სხვა ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია 2021, 20 მაისი, 9:28 ზოგიერთი რესტორანი ცდილობს იყოს გამორჩეული და თავის კლიენტებს გამორჩეულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ისინი კრეატივიდან უცნაურ, მხიარულ და ზოგჯერ შეურაცხმყოფელ შეთავაზებებზეც გადადიან. ხალხს მოსწონს ახალი საკვების გასინჯვა, ზოგჯერ უჩვეულოსიც. ახალი კერძი ახალ გარემოსთან ასოცირებას იწვევს. ბევრმა რესტორანმა დროულად "დაიჭირა" ის იდეა, რომ მომავალი-კრეატიული მარკეტინგისაა. კლიენტებს არა მხოლოდ დანაყრება სურთ, რაღაც ახლის გასინჯვაც უნდათ, რათა ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ, რომელსაც შემდგომ ღიმილით გაიხსენებენ. 1. "თანამედროვე ტუალეტი" (Modern Toilet). ტაივანიეს რესტორნების ქსელია, რომელიც ტუალეტის თემატიკითაა გაფორმებული. იგი ტაილანდში მდებარეობს და მთელი მსოფლიოდან იზიდავს კლიენტებს. აქ შეიძლება ნახოთ უნიტაზის ფორმის სკამები, პისუარების ფორმის ხელსაბანები, მაგიდები და ჭიქები. რესტორნის ვებსაიტის თანახმად, მფლობელები ამ უნიკალური რესტორნის შექმნა შთააგონა მანგამ "ექიმი სლამპი ღამის ქოთანზე" (Dr Slump On The Toilet), (მანგა-კომიქსის იაპონური შესატყვისია). მათ თავიანთი იდეა განახორციელეს, თავდაპირველად შოკოლადის ნაყინით გამოშვებით, რომელიც უნიტაზის ფორმის კონტეინერებში იყო განთავსებული. ეს "შემოქმედება" იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2004 წელს რესტორანი "მარტონი" გახსნეს მთლიანად ტუალეტის თემატიკით. 2006 წელს გადაარქვეს სახელი და ეწოდა "თანამედროვე ტუალეტი". ეს სახელწოდება ნამდვილად იქცევს ყურადღებას და ღიმილს იწვევს. 2. რესტორანი "ინფარქტი"იგი ლას-ვეგასში მდებარეობს და არ ჰგავს არცერთ სხვა დაწესებულებას, სადაც ჰამბურგერებს ყიდიან. ისინი პატიოსნად ამბობენ, თუ რამდენად მავნებელია მათი საკვები. რესტორანი, რომელიც სამედიცინო თემატიკითაა გაფორმებული, სთავაზობს ისეთ კერძებს, როგორიცაა 10 000 კალორიანი ჰამბურგერი "მეოთხე კორონარული შუნტირება" (Quadruple Bypass Burger), ოფიციანტები კი მედდების ფორმაში არიან გამოწყობილი. გამოცემა «Time»-სთვის მიცემულ ინტერვიუში, აი, რა თქვა დაწესებულების დამფუძნებელმა, ჯონ ბასომ: სრულიად შესაძლებელია, რომ მე მსოფლიოში ერთადერთი რესტორნის მფლობელი ვარ, რომელიც პირდაპირ ეუბნება თავის კლიენტებს, რომ ჩემი საკვები მათთვის მავნებელია, და ჯობია მოერიდონ ასეთ კერძებს. 3. რესტორანი "Hello Kitty", ჰონკონგიგამომცემლობა "Time"-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით Hello Kitty ჰონკონგში უფრო პოპულარულია, ვიდრე თავისი წარმოშობის ქვეყანაში, იაპონიაში. სწორედ, ამიტომ გაიხსნა პირველი ჩინური რესტორანი Hello Kitty ჰონკონგში. მიუხედავად იმისა, რომ კერძები შესანიშნავი გამოდის, მის მომზადებას ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდება. მაგალითად, კრევეტებიანი ფუნთუშების დამზადებას 17 პროცედურის გავლა სჭირდება. 4. კაფე "ბარბი", ტაივანიეს კაფე პირველი თემატური კაფეა ბარბის თემაზე და ყველაფერი მორთულია ვარდისფერებში. რა თქმა უნდა, რესტორანი ლიცენზირებულია ბარბის შემქმნელი კომპანია "Mattel" მიერ. სათამაშოების ამერიკულმა გიგანტმა სათამაშოების მწარმოებელმა, კაფეს მწვანე შუქი აუნთო იმ იმედით, რომ ეს ბარბის ბრენდის განვითარებას და ბარბიზე მოდას შეუწყობდა ხელს, რაც ნამდვილად მუშაობს. რესტორნის თანამშრომლებს უნდა ეცვათ ვარდისფერი პერანგები ბარბის ლოგოტიპით, ვარდისფერი ბალეტის "პაჩკები", ხელზე სამკლაური ლოგოტიპით და დიადემებიც კი. ეს ფორმა შექმნილია ბარბის ტანსაცმლის მიხედვით. თვითონ რესტორანში არის ვარდისფერი სასადილო ზონა, რომლის ფართი 660 კვადრატული მეტრია და ვარდისფერი სკამები, რომელიც დეკორატიული მაქმანებით არის მორთული წითელი კორსეტის სტილში. 