x
image
ირინა მ.
კოლუმბიაში, ერთდროულად ორმა კამერამ გადაიღო ქალის (წინა საუკუნის ჩაცმულობით) გაუჩინარება (ვიდეო)

image

ეს იდუმალი შემთხვევა ჯერ კიდევ 2013 წელს მოხდა, მაგრამ ინტერნეტის ინგლისურენოვან სეგმენტამდე დიდი ხანი არ არის რაც მოაღწია.

კოლუმბიის ერთ-ერთი ქალაქის (ქალაქი არ სახელდება) სათვალთვალო კამერებმა, ღამით, უცნობი ქალბატონი დააფიქსირეს გაშლილი მუქი ფერის თმით, ღია ფერის ზედათი და მუქი გრძელი ქვედაბოლოთი. ქალმა ქუჩა ჩქარი ნაბიჯით გაიარა და შემდეგ უცბად გაუჩინარდა. "კამერის ხარვეზია"-გაიფიქრა ოპერატორმა, რომელიც ჩანაწერებს ნახულობდა, მაგრამ როცა სხვა კამერების იგივე რაიონის ჩანაწერები გადაათვალიერა, მეტყველების უნარი დაკარგა: კიდევ ერთ კამერაზე, რომელიც იგივე ქუჩას სხვა კუთხიდან იღებდა, იგივე იყო დაფიქსირებული. შეწუხებულმა ოპერატორმა სხვა კამერების ჩანაწერებიც შეამოწმა, იმ იმედით, რომ მსგავსი "ხარვეზი" სხვა ფეხით მოსიარულეებზეც მეორდება, თუმცა არცერთი ადამიანი, იმ ქალის გარდა, ჰაერში არ აორთქლებულა.

როცა ეს ჩანაწერი ადგილობრივი ტელევიზიით ახალ ამბებში გამოქვეყნდა და ესპანურენოვან სოცქსელებში გავრცელდა, ბევრმა მომხმარებელმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ ქალი ძველებურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. ასე კოლუმბიელები მე-20 საუკუნის შუახანებამდე იცმევდნენ, დღეს ასეთი განიერი და გრძელი ბოლოკაბიანი ქალების ნახვა მხოლოდ ეთნიკურ და ისტორიულ ფესტივალებზე შეიძლება.

image

image

მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამ შესაძლო ტელეპორტაციის იდუმალი შემთხვევით ანომალიური მოვლენების ადგილობრივი მკვლევარები დაინტერესდნენ, მაგრამ გაარკვიეს თუ რამე ამის შესახებ, უცნობია.





იხილეთ ასევე:






საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image


ცენტრი, სადაც მამაკაცებს ფეხმძიმობის და მშობიარობის ყველა სირთულეების გამოცდას სთავაზობენ

image


მადონამ ახალგაზრდა ქალიშვილს სხეული "მოპარა"

image


საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image






0
519
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0