x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთში ონ-ლაინ არის შესაძლებელი მოინანიო ცოდვები პორნოს ყურების გამო
image

Telegram-ზე გამოჩნდა ბოტი სახელწოდებით "სიმართალის დრო"("Правильное время), რომლის წყალობითაც ყველას შეუძლია პორნოგრაფიის ყურების შემდეგ ცოდვების გამოსყიდვა.


" პორნოგრაფიისადმი დამოკიდებულების პრობლემა შეგექმნათ? გული გეკუმშებათ სიძვის ჩადენის გამო, სინდისი გქეჯნით? ეს ჩატ-ბოტი დაგხმარებათ, როგორ მიმართოთ უფალს, რათა დაგეხმაროთ ამ ცოდვის მონანიებაში." ნათქვამია წინასიტყვაობაში.


თავად ბოტი მუშაობს შემდეგნაირად. თავდაპირველად, თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვას: „ახლა რამდენი დრო დახარჯე პორნოზე?“



ჩამოთვლილია ვარიანტები(5 წუთი; 15 წუთი; ნახევარი საათი; საათი ან მეტი). შემდეგ ბოტი მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ ლოცვას (ან რამდენიმე ლოცვას) - ლოცვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წინა კითხვის პასუხზე. ასე რომ, თუ აირჩევთ ვარიანტს "ერთი საათი ან მეტი", მაშინ " ცოდვის გამოსყიდვას" საათზე მეტიც დასჭირდება. ლოცვის წაკითხვის შემდეგ მომხმარებელმა უნდა დააჭიროს ღილაკს "ამინ" და ამით დაასრულება რიტუალი.



ეს ბოტი შემუშავდა მამაო კონსტანტინე (მალცევთან)ერთად, კრასნოდარის ოლქიდან.რომელიც აქტიურად და წარმატებით უძღვება სოციალურ ქსელებს: მაგალითად, მას თითქმის 40 ათასი ადამიანი გამომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე", 327 ათასი კი TikTok– ზე.


image


"ეს ლოცვები ინტერნეტში თავისუფლად არის ხელმისაწვდომი. ბიჭები ინტერნეტით დამიკავშირდნენ ამ ინიციატივით და მთხოვეს რეკომენდაცია გამეწია, რომელი ლოცვების წაკითხვა იქნებოდა კარგი, სანამ მორწმუნე ეკლესიაში მოვიდოდეს. მათ რეკომენდაციები მივეცი და მათვე შექმნეს ეს ყველაფერი Telegram bot- ზე.თეორიულად, ეს ლოცვები უკეთესია წაიკითხო ხმამაღლა. მაგრამ პრაქტიკაში, მაგალითად შეგიძლიათ ასეთ ვარიანტი: მგზავრობდეთ მეტროთი და აღარ წაიკითხოთ ხმამაღლა. სასურველია, რა თქმა უნდა, ხმამაღლა, მაგრამ მთავარია გულით იყო. ”-განმარტა მღვდელმა

image


მალცევის თქმით, მისი და მისი ზოგიერთი კოლეგასთვის მისაღებია ინტენეტ-პლატფორმის გამოყენება ლოცვებისთვის, თუმცა ონლაინ-მსახურბაა სხვადასხვა ვარიაციით მაინც ვერ შეცვლის კლასიკურ ლიტურგიას.


"Telegram bot ვერ შეცვლის ეკლესიას. მაგრამ მე უკვე რვა წელია ინტერნეტში ვარ, 10-15 მილიონი ადამიანი მყავს მოცული. . ერთხელ, მოციქულები არეოპაგში გაემგზავრნენ, რათა იქ შეკრებილ წარმართებისთვის ექადაგათ. მოციქულები რომ დღეს ცოცხლები ყოფილიყვნენ, ისინი ინტერნეტს გამოიყენებდნენ. იმიტომ, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც მორწმუნეები ერთიანდებიან. ბუნებრივია, ეს მსახურება ვერ შეცვლის ლიტურგიას, თუმცა როგორც მცირე დახმარება - სავსებით მისაღებია ”, - დასძინა მამაო კონსტანტინემ.


ასევე დაგაინტერესებთ

image

გუშინ, 25 მაისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სათაურით"ბოლო გაფრთხილება ურჩობაში მყოფ იღუმენ დანიელს(გვილავა)", სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი იღუმენ დანიელს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღწერილი, იღუმენი დანიელი, საეპარქიო კომისიას უფლებას არ აძლევს, რომ სალხინოს ...


ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც Reddit ის მომხმარებელმა სხვა მომხმარებლებს ჰკითხა, იყო თუ არა მათ შორის ვინმე სექტაში გაზრდილი და თუ ასეა, როგორ მიხვდა, რომ დროა იქაურობას მოშორდეს. უცნაურია, რომ პასუხებმა არ დააყოვნა და როგორც ჩანს ბევრი ყოფილა სხვადას


ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს თქმით, ის ვარლამ გოლეთიანის მასწავლებელი იყო, თუმცა მას შემდეგ მასთან ურთიერთობა არ ჰქონია და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებშიც მისგან დამოუკიდებლად ჩაერთო. "ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთი

დეკანოზი მამა გიორგი ჩაჩავა, რომელიც სასულიერო პირებიდან საჯაროდ პირველი აიცრა, ღამის კურიერის ეთერში ირაკლი იმნაიშვილთან დიალოგში იხსენებს იოანეს სახარებიდან მეცხრე თავის მე-6 და მე-7 სტორფს, სადაც ქრისტე თავისივე დანერწყვილი თიხით გაკეთებულ "აბს" აძლევს ავადმყოფს განსაკურნად.გიორგი ჩაჩავას თქმი...

0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0