x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა

თომას ანდერსის და დიტერ ბოლენის გზები, საბოლოოდ, 2003 წ. გაიყო (Modern Talking, პოპის ისტორიაში, 1984–1987 და 1998–2003 წლებში, ერთ–ერთი პოპულარული ჯგუფი იყო. 1987 წელს ჯგუფი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაიშალა. ხოლო, 1998 წ. ისევ გაერთიანდა. რედ.). წლების შემდეგ, მომღერლებს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ერთი კონცერტისთვის, ან თუნდაც, ერთი დუეტის ჩაწერისთვის მაინც გაერთიანდნენ... მაგრამ, გაჯიუტებულ თომასს მსგავს წინადადებებზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – «არა!». დიტერი კი, ერთობლივი პროექტის წინააღმდეგი არ არის.


image


ის, თუ რატომ არის ანდერსი ასე განწყობილი, მან თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ახსნა:

«თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ დუეტი პირველად, ჩემი მეუღლის, ნორას გამო დაიშალა, რომელსაც უნდოდა, რომ სოლო კარიერა მქონოდა. მაგრამ ეს ასე არ იყო. სინამდვილეში, დიტერისგან ძალიან დავიღალე – დაუსრულებელი გასტროლები, ფოტოსესიები... ერთ სასტუმროში, თითქმის, 1 წლის ცხოვერბის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი ერთობა ნერვებზე მოქმედებდა. ვფიქრობ, რომ დიტერს თავში ორი სადენი არასწორედ აქვს შეერთებული, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება მისი ქცევების ახსნა. ჩემი აზეით, მას გრძნობები არ გააჩნია…

ერთხელ დიტერი Adidas–ის რეკლამაში გადაიღეს, რის შემდეგ, მან საშინელი ფერის სპორტული კოსტუმის ტარება დაიწყო, რომელიც გადაღების შემდეგ დარჩა. ამ კომპანიას მისთვის, უახლოესი 10 წლის მანძილზე, სპორტული სამოსის უფასოდ მიწოდება რომ შეეთავაზებინა, ალბათ, მხოლოდ სპორტულებით ივლიდა. ბოლენი – ყველაზე ძუნწი და ხარბი ადამიანია, მათ შორის, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია! დარწმუნებული ვარ, Modern Talking–ის განახლებაც, მხოლოდ ფულის გამო უნდა... რაც უფრო მეტ ალბომს ვყიდიდით, მით უფრო დიდ გენიოსად მიაჩნდა თავი მას და ყოველთვის ამბობდა: «მე – სტუდიაში საუკეთესო პიანისტი, მომღერალი... და საერთოდ, ყველაზე მთავარი ვარ». დიტერი ადამიანებს ღრუბელივით წოვდა, ის მათ ენერგიას ართმევდა, რადგან უფრო მეტად კაშკაში, მხოლოდ ასე შეუძლო მას.

და კიდევ – ის მშიშარა არის. ჩემთან დარეკვა და იმის თქმაც კი ვერ შეძლო, რომ ჯგუფიდან წასვლას აპირებდა – ამის შესახებ, გაზეთებიდან გავიგე. თუმცა, მანამდე მოვილაპარაკეთ, რომ პაუზას ავიღებდით და საჯაროდ, ჩვენს გადაწყვეტილებას არ განვიხილავდით. მან პირობა დაარღვია! მე თავად დავურეკე დიტერს და ვკითხე, რაც გაზეთებში ეწერა, მართალი იყო, თუ არა?.. და მან, ჩრდ. გერმანული აქცენტით მიპასუხა: «Ja, Ja...» (დიახ). ხოლო, მე ვუთხარი, რომ ის ყველაზე დიდი ნაძირალა იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია! ყურმილი დავდე და მას შემდეგ ღარ არსებობს Modern Talking, ხოლო ჩემთვის, დიტერ ბოლენიც.


imageimageimageimageimageimageimage







0
422
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0