ბევრ ადამიანს მოგზაურობისას თანამედროვე არქიტექტურის შენობების დათვალიერება იზიდავ, ბევრს კი მიტოვებული ადგილების და შენობების სურვილი ამოძრავებს.
სანახავი და დასათვალიერებელი კი დედამიწაზე უამრავია, მიტოვებული არქიტექტურული ობიექტები, მიტოვებული კარიერები, ისტორიული და სანახავად არაჩვეულებრივი ჭა-წყარო, მიტოვებული და წყალსაცავის შექმნის გამო წყალში მდგარი სამრეკლო და ასე შემდეგ.
გახსოვთ ალბათ მსოფლიო კინოს ლეგენდის მერილინ მონროს 8 მეტრიანი სკულპტურა თუ რამდენ ფილმშია გადაღებული. აღნიშნული სკულპტურა ინეთის სახალხო რესპუბლიკაში დადგეს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით წლინახევრის მერე მიუხედავად იმისა, რომ ძეგლს დამთვალიერებლები არ აკლდა მოხსნეს და ჯერჯერობით ასეა მიგდებული, როგორც ზედა სურათზე ხედავთ.
ეს კი წყალსაცავის შექმნის შედეგად წყალში დაფარული ტაძრის გვერდით აღმართული სამრეკლოა იტალიაში.
სპილოების სასაფლაოზე გსმენიათ ალბათ, რომელიც აფრიკის კონტინენტზეა. ეს კი სარწეველა ცხენების "ნავსაყუდელია", აქ ტოვებენ საბავშვო სათამაშოებს.
მიტოვებული სახლის ერთერთი ოთახი ვორკუტაში, სასტიკ ყინვას უკვე დაუტყვია თავისი კვალი.
მიტოვებული სარკინიგზო ხაზი ტყეში.
ბრაზიელიელი აბორიგენების ერთერთი ტომის მიტოვებული სახლი ხეების კენწეროზე.
ასე გამოიყურება დიდი ხნის წინ მიტოვებული შახტი.
მიტოვებული მრავალსართულიანი და გაპარტახებული სკოლა ტაივანში.
მიტოვებული საბაგირო იაპონიაში.
სკეიტერი მიტოვებულ აკვაპარკში.
ამ საოცარი ჭის ასაკი რამდენიმე საუკუნეა.
სავაჭრო ცენტრი ბანგკოკში, რომელიც წყალდიდობის დროს წყლით დაიტბორა და დღეს თევზების "საბატონო" ადგილადაა ქცეული.
ძველისძველი სახლი, რომელსაც მალე "გულში ჩაიხუტებს მიწა".
მიტოვებული ტაძარი ინდონეზიაში.
მიწისქვეშა კარიერი იაკუტიაში, რუსეთი.