x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ლედი გაგამ პირველად აღიარა, რომ 19 წლის ასაკში გაუპატიურების შედეგად დაფეხმძიმდა

ლედი გაგამ ახალგაზრდობაში მიღებული ტრავმის შესახებ პირველად ისაუბრა პრინცი ჰარის და ოპრა უინფრის პროექტში “The me, you can't see". 35 წლის მომღერალმა ინტერვიუს დროს მოყვა, რომ 19 წლის ასაკში მასზე ერთ-ერთმა პროდიუსერმა იძალადა შოუ-ბიზნესის ინდუსტრიიდან და შედეგად დაორსულდა კიდეც.

image

“ პროდიუსერმა მითხრა, რომ უნდა გამეხადა. მე უარი ვთქვი და წამოვედი, მაგრამ დამემუქრნენ, რომ მეც გამანადგურებდნენ და ჩემს მუსიკასაც. არ წყვეტდნენ მუქარას და უბრალოდ გავქვავდი... ვერ ვიხსენებ. ამის შემდეგ იმ ადამიანმა, რომელმაც ჩემზე იძალადა, მშობლების სახლთან, კუთხეში ჩამომსვა, რადგან გული მერეოდა ასე რომ გამომიყენეს".

image

მომღერალმა პროდიუსერის სახელი არ ახსენა, მაგრამ სამაგიეროდ თქვა, რომ ამ ინციდენტის შედეგად არასასურველი ორსულობა ჰქონდა.

მომღერალმა ისიც გაიხსენა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა წელის საშინელი ტკივილებით, რაც რამდენიმე კვირა არ უყუჩდებოდა, შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან გადაამისამართეს: “ საშინელი ნერვული აშლილობა მქონდა. წლების განმავლობაში სხვა ადამიანი ვიყავი... სხეულს ყველაფერი ახსოვს".

0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0