სხვა ფეხების გარეშე დაბადებული გოგონა ქალის ცნობილი თეთრეულის სახე გახდა 2021, 25 მაისი, 16:06 23 წლის ლოს-ანჯელესელ კანია სესერს საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. გოგონა ტაილანდში დაიბადა, თუმცა მალევე მშობლებმა ის ადგილობრივი ტაძრის კიბეებზე დატოვეს. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ის გახლდათ, რომ პატარა ფეხების გარეშე დაიბადა, მშობლებმა კი მისი აღზრდა და მოვლა უბრალოდ არ ისურვეს.საბედნიეროდ, პატარა კანიას გაუმართლა, ის ღვთისნიერმა წყვილმა იშვილა, როდესაც გოგონა 5 წლის გახდა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. გამზრდელი მშობლები გოგონას პატარაობიდანვე უნერგავდნენ საკუთარი თავის რწმენას და არწმუნებდნენ რომ ასეთი ფიზიკური განსაკუთრებულობის მიუხედავად, ძლიერი სურვილის შემთხვევაში მას ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეეძლო.კანია მოდელობაზე ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან ოცნებობდა, ხოლო როდესაც გოგონა 15 წლის შესრულდა, ის სამოდელო სააგენტოებს "შტურმით იღებდა", თუმცა მიზანას ვერ აღწევდა... კანიას ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ, გოგონა არ ნებდებოდა, და ჰოი საოცრებავ, ერთ დღესაც მოზარდის მიზანსწრაფულობა წარმატებით დაგვირგვინდა, გოგონა ქალის თეთრეულის ერთ-ერთმა ცნობილმა ბრენდმა შეამჩნია და გრძელვადიანი თანამშრომლობაც შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, კომპანია არ შემცდარა, უბრალოდ გადახედეთ მის ამ მშვენიერ ფოტოებს!თუმცა მოდელობა კანიას - ერთადერთი ჰობი არ ყოფილა. გოგონა ექსტრემალურ სპორტს აღმერთებს. ის სრიალებს თხილამურებით, სისტემატურად ვარჯიშობს და ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ხოლო ქალაქში ეტლის ნაცვლად სკეიტბორდით გადაადგილდება. სხვათა შორის, კანიას მეგობარი ბიჭიც ჰყავს, რომელიც მას ყველა წამოწყებაში გვერდში უდგას და მხარს უჭერს.კანიას მორიგი მიზანი - პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. იმედი ვიქონიოთ რომ ის ნამდვილად შეძლებს უახლოეს მომავალში ამ მიზნის მიღწევასაც. რაღა დაგვრჩენია, მოდით წარმატება ვუსურვოთ ამ ლამაზ და შეუპოვარ გოგონას თავის ყველა წამოწყებაში!290 შეფასება არ არის |