x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვრცელდება თუ არა კოვიდ-19 სურსათით ?
კოვიდ-19, სხვა კორონავირუსებთან ერთად, ითვლება, რომ ძირითადად ადამიანიდან-ადამიანზე გადადის რესპირაციული წვეთების გზით, მაშინ როცა ადამიანი ლაპარაკობს, აცემინებს ან ახველებს. ამასთნავე, შესაძლებელია, რომ ადამიანი დაინფიცირდეს კორონავირუსისგან, დაბინძურებულ ზედაპირზე, მათ შორის სურსათზე და სასურსათო შეფუთვაზე კონტაქტის და შემდგომ, პირზე, ცხივრზე ან თვალზე შეხების გზით, თუმცა, მიიჩნევა, რომ ასეთი ფორმა არაა კორონავირუსის გავრცელების ძირითადი გზა.
კორონავირუსს, ისევე როგორც ყველა სხვა ვირუსებს, ცოცხალი ორგანიზმი ესაჭიროებათ გამრავლებისთვის. განსხვავებით ბაქტერიების და სოკოებისგან, ისინი ვერ მრვალდებიან სურსათში.
დღეისათვის არსებული ინფორმაციით, სურსათის მომზადების, რესტორანში მირთმევის, სურსათის შეფუთვასთან და სხვა სახით კონტაქტის შედეგად, კოვიდ-19-ით დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია; უფრო მეტიც, დღემდე არ არსებობს არცერთი დამტკიცებული შემთხვევა, რომელიც ადასტურებს კორონავირუსის სურსათით გავრცელებას, მათ შორის, არც სასმელი წყლით.
image
0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0