მსოფლიო "გადაიპარსეთ თავები და დაიხურეთ ეროვნული ქუდები"-თურქმენეთში პრეზიდენტის მამის გლოვას აიძულებენ 2021, 30 მაისი, 15:15 ![]() მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამდებობის პირებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ამის შესახებ რადიო „აზატლიკი“ იუწყება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაწესებულებების და ასევე კერძო საწარმოების ხელმძღვანელებს, დაევალათ გადაიპარსონ თავი და ტახიუ დაიფარონ (ეროვნული თურქმენული ქუდი). პრეზიდენტის მამა მიალიკგული ბერდიმუხამედოვი გარდაიცვალა 18 აპრილს 88 წლის ასაკში. ორმოცი დღე 28 მაისს გავიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი შვიდი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა არც საზოგადოებაში და არც ტელევიზიაში.ამ დღეებში გამართულ ღონისძიებებს მისი ვაჟი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის მამის გარდაცვალების შემდეგ, სერდერ ბერდიმუხამედოვი, მთავრობის ვიცე-პრემიერი და ასევე სხვა ოფიციალურმა პირები, საჯაროდ თავზე დახურული ტუბეტეიკებით გამოჩდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი ყველა ღონისძიებაზე შავი მანქანით მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალული იყო შავი მანქანები. 257 4-ს მოსწონს
|