თავის მოვლა დასახელდა მუცლის ნაწილში ცხიმის ჩალაგების ძირითადი მიზეზი 2021, 14 მარტი, 16:36 შეხედავ ადამიანს, - ქალს, მამაკაცს და მიხვდები მის ყოველდღიურ მენიუს, რადგან ე.წ. "მუცლიანი ტანი" უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი დაკვირვების ობიექტი ტკბილი სითხეების მოყვარულია. მნიშვნელობა არ აქვს, გაზირებულს, არაგაზირებულს. ტკბილი სითხე და მორჩა!
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა, ექსპერიმენტის ფარგლებში, გამოიკვლიეს 2500-ზე მეტი მოხალისე. თითოეულს გაუზომეს მუცლის ცხიმის დონე კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ შაქრიან სასმელებს, ჰქონდათ ვისცერული ცხიმის 10% -ით მეტი, ვიდრე მათ, ვისაც ასეთი ჩვევა არ ჰქონდათ. დოქტორმა ლუიზა ვისემანმა, ხაზი გაუსვა, რომ შაქრიანი სასმელების (მათ შორი, შაქრიანის ჩაის) მიღება დიდი ხნის განმავლობაში, მუცლის ნაწილში ცხიმების ჩალაგებას იწვევს. ექიმის თქმით, მუცლისქონის გასაქრობად, შაქრიანი პროდუქტის გამორიცხვის გარდა, ფიზიკური ვარჯიში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს 30 წუთის განმავლობაში. ვისემანმა განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს სწრაფი სიარული და სირბილი. მუცლის ნაწილსი ცხიმის ჩალაგებას იწვევს თითოეული ლუკმა, რომელიც 18 საათის შემდეგ მოხვდა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მან ასევე ისაუბრა ვისცერული ცხიმის დაკარგვის მეცნიერულად დადასტურებულ გზებზე. ეს გზებია: დაცეხვილი მარცვლეულის ჭამა, უჯრედისიტ მდიდარი საკვები. ცხიმები ორგანიზმმა უნდა მიიღოს ზეითუნის ზეთით, წითელი თევზით, ავოკადოთი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კარგი ძილი და ალკოჰოლის შემცირება. 73 3-ს მოსწონს
|