x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე დაცული ადგილი მსოფლიოში

სამხედრო ბაზები, ბიბლიოთეკები, საიდუმლო სათავსები და ავტოსადგომიც კი. არებობს ადგილები, რომლებიც უფრო დაცულია, ვიდრე თეთრი სახლი :

1. ზონა 51

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ბაზა, რომლის არსებობა მხოლოდ 2013 წლის ივლისში დაადასტურეს. ობიექტის საიდუმლოების გამო, ზონა 51-ის ფართობის გარშემო ფრეა შეზღუდულია და სამოქალაქო პირების და სამხედროების უმეტესობა ბაზაში შესვლას ვერ ახერხებს. ზონა 51 განხილვის საყვარელი საგანია ულფოლოგებსა და შეთქმულების თეორეტიკოსებს შორის. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიას ხშირად სტუმრობენ უცხოპლასნეტელები, მფრინავი თეფშები, საბოლოო ჯამში, შეთანხმდნენ, რომ ბაზაზე ტყვედ ჩავარდნილი უცხოპლანეტელებიც კი ჰყავთ.

მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატების საჰაერო ძალებმა გახსნა პატარა აეროპორტი დამშრალი ტბის, გრემის მახლობლად, ლას – ვეგასიდან ჩრდილო – დასავლეთით 130 კილომეტრში. ეს ტერიტორია რუკებზე აღნიშნულია, როგორც ზონა 51. ობიექტი დავიწყებული იყო 1955 წლის აპრილამდე, სანამ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციას სჭირდებოდა ცენტრი ახალი ჯაშუშური თვითმფრინავების შესამოწმებლად. ბაზაზე აშენდა სახლები, სკოლები, კინოთეატრები და ბეისბოლის მოედნები გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, შემდეგ კი Paradise Ranch ” დაარქვეს.
ვინაიდან ბაზის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები სამხედრო ტექნიკასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი “საიდუმლო მასალებად" შერაცხეს.

image
image

2. საიდუმლო ობიექტი იამანტაუს მთაზე

ყველაზე მიუწვდომელი და იდუმალი ქალაქი რუსეთში. გარკვეული მშენებლობა მიმდინარეობს იამანტაუს მთაზე დასახლების მახლობლად. არსებობს ვარაუდი, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული რეზერვის შენახვის ობიექტზე. ასევე ვარაუდობენ, რომ მთაზე განთავსებულ ბუნკერში "მკვდარი ხელის" (ან "პერიმეტრის") სისტემის ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტია. პერიმეტრის სისტემა ახორციელებს ავტომატურ მასობრივ ბირთვულ დარტყმას. ამბობენ იმასაც, რომ იამანტაუში შენდება მიწისქვეშა ქალაქი ათასობით ადამიანისთვის, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობა გადავა მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში.

image

3. HAVENCO-ს მონაცემთა ცენტრი

რამდერნიმე წლის წინ, ახსნის გარეშე, დაიხურა HAVENCO მონაცემთა ცენტრი, რომელიც მდებარეობს დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ციხესიმაგრეში. ცენტრი 2000 წელს გაიხსნა სილენდის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს იყო ვირტუალური სახელმწიფო, რომელიც 1967 წელს გამოაცხადა ბრიტანელმა ყოფილმა მაიორმა პედი როი ბეითსმა. HavenCo– ს იმედი ჰქონდა, რომ მისი ადგილმდებარეობა სუვერენულ ტერიტორიაზე გადაარჩენდა მას ბრიტანული ინტერნეტ – კანონის შეზღუდვებისგან. მონაცემთა ბაზამ არსებობა შეწყვიტა 2008 წელს.

image

4. მორმონების ეკლესიის საიდუმლო საცავი

მორმონების ეკლესიამ საკუთარი საცავი იუტას შტატში ააშენა, იქ შესვლის უფლება მხოლოდ ეკლესიის მაღალ ჩინებს აქვთ. ამბობენ, რომ მორმონების საცავში ინახება უძველესი ბიბლიურო დოკუმენტები, რომელთა გამოაშკარავება ეჭვქვეშ დააყენებს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ბუნკერი მდებარეობს გრანიტის მთის ქვეშ, დაახლოებით 200 მეტრის სიღრმეზე. სარდაფით შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს ბირთვულ აფეთქებას. ამბობენ, რომ ზოგიერთი მაღალკვალიფიციური ექსპონატი აღჭურვილია თერმული და მოძრაობის სენსორებით.

