x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბრონირებული მატარებელი შიგნიდან

image


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელიც ქვეყანას 2011 წლის 17 დეკემბრიდან მართავს საკმაოდ იდუმალი და პარანოიით შეპყრობილი ადამიანია. მან ჩრდილოეთ კორეის მეთაურის პოსტი მამისს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

image


სახელმწიფოს მეთაურს არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი პირადი დაცვა ემსახურება, რომლის წევრებსაც ის საგანგებოდ არჩევს, არამედ მას პირად განკარგულებაში ბრონირებული მატარებელიც არის. შეგახენებთ, რომ კორეის დიქტატორის უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია მსოფლიოში. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მატარებელი მამამისს მრავალი წლის წინ, სწორედ სტალინმა უსახოვრა.


image


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელი გარეგნულად, საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა აი, შიგნიდან კი ის ნამდვილი სასახლე გეგონებათ. მატარებელს აქვს როგორც საკუთარი სამზარეულო რესტორნით, ასევე ცალკე შეხვედრების ოთახი, ვარდისფერი ტყავის დივნები, მოსასვენებელი ოთახი და სხვა კიდევ ერაერთი საგანგებო დანიშნულების სივრცე.

image


მატარებელი ჰერმეტიზაციისა და ვენტილაციის სისტემით არის აღჭურვილი, რაც ბირთვული ან ქიმიური შეტევის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


image


კიმ ჩენ ინის რკინიგზის მიმართ სიყვარული, სავარაუდოდ, მამისგან კიმ ჩენ ირისა და ბაბუის კიმ ირ სენისგან მემკვიდრეობით ერგო. ორივე მათგანი აეროფობიით იტანჯებოდა, რის გამოც შორ მანძილზე მგზავრობისას თვითმფრინავის ნაცვლად, უპირატესობას ყოველთვის საგანგებოდ აღჭურვილ პირად მატარებელს ანიჭებდა.


imageimage








0
548
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
548