x
image
თუთიკო ბერძენა
"ვჭამე და თავი აღარ მტკივა" - საკვები თავის ტკივილის წინააღმდეგ . ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ისევ თავის ტკივილი? ტკივილგამაყუჩებლების და სპაზმოლიზური აბების გადაყლაპვამდე, მოდით სამზარეულოში შეიხედეთ, რა გაქვთ. საკვები არ არის მხოლოდ საწვავი ორგანიზმისთვის. თითოეული პროდუქტი წარმოადგენს ქიმიურ ლაბორატორიას. ზოგიერთ მათგანს ნამდვილად აქვს ისეთი რამ, რაც გვეხმარება თავის ტკივილის დროს.

image


პროფესორი დ. ვებერი გირჩევთ, პირველ რიგში, გადავწყვიტოთ, თუ რა სახის თავის ტკივილი გაწუხებთ. მას უამრავი მიზეზი აქვს . ყველაზე გავრცელებულია ტვინის უჯრედებში ჟანგბადის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძღარღვების სპაზმები, შაკიკი, კუნთოვანი ტკივილი. ამ შემთხვევებში სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია არა მედიკამენტებით, არამედ უფრო უვნებელი საშუალებების დახმარებით. იმისდა მიხედვით, თუ რატომ (და როგორ) გაქვთ თავის ტკივილი, ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მაშველს.


მაგნიუმით მდიდარი საკვები


image


მაგნიუმი ხსნის თავის ტკივილის შეტევებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვოვან სპაზმთან. მაგნიუმს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი სისხლძარღვებზე, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და შედეგად ტვინის უჯრედებს ჟანგბადით აჯერებს. თუ ნო-შპა, მაშინ დაგეხმარებათ მაგნიუმის შემცველობუს საკვები.

ესენია: კეშიუ, წიწიბურა, ნუში, გარგარის ჩირი, ბანანი, ავოკადო, მზესუმზირის თესლი და ყავისფერი ბრინჯი.


კალიუმით მდიდარი საკვები

image


კალიუმი ერთ-ერთი პირველია, რაც ორგანიზმში დეფიციტურია, თუ თქვენი სხეული დეჰიდრატირებულია. უფრო მეტიც, თუ მიჩვეული ხართ ცოტა წყლის დალევას, შეიძლება არც კი გესმოდეთ, რომ თქვენს სხეულს და თქვენს ტვინს აწუხებს ქრონიკული დეჰიდრატაცია და, შედეგად, სისხლში კალიუმის ნაკლებობა. თუ დღეში 1, 5 ლიტრზე ნაკლებ წყალს სვამთ და ხშირად გტკივათ თავი, მიზეზები წყალში ეძებეთ. უფრო სწორედ, სხეულში მის ნაკლებობაში. დაგეხმარებათ კალიუმის მაღალი შემცველი საკვები.


ეს, ძირითადად, ღუმელში კანიანად გამომცხვარი კარტოფილია. ითვლება, რომ ორი საშუალო კარტოფილი საკმარისი იქნება თავის ტკივილის შესამსუბუქებლად, თავის ტკივილისთვის, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ჯიუტად სვამთ ცოტა წყალს. ამავდროულად კარგია მიირთვათ ფორთოხალი და დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. მართალია, იმ პირობით, რომ შემდეგ გადახედავთ წყლის რეჟიმს.


შავი ჩაი შაქრით


image


ეს სასმელი ჩვენს სტატიაში ცალკე თავის ღირსია, რადგან ის ზოგადად თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებაა მაშინაც კი, თუ თქვენ, არ სვამთ ამ კეთილშობილურ სასმელს შაქრით, თავის ტკივილი მძიმე არგუმენტია ამ წესის დარღვევისთვის. საქმე იმაშია, რომ ჩაიზე შაქრის დამატება მისგან გამოყოფს კატეხინებს - ნივთიერებებს, რომლებსაც გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული მოქმედება აქვთ. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზის გამო, ძლიერი ტკბილი ჩაი უკეთესად ეხმარება თავის ტკივილს. ხოლო თუ თავის ტკივილი დეჰიდრატაციას უკავშირდება, ჩაი შაქრით ორმაგად კარგი იდეაა. შაქარი ზოგადად არ არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი წამალია.


კალციუმით მდიდარი საკვები

image

არც ისე იშვიათია, როცა თავის ტკივილის სათავე არა ქალას შიგნით მიმდინარე პროცესებია, არამედ მის გარშემო არსებული კუნთებია. ეს არის ე.წ. "დაძაბულობის ტკივილი". თქვენ გეჩვენებათ, რომ "მთელი თავი გტკივათ", სინამდვილეში თქვენ განიცდით კუნთების სპაზმს: არსებობს შუბლის მოდუნების შეუძლებლობის ილუზია და სხვა მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ძლიერდება მოძრაობის მცდელობისას. ასეთი ტკივილი, როგორც წესი, დაკავშირებულია ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობასთან. ამ მიკროელემენტის დეფიციტს მივყავართ ნეირომუსკულარული აგზნებადობის დარღვევასთან და, შედეგად, კუნთების სპაზმთან. სხვათა შორის, სისხლში კალციუმის დონის დაცემა ქალებში თავის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზია "კრიტიკული დღეების" დაწყებამდე.


ამგვარი თავის ტკივილის შესამსუბუქებლად პირველ რიგში დაიხმარეთ: რძე, უცხიმო ხაჭო, ბუნებრივი იოგურტი. ითვლება, რომ კალციუმის რამდენიმე აბს შეუძლია ყველაზე სწრაფად დაგეხმაროთ, მაგრამ აქ საუბარია არა წამლებზე, არამედ საკვებზე, რომლებსაც შეუძლიათ (და უნდა) შეცვალონ მედიკამენტები.


შენიშვნები ქალებისთვის


image

ხშირი თავის ტკივილი, მეტეოროლოგიური დამოკიდებულება (ამინდზე), შაკიკი ქალებში შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონ ესტროგენის დონის დაცემასთან. რა თქმა უნდა, ეს არის ენდოკრინოლოგთან მისვლის მიზეზი. მაგრამ, როგორც ტკივილის შემსუბუქების სწრაფი სამკურნალო საშუალება, საკვებით შეიძლება მართოთ ეს ტკივილი დროებით მაინც :ესტროგენს, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებს და ვიტამინი E-ს მოგაწვდით სელის თესლი, ქუნჯუთის თესლი, სოიო და მისი პროდუქტები, ლობიო, ორაგული, ზეითუნის ზეთი. ვაშლი ფიტო-ესტროგენების კარგი წყაროა და უმჯობესია ამ საკვების მიღება რეგულარულობით.

სცადეთ თავის ტკივილისას! შედეგები გაგაოცებთ!

0
274
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0