x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ეს ქალი ტელესერიალების ვარსკვლავის და ყველაზე მიმზიდველი მამაკაცის ცოლია, მიხვდით ვინ არის?

image


ყველამ მშვენივრად ვიცით საკულტო სამედიცინო დრამა "ექიმი ჰაუსი", რომლის მთავარი გმირის ექიმი გრეგორი ჰაუსის (ჰიუ ლორი) ქარიზმატულობა და მიმზიდველობა შეუძლებელია ვინმეს ვერ შეემჩნია, თუმცა თავად მსახიობისთვის გარეგნობა არც ისეთი მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანია.


image


ამ თვალსაზრისით არც მისი მეუღლე - ჯო გრინია გამონაკლისი, როდესაც ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ჰიუ პირველ რიგში, მისმა ინტელექტმა მოხიბლა, ხოლო როდესაც ერთხელ ჰიუსს ერთ - ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა თუ რატომ აირჩია ცხოვრების თანამგზავრად სწორედ ჯო, მან ასეთი პასუხი გასცა: "მე ყოველთვის ლოგიკური აზროვნების ქალები მიზიდავდა".


image


თუმცა, ვფიქრობ საიდუმლო სულ სხვა რამეშია. როგორც ყველა წყვილს, ცხოვრებაში რთული პერიოდები ასევე ჯოსა და ჰიუსსაც ჰქონდათ, ასე მაგალითად ერთ - ერთი გადაღების დროს, მსახიობს სხვა ქალი შეუყვარდა და არჩევანს ვერ აკეთებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიმართლე მან ცოლსაც გაანდო, სკანდალის მოწყობის ნაცვლად კი, ჯომ ის დასაძინებლად გაუშვა, ოჯახის გადარჩენის ინიციატივა კი საკუთარ ხელში აიღო.


image


მან ქმრის საყვარელს წერილი მისწერა, სადაც ყველა იმ სირთულეზე მოუთხრო რომელიც შეიძლებოდა რომ მასთან ურთიერთობაში შექმნოდა. ჯომ დეტალურად აღუწერა თუ რამდენად გამაღიზიანებელი და პესიმისტური შეიძლება რომ ის ურთიერთობაში ყოფილიყო: "თუ ამას ვერ შეეგუები თქვენი ურთიერთობა მალე დასრულდება, ამიტომ უმჯობესია თუ მას ახლავე მიატოვებ, გულს არ გაუტეხ და ოჯახსაც არ დაუნგრევ". ამ სიტყვების შემდეგ ჰიუს საყვარელმა, რომელსაც სხვათა შორის, ოდრი კუკი ერქვა, გადაწყვიტა მათ ურთიერთობაში აღარ ჩარეულიყო.


image


ჯო გრინმა შეძლო მისთვის ღალატი ეპატიებინა, თუმცა იმ პირობით თუ პესიმიზმის დასაძლევად ის ფსიქოლოგთან ივლიდა. დღესდღეობით, 61 წლის მსახიობი ისეთი მეუღლის გვერდით როგორიც ჯო გრინია თავს უბედნიერესად გრძნობს.


image















0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322