5. რესტორანი "იტა" (Ithaa). მალდივებირესტორანი "იტა", რომელიც ოტელ Conrad Maldives Hotel-ს ეკუთვნის, მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ზედაპირიდან 5 მეტრით ქვემოთ. ამ ხუთვარსკვლავიან რესტორანში ნახავთ მინის კედელს (იატაკიდან ჭერამდე), რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს დატკბნენ ხედით, სადაც თეთრი მარჯნების ფონზე ზვიგენები, სკატები და კუები დაცურავენ. დაწესებულება იმდენად ნათელია, რომ სტუმრებმა და პერსონალმა თვალების დასაცავად აუცილებლად უნდა მოირგონ მზის სათვალე. დაწესებულების წარმომადგენლის სიტყვებით, ეს შენობა ააშენეს იმ ტექნოლოგიებით, რომლებსაც აკვარიუმების მშენებლობის დროს იყენებენ და იტევს მხოლოდ 14 ადამიანს. 6. რესტორანი "Guolizhuang", პეკინიაღნიშნული რესტორანი სპეციალიზდება კერძებზე, რომლებიც სასქესო ასოსგანაა დამზადებული. მენიუ შედგენილი იყო მისტერ გუოს მიერ, იმ ადამიანის მიერ, რომელიც 1949 წელს, ჩინეთის სამოქალაქო ომს გაექცა და დაიწყო ტრადიციული ჩინური მედიცინის შესწავლა, კერძოდ სხვადასხვა ცხოველების გენიტალიების. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანებში, რომლებიც საკვებად ცხოველების გენიტალიებს მოიხმარდნენ, ქოლესტერინის დონე დაბლა იწევდა, პოტენცია უძლიერდებოდათ და იშვიათად ავადდებოდნენ. რესტორანში ნებისმიერი ცხოველის ფალოსისგან ამზადებენ კერძებს, მათ შორის ვეფხვის. თუმცა მისი შეკვეთა რამდენიმე თვით ადრეა საჭირო-ეს ძალიან იშვიათი და ძვირფასი კერძია, მისი ღირებულება 6000 დოლარზე მეტია. BBC News-ის მონაცემების მიხედვით, რესტორნის კლიენტები მდიდარი ბიზნესმენები და სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან. ყველა მაგიდა და ნომერი კერძოა, რათა კლიენტებმა თავი უხერხულად არ იგრძნონ. 7. რესტორანი "Twin Stars", მოსკოვირესტორანი სამუშაოზე მხოლოდ ტყუპებს იყვანს. ისინი ერთნაირად უნდა იყვნენ ჩაცმული მაგიდის მომსახურების დროს და ბარში. ტყუპების თემა კლიენტებზეც ვრცელდება. ორ ტყუპ კლიენტს სასმელებზე ეკუთვნით ფასდაკლება "ორი ერთის ფასში", სამ ტყუპს-ფასდაკლება "სამი ერთის ფასში", ოთხ ტყუპს -"ოთხი ერთის ფასში". მფლობელი ამბობს, რომ დაწესებულების გახსნა მას 1965 წლის საბჭოთა ფილმმა "მრუდე სარკეების სამეფომ" შთააგონა. 8. "სადილი ზეცაში" (Dinner in the Sky)2006 წლის მაისში «Hakuna Matata» (კომუნიკაციების სააგენტო, რომელიც დელიკატესებზე სპეციალიზდება) და «The Fun Group» (კომპანია, რომელიც გასართობ პარკებში ინსტალაციებზე სპეციალიზდება) ბელგიაში გაუშვეს მსოფლიოში პირველი რესტორანი "სადილი ზეცაში". რესტორნის სტუმრები ჰაერში აჰყავთ ამწეს საშუალებით და შთაბეჭდილებების ქვეშ სადილობენ დიდ სიმაღლეზე. რესტორანი "სადილი ზეცაში" 40 ქვეყანაში შეიძლება ნახოთ. მან შემოთავაზებული მომსახურებების რაოდენობაც გაზარდა, მათ შორისაა "დასვენების ოთახი ზეცაში" ინდივიდუალური მაგიდებით, "ქორწილი ზეცაში" და "შოუბიზნესი ზეცაში", სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ ცოცხალ კონცერტს ფორტეპიანოზე ავტომობილში, რომელიც ამწეების მეშვეობით უჭირავთ. 9. ჯარისკაცების კაფე (Soldatenkaffee), ინდონეზიარესტორანი, რომელიც მოცემულ მომენტში სამხედრო თემატიკითაა გაფორმებული, ადრეც ნაცისტური თემატიკით იყო გაფორმებული (მათ შორის ჰიტლერის სურათებითა და ციტატებით). პერსონალი ნაცისტური უნიფორმებში იყო გამოწყობილი. მაგრამ მფლობელს სასიკვდილო მუქარებს უთვლიდნენ და 2013 წელს კაფე დახურა, თუმცა 2014 წელს ისევ გააღო, და დაიფიცა, რომ სვასტიკებს მოაშორებდა. გადაკეთებულ დაწესებულაბას ემსახურებიან ოფიციანტები დღემდე ნაცისტურ ფორმებში და მათი "სამხედრო ტყვეები". იხილეთ სხვა სტატიებიც:როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა
8 ხრიკი, რომელსაც მიმტანები იყენებენ. ეს უნდა იცოდეთ
როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია
5. იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს
როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები
სასტუმროს თანამშრომლების შოკისმომგვრელი აღიარებები
391 2-ს მოსწონს |