კინო თბილისში გადასაღებ მოედანზე დაიღუპა ყაზახი რეჟისორი(ვიდეო) 2021, 21 მაისი, 19:39 როგორც ცნობილი გახდა ყაზახი მსახიობი და პროდიუსერი ფარჰატ აბდრაიმოვი მოულოდნელად გარდააცვალა თბილისში გადაღებების დროს.პროდიუსერი და მსახიობი 55 წლის იყო ინტერფაქსის ცნობით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. გარდაცვალების დროს ის სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა - ფილმს იღებდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, . აბდრაიმოვი გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში მუშაობდა ფილმზე "მეტი სიყვარული". ინციდენტის დამატებითი დეტალები უცნობია. ცნობილია, რომ მსახიობი, წარმოშობით ალმა-ატიდან იყო, დაიბადა 1966 წლის 21 იანვარს. 1988 წელს დაამთავრა ალმა-ატის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და გახდა სერთიფიცირებული " ინჟინერ-ტექნოლოგი ". პირველად 1996 წელს მოვიდა კინოში, მონაწილეობა მიიღო აბაი კარპიკოვის ფილმში "ის, ვინც უფრო ნაზია". პირველმა როლმა მას მოუტანა პოპულარობა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და პროფესიონალების აღიარება: აბდრაიმოვმა მიიღო რუსული კინოპრესის პრემია ნომინაციაში "წლის საუკეთესო მსახიობი".ამის შემდეგ მსახიობმა კიდევ 20-მდე ფილმში ითამაშა.1999 წელს გადაეცა პრემია მამაკაცის საუკეთესო როლისთვის"ვერცხლის წმინდა გიორგი" მოსკოვის 21 ფესტივალზე (ფილმი "ფარა") ინტერნეტში გამოჩნდა თბილისური ვიდეო, რომელიც მსახიობმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა. 638 4-ს მოსწონს
|