x
image
Yoona
Mediator image
4 შეცდომა, რის გამოც შვრიის ფაფა კალორიული ბომბი ხდება
შვრია ძალიან სასარგებლო საუზმეა, რადგან ბევრ უჯრედის შეიცავს და შიმშილის გრძნობას დიდი ხნით ახშობს. შვრია კალორიული არაა, ამიტომ მისი მიღება წონაში მატებით არ გემუქრებათ. თუმცა ამ ფაფის მომზადებისას დაშვებული შეცდომები მას ნამდვილ კალორიულ ბომბად აქცევს.


image

რატომ არის შვრია ჯანსაღი საუზმე?

შვრიის ყოველდღე მიღების რამდენიმე მიზეზი არსებობს. შვრია რამდენიმე სასარგებლო უჯრედისს და გრძელჯაჭვიან ნახშირწყლებს შეიცავს. ის უნივერსალური პროდუქტია და დიდი ხნით დაგანაყრებთ.


image

უჯრედისი საჭმლის მონელებისთვის სასარგებლოა. შვრია ბევრ მცენარეულ ცილას, ასევე მაგნიუმს და რკინას შეიცავს. კვლევის თანახმად, შვრია დიაბეტის და ყაბზობის თავიდან აცილებას ხელს უწყობს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტს ამშვიდებს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

image

მისი მომზადება მარტივია, ამისთვის ნაზი ორგანული ფანტელები გამოიყენეთ. ყურადღება სხვა ინგრედიენტებსაც მიაქციეთ, რომელთაც ფაფაში ამატებთ. შვრიის მომზადების დროს თავი ააცილეთ შემდეგ შეცდომებს, რომ კალორიულ ბომბად არ აქციოთ.

ბევრი ინგრედიენტის დამატება

შვრიას შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტი დაუმატოთ, რომელიც მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს კაკალი, ჩირი, თესლი და ბევრი სხვა. თუმცა ყოველი დამატებითი ინგრედიენტი დამატებით კალორიას ნიშნავს.

image

თუ ზომიერებას არ დაიცავთ, ეს დამატებითი კალორიები ჭარბ წონამდე მიგიყვანთ. აი, რამდენიმე პროდუქტის კალორიულობა:

1 ჩ/კ ნეკერჩხლის სიროფი – 36 კკალ

1 ჩ/კ სელის თესლი – 30 კკალ

1 ჩ/კ ნუშის ზეთი – 58 კკალ

1 ს/კ გოგრის თესლი – 84 კკალ

1 ს/კ ჩიას თესლი – 73 კკალ

1 ს/კ ხმელი ქოქოსი – 93 კკალ

20 გრ ნუში – 114 კკალ

20 გრ შტოში – 60 კკალ

20 გრ ნიგოზი – 131 კკალ

ასევე ხილის კალორიულობა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომელთაც ფაფაში უხვად ამატებენ. ხილი სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ბევრ შაქარს შეიცავს. სჯობს კენკრა დაუმატოთ, რადგან ნაკლებ შაქარს შეიცავს.

ზედმეტად დიდი პორცია შვრია

100 გრ შვრია 370 კალორიას შეიცავს, ამიტომ ყოველდღე ამ ფაფის დიდი პორციის მიღება ჭარბ წონას გამოიწვევს. თუმცა ერთ ჯერზე 100 გრ შვრიის ჭამას ყველა ვერ ახერხებს.

image

სტანდარტული პორცია – 50-60 გრ სვრია.

ბევრი შაქრის დამატება

უტკბილო ფაფა საკმაოდ მტკნარია და ბევრის ჭამა გაგიჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წყალზე დამატებით ამზადებთ და არა რძით.

სწორედ ამიტომ, ბევრი თაფლს, ბრინჯის ან ნეკერჩხლის სიროფს ამატებს. ეს ნატურალური დამატკბობლები უფრო კარგია, ვიდრე უბრალოდ შაქარი. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან დამატკბობლები არა ნაკლებ კალორიას შეიცავენ. მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყენეთ.

image

შვრიის ფაფის დასატკბობად მაქსიმუმ 2 ჩ/კ სიროფი ან თაფლი დაუმატეთ. რაც უფრო ნაკლები, მით უკეთესი. როგორც ალტერნატივა შეგიძლიათ დაუმატოთ ახალი ხილი, მაგალითად, ვაშლი ან მწიფე ბანანი.

ფაფა სჯობს ულაქტოზო რძეზე დაამზადოთ, ის ჩვეულებრივ რძეზე უფრო ტკბილია, მაგრამ შაქარს არ შეიცავს.

მზა ფაფას გამოყენება

ჩვეულებრივ, მზა ფაფას დროის დასაზოგადად ყიდულობენ. თუმცა სწრაფი მომზადების ფაფა საკმაოდ კალორიულ დანამატებს შეიცავს.

image

სწორედ ამიტომ, სწრაფი მომზადების შვრიის ფაფის მიღებისას დამატებით ინგრედიენტებს ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, ზედმეტ შაქარს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ვისთვის არის აკრძალული კურკუმას მიღება

image

10 მიზეზი, რატომ უნდა ჭამოთ ნაყინი ყოველდღე

image

8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა

image

7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

image

6 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ღამით ჭიქაში გაჩერებული წყლის დალევა

image


0
593
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
593