imageimage

5. პიონენის ბუნკერი

სტოკჰოლმში აშენდა პიონენის ცენტრი, რათა შვედეთის მთავრობას შეძლებოდა მუშაობა ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. . შიგნით შესვლა შესაძლებელია ერთი გვირაბით, ხოლო შიდა ინფრასტრუქტურა ჰგავს მიწისქვეშა ქალაქს: აქ არის სკვერები, "მწვანე" ზონები, აკვარიუმები და კიდევ დღის და ღამის შეცვლის სისტემა. Pionem მონაცემთა ცენტრის ყველაზე ცნობილი კლიენტია - WikiLeaks.

image


6. ვატიკანის ბიბლიოთეკა

ვატიკანის ბიბლიოთეკა XV საუკუნეში დაარსდა. იმისათვის რომ იქ შესვლის ნებართვა მოიპოვონ, მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები განაცხადს აგზავნიან ვატიკანში, ნებართვას კი თვით რომის პაპი იძლევა. გარკვეული ხელნაწერების ნახვის უფლებაც მხოლოდ მას აქვს. ექსპერტების აზრით, აქ მილიონზე მეტი წიგნი, გრაგნილი და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი ინახება. მეცნიერებსა და თეოლოგებს შეუძლიათ შევიდნენ დეპოზიტარში, მაგრამ მხოლოდ კალმით და ქაღალდით. შიგნით სტუმრებს თან ახლავს ორი მცველი და მღვდელი. არქივის სიგრძე 84 კილომეტრია.

image

7. ფორტ ნოქსი

ადგილი, სადაც აშშ ოქროს მარაგი ინახება სხვა ყველაზე ძვირფას ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად, საცავში შესვლა 22 ტონიანი რკინის კარის საშუალებითაა შესაძლებელი.

imageimage

8. საიენტოლოგების ბაზა

ცნობილი სექტის ბაზა ნიუ-მექსიკოს უდაბნოში აშენებული და ძალიან დაცულია. იქ შესვლის უფლება მხოლოდ სექტის წევრებს აქვთ და არც არავინ იცის ბაზაზე რას მალავენ. შესასვლელი დაცულია 2.5 ტონიანი კარით, მხოლოდ მთავარ ადეპტებს შეუძლიათ შიგნით მოხვედრა. არქივის ზემოთ ზედაპირზე გამოსახულია ნიშნები, რომლებიც განკუთვნილია ან უცხოპლანეტელებისთვის, რომლებიც ერთსა და იმავე რწმენას იზიარებენ, ან ეკლესიის დამაარსებლის, რონ ჰუბარდისთვის - რათა, რეინკარნაციის დროს ბაზამდე ადგილი მარტივად იპოვოს.

imageimage

9. კურორტი The Greenbrier

ესაა კურორტი დასავლეთ ვირჯინიას ტყეებში, რომელიც სპეციალურად ამერიკელ მაღალჩინოსნებისთვისაა განკუთვნილი. და მსოფლიოში ყველაზე დაცულ კურორტად ითვლება. კურორტზე ასევე არსებობს მიწისქვეშა ბუნკერი, სადაც ატომური აფეთქების შემთხვევაში კონგრესის წევრები იქნებიან.


image

10. Bold lane ს პარკინგი

საოცარია, მაგრამ ჩვეულებრივი პარკინგის ადგილიც ყველაზე დაცული ადგილების სიაში შედის. იქ შესასვლელად სპეციალური საშვია საჭირო. ყველა ადგილი განათებულია და მოძრაობის სენსორები აქვს. რაიმე საეჭვო ქმედების დროს კი ჭიშკარი ავტომატურად იბლოკება.
imageimage












0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0