ეს იმ უკვდავების ელექსირს შეესაბამება, რომელიც დაოსურ ტექსტებშია მოხსენიებული. ცოტა ქართული იუმორითაც რომ შევხედოთ, ძვ წ.ა.220 წლიდან დღემდე 23 საუკუნეა გასული და უკვდავი ჩინელი ჯერჯერობით არავინაა ცნობილი 270 3-ს მოსწონს
|