სხვა როგორ ინარჩუნებენ სისუფთავეს ჩუქჩები და ჩრდილოეთის სხვა მკვიდრი მოსახლეობა? პასუხი ნამდვილად გაგაოგნებთ 2021, 22 მაისი, 15:48 მსოფლიოს ხალხთა წეს - ჩვეულებები, კულტურული და სოციალური ტრადიციები დიდწილად კლიმატზე და მათ საცხოვრებელ ადგილზეა დამოკიდებული, ამიტომ ადამიანები იძულებულები არიან რთულ მეტეოროლოგიურ და ბუნებრივ პირობებს შეეგუონ, მათი ამდაგვარი დამოკიდებულება ზოგს სიველურედ ეჩვენება, ზოგისთვის კი, ეს უბრალოდ გადარჩენის გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის მკვიდრ მოსახლეობას ცხოვრება ყინულსა და სრულ სიცივეში უწევს, მათ მაინც შეძლეს ისეთი გზის პოვნა, რომელიც მათ ცხოვრებას არა მხოლოდ უსაფრთხოს გახდიდა, არამედ მკაცრ კლიმატურ პირობებში გადარჩენაშიც დაეხმარებოდა.ჰიგიენა ერთ-ერთი ყველაზე პირველხარისხოვანი და უმთავრესია. გამომდინარე იქიდან რომ ჩუკოტკაზე პრაქტიკულად მცენარეული საფარი არ არსებობს, ცეცხლის დასანთებად კი რაიმე საშუალების პოვნა რთულია, ჩუქჩებმა და ჩრდილოეთის ხალხებმა სისუფთავის შესანარჩუნებლად და ჰიგიენის დასაცავად ერთობ საინტერესო მეთოდს მიაგნეს, გამომდინარე იქიდან რომ წყლით დაბანა მათ ორგანიზმს კატეგორიულად არ უხდება, ისინი დასაბანად სხეულზე სელაპის ცხიმს ისვამენ, შემდეგ კი ცეცხლთან თბებიან. ცხიმი ჭუჭყს ერევა, რის შემდეგაც მას უბრალოდ კანიდან იფხეკენ. ზოგჯერ ისინი ტანსაცმელს უკუღმა პირით ატარებენ, რათა ბეწვი კანს შეეხოს და ის ჭუჭყისგან გაწმინდოს.საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა მათში წყლით დაბანის კულტურა ჩაენერგა, თუმცა ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა: ბევრმა ავადმყოფობა დაიწყო, განსაკუთრებით კი ბავშვებმა. წყალმა სხეულიდან მათ მთელი ცხიმი ჩამობანა, რამაც ძლიერი ყინვების მიმართ მათი კანი ნაკლებ ამტანი გახადა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ წყალი იქცა მათ შორის არაერთი სერიოზული დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი.1264 2-ს მოსწონს |