x
რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში ავტომობილით გადაადგილება მარცხენა მხარეს?

image

თუ მსოფლიო რუკაზე გამოვყოფთ ქვეყნებს, სადაც ავტომობილით გადაადგილება მარცხენა და მარჯვენა მხარეს ხდება, დავინახავთ, რომ მარჯვენა მხარე ბევრად მეტია. ამას სტატისტიკაც მოწმობს, გზის მარჯვენა მხარეს 66% გადაადგილდება, ხოლო მარცხენას 34$. საინტერესოა, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად გახლდათ.

image

ცნობილია, რომ ანტიკური რომის გამოსახულებებიდან, ჩანს, რომ ისინი მარცხენა მხარეს გადაადგილდებოდნენ, ამის ახსნა კი იმითაა შესაძლებელი, რომ ხალხის უმეტესობა ხელით მემარჯვენე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ომიანობის პერიოდში მტრის მოსაგერიებლად იარაღის მარჯვენა ხელით ამოღება ბევრად მარტივი და კომფორტული გახლდათ.

სავარაუდოა, რომ ეს წესი, რომელიც მიიღეს რომის ჯარის გადაადგილებისთვის აიტაცეს სხვა იმპერიის მოქალაქეებმაც. რომაელების მიბაძვით, მარცხენა მხარეს სიარული გამოიყენებოდა ანტიკური ქვეყნების უდიდეს ნაწილში.
სავარაუდოდ, რომაელთა ჯარის გადაადგილების ეს წესი სხვა იმპერიებმაც გადაიღეს, მიბაძვით კი სიარულის ერთგვარი წესი ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ზედა რუკას, ქვეყნები, სადაც მარჯვენა მხარესაა დაშვებული მოძრაობა წითელი ფერითაა აღნიშნული, ხოლო მემარცხენეები ლურჯით.
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ გარკვეულმა ნორმებმა არსებობა შეწყვიტეს, ამიტომ წინა ფლანგზე ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებლები გამოვიდა, მაგალითად, მეეტლეები, რომელთა უმრავლესობა მემარჯვენე იყო, მოსახერხებელი კი სწორედ მარჯვენა მხარეს სიარული გახლდათ, რადგან ვიწრო ადგილებში ცხენები დომინანტი ხელით ემართათ. საუკუნეების მანძილზე ეს ჩვევა გამყარდა და საყოველთაო წესად იქცა.
1776 წელს ევროპაში პირველი საგზაო რეგულაცია გამოვიდა. დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა საკუთარ ტერიტორიაზე მოძრაობა მარცხენა მხარეს დაეშვა. ისტორიკოსები დღემდე დაობენ თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა ამის მიზეზი ყოფილიყო ის, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურდა განსხვავებული ყოფილიყო.
imageეს ფოტო 1962 წელს შვედეთშია გადაღებული, ნათლად ჩანს, თუ როგორი საცობი და გაურკვევლობა გამოიწვია მოძრაობის ზოლის მარჯვენა მხარეს გადატანამ.
რა თქმა უნდა, მარცხენა მხარეს გადაადგილება დიდი ბრიტანეთის კოლონიებსაც შეეხო (ავსტრალია, ინდოეთი, პაკისტანი), აქ დღემდე მარცხენა ზოლით გადაადგილებას შეხვდებით.
რაც შეეხება მარჯვენა ზოლს, ინიციატივა საფრანგეთმა აიღო და გაერთიანებული სამეფოსგან საპირისპირო მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. კანონის სახით კი ეს ნაპოლეონის მოღვაწეობის პერიოდში დამტკიცდა (ევროპის მასშტაბით).
0
61
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0