x
image
თუთიკო ბერძენა
9 პროდუქტი იმუნიტეტის ასამაღლებლად
image

იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების სიიდან პირველ 9 ადგილს შემდეგი პროფუქტები იკავებენ:



გოგრა


გოგრა შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის უჯრედების სწორი ურთიერთობას ერთმანეთთან და ეს არის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მთავარი გარანტი. უმი გოგრის წვენი არა მხოლოდ იმუნიტეტს აგიმაღლებთ, არამედ პარალელურად წონის კლებაშიც დაგეხმარებათ.


image

ნიორი

მას ირჩევენ გურმანები და ცხარე საჭმლის მოყვარულები. მისი სამკურნალო თვისებები თითქმის მთელ მსოფლიოში აღიარებულია: ერთხელ შუა საუკუნეებში მან დაამარცხა შავი ჭირი. დღეს, პანდემიის დროს ნიორი ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. სასარგებლოა ამ პროდუქტისნედლად ჭამა. შეგიძლიათ ნიორი დაამატოთ სოუსებს, ხორცის კერძებს. მაგრამ თუ ნივრის მოყვარული არ ხართ - დაამატეთ წვნიანს ან სხვა კერძს ხარშვის პროცესში - არომატის ნაწილი გაქრება, მაგრამ სარგებელი დარჩება.


თევზი

image

თევზი არის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების წყარო, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში არ არის საკმარისი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. შეარჩიეთ ცხიმიანი თევზი, როგორიცაა თინუსი, სკუმბრია ან ორაგული. გარდა ამისა, ჩვენს სხეულს არ შეუძლია თუთიის წარმოება და ამიტომ ჩვენ უნდა მივირთვათ საკვები, რომელიც ამ ელემენტს დიდი ოდენობით შეიცავს, მათ შორის თევზი. ფაქტია, რომ თუთია უშუალოდ მონაწილეობს იმუნური უჯრედების სტრუქტურირებაში.


შოკოლადი

image

ნამდვილი შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხელს უწყობს არა მხოლოდ ორგანიზმის აქტივობას, არამედ იცავს მას მავნე ბაქტერიებისგან, რომლებიცირგვლივ უხვადაა სუფთა კაკაო ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ხელს უშლის ვირუსების დასუსტებას ორგანიზმში. პრობლემა ისაა, რომ ნამდვილი კაკაოს მირთმევა, დანამატებისა და საღებავების გარეშე, თითქმის შეუძლებელია, მას აქვს უსიამოვნო მწარე გემო. ასე რომ, შავი შოკოლადი ოპტიმალურ პროდუქტად რჩება.


სოკო

image

თუკი გცივათ და არ გინდათ მთელი კვირა საწოლში გაატაროთ, ამის გამოსწორება შესაძლებელია არა მხოლოდ ანტივირუსული საშუალებებით, არამედ სოკოთიც. იმისთვის, რომ ორგანიზმი წარმატებით ებრძოლოს ინფექციას, უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ლეიკოციტების დამცავი თვისებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ეს დაგეხმარებათ ფორმაის უფრო სწრაფად დაბრუნებაში. თითქმის ყველა სახის სოკო გაუმკლავდება ამ ამოცანას.


ჯანჯაფილი


image

კოჭას (ჯანჯაფილის) ფესვის გამოყენება შესაძლებელია იმუნიტეტის სტიმულირებისთვის, ასევე საწყის ეტაპზე გაციების დროს. მისი სამკურნალო თვისებები ცნობილია უძველესი დროიდან: ჩინეთში მეომრები კოჭას ფესვს იყენებდნენ ბრძოლებში მიღებულ ჭრილობებზე დასაფენად. პროდუქტი შეიცავს C ვიტამინს, რეტინოლს და B ვიტამინს. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები ნიორის მსგავსია, მაგრამ მცენარის სუნი გაცილებით სასიამოვნოა. ჯანჯაფილი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სუნელი სხვადასხვა კერძებისთვის - მას ემატება წვნიანი ან ფაფა, ხორცის კერძები და მასთან ერთად ნელდება ქათამი. ასევე შეგიძლიათ დააყენოთ ჯანჯაფილის ჩაი - წვრილად დაჭერით ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ ლიმონი, პიტნა და თაფლი თანაბარი პროპორციით .


ლიმონი

image

ლიმონი დიდი ხანია აღარ არის ეგზოტიკური და ალბათ ყველამ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ლიმონშია ვიტამინი C მაღალი კონცენტრაციით, თუმცა ის მხოლოდ ახალ ნაყოფსა და წვენში რჩება და იშლება სითბური დამუშავების ან ჰაერთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს. ამიტომ, წყალში უნდა დაამატოთ ლიმონის წვენი და დალიოთ იქვე. ციტრუსის სამკურნალო თვისებები აღარ აქვს მდუღარე წყალში, ცხელ ჩაიში.


თაფლი


image

თაფლი საყვარელი პროდუქტია ტკბილის მოყვარული პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ნამცხვრები მიირთვან. კარგი გემოს გარდა, თაფლს აქვს მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებებიც: თაფლი კურნავს ჭრილობებს, ინარჩუნებს ნერვულ და იმუნურ სისტემებს კარგ ფორმაში. გაცივების შემთხვევაში, თაფლი ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას და თუ წესად აქცევთ 1 კოვზ თაფლის ჭამას ყოველდღე, დაავადებები გვერდს აგივლით


კეფირი


image

კეფირი, ალბათ, საკმაოდ მოულოდნელი საშუალება მოგეჩვენებათ იმუნიტეტის შესანარჩუნებლად, მას ვიყენებთ დამწვრობის დროს, ვსვამთ დიეტის დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სასმელი დაგეხმარებათ გაციების დროსაც. კეფირის სოკოს აქვს უნარი გააუმჯობესოს საჭმლის მონელება და დაიცვას ნაწლავები მასში მიკრობების შეღწევისგან. კალციუმის და D ვიტამინის გამო ის აძლიერებს ძვლებს და ეხმარება ჰემატოპოეზს, ასტიმულირებს დამცავი ანტისხეულების სინთეზს სისხლში და ებრძვის ვირუსებს.

1
133
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
133
  
2021, 7 ივნისი, 9:41
კეფირის შესახებ არ ვიცოდი, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო სტატიები გაქვთ
0 1 1