x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"USS Constitution"-რკინისგვერდა მოხუცი". რომელიც ერთადერთი აფრიანი ფრეგატია ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტში

image მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სუკუნეში ბევრ სამხედრო გემს გამოუჩენია თავი. ბევრმა ზღვების თუ ოკეანეების ფსკერზე პოვა საბოლოო "თავშესაფარი", ზოგმა უეკიპაჟოდ და ზოგმაც ეკიპაჟთან ერთად.
საუბარია აფროსან სამხედრო ხომალდებზე.
"რკინისგვერდა მოხუცი", როგორც მას უწოდებენ სამხედრო მეზღვაურები, ექსპლუატაციაში იყო ჯერ კიდევ ინგლის-ამერიკის ომის დროს 1812-1814 წლებში.
ყველა აფროსან სამხედრო გემებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ "ცოცხალია" და წყალში მყარად ზის ყველაზე ძველია "USS Constitution".
სამხედრო გემი წყალში ჩაუშვეს რამდენიმე საუკუნის წინ, კერძოდ კი 1797 წლის 21 ოქტომბერს.
აღნიშნული ფრეგატი ჯერ კიდევ ირიცხება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტში.
მართალია არა როგორც მოქმედი სამხედრო ხომალდი, გემი იმყოფება ბოსტონში და მუზეუმის ფუნქციას ასრულებს.
ფრეგატის კონსტრუქცია გათვლილი იყო 44 ზარბაზანზე. ფრეგატმა თავისი ზედმეტსახელი მიიღო მას შემდეგ რაც ინგლისური ფლოტის ხომალდის "HMS Guerriere"-ს ზარბაზნების ჭურვები მისი ბორტებიდან ისე სხლტებოდა თითქოს ბეტონის კედელს აესხლიტა მისთვის ნასროლი ქვები.
საინტერესოა რომ თავის მხრივ, ინგლისის სამხედრო ფლოტის ფრეგატი "HMS Guerriere" ადრე საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ეკუთვნოდა, მაგრამ საზღვაო ბრძოლის დროს ინგლისელებმა იგდეს ხელთ და ეს 38 ზარბაზნიანი ფრეგატი იგლისის სამხედრო-საზღვაო ფლოტს მიუერთეს.


0
59
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
59