x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დავა საეკლესიო ქონებაზე-მეუფე სტეფანეს ღვინის სახლის და მარნის გასაღებს არ აძლევენ
image

გუშინ, 25 მაისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სათაურით"ბოლო გაფრთხილება ურჩობაში მყოფ იღუმენ დანიელს(გვილავა)", სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი იღუმენ დანიელს ბოლო გაფრთხილებას აძლევს.


როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღწერილი, იღუმენი დანიელი, საეპარქიო კომისიას უფლებას არ აძლევს, რომ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და ეპარქიის ახალი მმართველებისთვის გადაბარება მოხდეს და აღნიშნულ მონასტერში არც მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ გაგზავნილ პირებს აძლევს მსახურების ჩატარების უფლებას.

"თქვენი დესტრუქციული ქმედები კვლავ გაგრძელდება, ა.წ. 15 მაისს შექმნილმა საეპარქიო კომისიამ, რომელსაც ევალება ეპარქიის განკარგვაში არსებული საეკლესიო ქონების აღწერა და გადმობარება, ზედმეტი ხმაურის გარეშე ა.წ. 17 მაისს მოგთხოვათ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ, კომისიამ მეორე დღეს, 18 მაისს იმავე მოთხოვნით კვლავ მოგმართათ, თუმცა კვლავ უარი მიიღო."



შემდეგ დოკუმენტში წერია, რომ თუ იღუმენი დანიელი არ დაემორჩილება ეპარქიის ახალი მმართველის მოთხოვნას, არ გამოიჩენს კეთიგონერებას არ დაემორჩილება კომისის ბრძანებას, რაც გულისხმობს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გადაღებების გადაცემას და აღწერისა და გადაბარების პროცესის ხელშეწყობას, ჭყონდიდის მიტროპოლიტი იღუმენის სამღვდელოებიდან განკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს.

image

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება ეპარქიის მმართველის მეტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ დაიწყო, სინოდმა იგი დესტრუქციულ ქმედებებში და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა და ეპარქიის მმართველობა ჩამოართვა.


პეტრე ცაავას მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ან პეტრე ცაავას დანაშაული დაამტკიცონ, ანდა ის ეპარქიაში დააბრუნონ.

0
236
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0