სიახლეები “ერთ მუშტად” (მუშტები ცუდად აქვს დაცდილი ქვეყანას), არის შეკრული საზოგადოება: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, მემარცხენე, მემარჯვენე თუ სულაც ორიენტირის არმქონე ინტელექტუალები... 2021, 25 მაისი, 10:16 ენმ-ს წარმომადგენელი რომან გოცირიძე ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
"გამახსენდა ანტიჰესური გამოსვლების ერთი ეპიზოდი ეროვნული მოძრაობის პერიოდში, საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს. ითხოვდნენ ჟინვალის ჰესის დაცლას. გადახედეთ მაშინდელ პრესას: “დამოკლეს მახვილი თბილისის თავზე”, “ჟინვალი რომ გასკდეს, პლეხანოვს 9 მეტრიანი ტალღა გადაუვლის”, “ჟინვალის კაშხალი ჟონავს”. მერე ჩაბნელდა საქართველო და ჟინვალის დაცლაც გადაავიწყდათ. ახლა დენი თავზესაყრელად რომც გვქონდეს, ჟინვალს მაინც ვერ დავცლით. ჟინვალს ვსვამთ, თბილისის ზღვას ვსვამთ, არაგვს ვსვამთ, მაგრამ წყალი მაინც არ გვყოფნის. ახლა ქუთაისია “საფრთხეში”. ტალღა უფრო დიდი იქნებაო, 19 მეტრის სიმაღლის. შუშის პარლამენტს დაფარავსო. გავიდა სამ ათეულ წელიწადზე მეტი. მამების საპროტესტო ესტაფეტა შვილებმა აიტაცეს. როგორც მაშინ, “ერთ მუშტად” (მუშტები ცუდად აქვს დაცდილი ქვეყანას), არის შეკრული საზოგადოება: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, მემარცხენე, მემარჯვენე თუ სულაც ორიენტირის არმქონე ინტელექტუალები, დემაგოგი პოლიტიკოსები, რუსეთის აგენტები და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები. ეს ხალხი გააერთიანა ერთმა იდეამ, ოღონდ, რომ ჰკითხოთ, რა არის ეს იდეა, ყველასთვის სხვადასხვა რამ აღმოჩნდება. გავა კიდე ერთი ოცდაათი წელიწადი. ამოიღებენ “სკივრიდან” ფოტოებს (შეიძლება ეს სკივრი იმ დროს უკვე ფრჩხილში ან სულაც თავში ჩასმული მიკროჩიპი იყოს). ზოგი იამაყებს, ზოგს შერცხვება, ზოგს გაუკვირდება. აი ისე გაუკვირდება, როგორც მე მიკვირს ახლა, როცა ვუყურებ ხოლმე სკივრიდან ამოღებულ იმ ფოტოებს, რომელშიაც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი პროცესებია ასახული. ფაქტობრივად, არ ყოფილა არცერთი მოვლენა, რომელშიაც ამა თუ იმ ფორმით არ ვყოფილიყავი ჩართული. ძალიან ბევრი რამ მეცნობა, როგორც იტყვიან, “სხეულით ვგრძნობ” ხოლმე. ასე წვალებ-წვალებით, არა ერთი და ორი ათეული წლის შემდეგ, დავემსგავებით რაღაცას, აი ისეთს, ევროპაში რომ მოგვწონს, ოღონდ ჩვენთვის რომ არ გვინდა თუ ჩვენთვის ჯერ რომ ადრეა. ერთ სულზე მშპ-ც ცოცვა- ცოცვით გაიზრდება ( ამაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული აზრები თავებში), დენიც გვექნება მრავალწყაროიანი ( დაახლოებით 10-15 პროცენტი ქარისაც და მზისაც ოცდათიოდე წლის შემდეგ). მოკლედ, რაღაცას დავემსგავსებით. ახლა კი ისა ვართ, რაცა ვართ რესპუბლიკის მოედანზე - ღარიბები ( მრავალმხრივად) და ამაყები. ოღონდ აქაც რომ ჰკითხო ახლა, რა არის საამაყო, ყველა მხარეს თავისი ახსნა ექნება და არცერთი დაემთხვევა ერთმანეთს“, - წერს რომან გოცირიძე. ასევე იხილეთ"ორიოდე სიტყვით საქართველოს ენერგეტიკაზე და ბოლოში არა მხოლოდ მასზე. მზე, ქარი, მთვარე და სხვა მსგავსი ფინანსურად, ტექნიკურად და პოეტურად რთული საკითხები დროებით განზე რომ გადავდოთ, რომელმაც 30-50 წლის შემდეგ შეიძლება ითამაშოს მეტ-ნაკლებად საგრძნობი როლი ქვეყნის ენერგომომარაგებაში, ელემენტარული ამბავია, რომ... მსოფლიოში ჰესები 100 მეტრზე მაღალი კაშხლით 180 ერთეულზე მეტია, რაც შეეხება ჰესებს მეგაგიგანტი კაშხლებით, რომელთა სიმაღლე 200 მეტრზე მეტია მსოფლიოში სულ 51-ია, აქედან ყველაზე მეტი ჩინეთზე მოდის-13, თურქეთი -5; აშშ და ირანი 4-4 -ით, ხოლო შვეიცარია და მექსიკა 3-3 ჰესით არის წარმოდგენილი. ახლა კი გაეცნობით მსოფლიოში ტოპ-10 ჰიდ... "ნამახვანჰესის ირგვლივ აგორებული ტალღა აშკარად გასცდა ერთი კონკრეტული ჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობის თემატიკას. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, მთელი სიცხადით წარმოაჩენს ჰიდროსადგურების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწახნაგოვან ხასიათს. დღეის მოცემულობით *ურანის საბადოს შემდეგ საქართველოს ბნელ მხარეში ანტიჰესერები თავის მრევლს სიცრუის მორიგ დოზას სთავაზობენ. მრავალათასიანი გავრცელებით. *ეს ის ხალხია, ჩვენს ენჯეო სექტორს რომ არ უყვარს, მაგრამ აქციაზე მათ მიერ მოყვანილ ხალხთან თავს კომფორტულად გრძნობენ და ზემოდან თავის დღის წესრიგს აშენ... დიდი თხოვნა მაქვს იმ პატივცემულ ადამიანებთან, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოში ელექტრო ენერგიის წარმოებას! სანამ თხოვნას ჩამოვაყალიბებ, მიდა დავაფიქსირო, რომ, ყველანაირ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის, "არ გვინდა" საც. ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ, ჩემი კომპეტენცია, გა... ისევ ჰესებზე. კარგად მახსოვს როგორ დაიბლოკა ხუდონჰესის მშენებლობა. ყველაფერი მზად იყო - პროექტი, ფული (ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ მოსკოვიდან). მაგრამ ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი მწვანეებმა (ჟვანია) და ეროვნულმა მოძრაობამ. და, მოდი ვთქვათ სიმართლე. ვაი-უშველებელი იმდენად ეკოლოგიი... 263 3-ს მოსწონს
|