მსოფლიო
"პირველი ქორწინება შეცდომა იყო". ფრაუ მერკელი, მისი შემოსავალი და ქმრები
2021, 29 მაისი, 19:43
ანგელა მერკელის რეიტინგი ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება. გერმანიის ისტორიაში მერკელი გახლავთ პირველი ქალი მმართველი, რომელმაც თავი როგორც მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალმა ისე დაიმკვიდრა. რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს თუ რამდენს გამოიმუშავებს ეს ძლიერი ქალი. მოგეხსენებათ რომ, გერმანიაში პოლიტიკოსების შემოსავალი საჯაროა. მცდელობაც კი არავის აქვს მსგავსი ინფორმაცია საზოგადოებისგან დამალოს.
ამგვარად, გერმანიის კანცლერი ყოველთვიურად 18 ათას ევროს იღებს. პოლიტიკოსს ასევე დეპუტატის ყოველთვიური ხელფასის ნახევარიც ეკუთვნის, ისევე როგორც ხარჯებისთვის ერთჯერადი თანხა, რომელიც 3 230 ევროს შეადგენს. მთლიანი თანხა რასაც გერმანელი პოლიტიკოსი ყოველთვიურად იღებს 25 ათასი ევროა. თავად განსაჯეთ, შეიძლება თუ არა ამ თანხას ზღაპრული ეწოდოს. ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსების შემოსავლების გათვალისწინებით, გერმანიის კანცლერის ხელფასი უბრალოდ სასაცილოა.
როგორც ცნობილია, ანგელა ორჯერ იყო გათხოვილი. თავის პირველ ქორწინებას თანაკურსელ უილრიხ მერკელზე პოლიტიკოსი შეცდომას უწოდებს. 23 წლის ასაკში ახალგაზრდა ქალმა შეიტყო, რომ მას შვილის გაჩენა არ შეეძლო. 80-იან წლებში მერკელმა თავისი მომავალი მეუღლე, ქიმიკოსი იოაჰიმ ზაუერი გაიცნო.
იმ პერიოდში მამაკაცი დაქორწინებული გახლდათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ანგელას მიმართ მას სათუთი გრძნობები გასჩენოდა. დღესდღეობით, მერკელი მეორე ქორწინებაში თავს ბედნიერად გრძნობს, პოლიტიკოსის მეუღლე ცოლის პოპულარობითა და მისი საჯაროობით უკმაყოფილოა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პროფესორი ინაუგურაციის ცერემონიას არც კი ესწრებოდა, ის ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს თვალს სახლიდან ადევნებდა.
მამაკაცი პრესას თავს ყველანაირად არიდებს და მეუღლესთან ერთად საჯარო გამოსვლებს მაქსიმალურად ერიდება.