x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
მსოფლიო პოლიტიკოსების ყველაზე ხმამაღალი და სკანდალური ადიულტერი. ღალატის რეკორდსმენები

პოლიტიკოსისთვის ღალატი ხშირად ნიშნავს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების დანგრევას, არამედ კარიერის სწრაფ დაცემას. ზოგს ამან ხელი არ შეუშალა. გავიხსენოთ ყველაზე ხმამაღალი სკანდალები, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს.

ჯონ კენედი და მერლინ მონრო


მოღალატე პოლიტიკოსებს შორის რეკორდსმენი - ჯონ კენედი - ინახავდა საყვარლების მთელ "შტატს". პრეზიდენტის ყველაზე ცნობილი მრუშობა არის მერლინ მონროსთან ურთიერთობა. გარდა ამისა, მსახიობის "დამსახურებაა" ჯონის ძმასთან, სენატორ რობერტ კენედითან სასიყვარულო ურთიერთობა. ზოგი თვლის, რომ მონრომ სიცოცხლით გადაიხადა პრეზიდენტთან (და მის ძმასთან) რომანისთვის. ერთი თეორია ამტკიცებს, რომ მონრო განადგურდა კენედის ოჯახთან ახლო ურთიერთობით. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს იყო დაზვერვის დეპარტამენტის შურისძიება პრეზიდენტ ჯონ კენედიზე კუბაში წარუმატებელი შეჭრის გამო. რატომ მონრო? 2003 წელს მეთიუ სმიტმა თავის წიგნში „მსხვერპლი: მერლინ მონროს საიდუმლო ჩანაწერები“ წერს, რომ ზახელმწიფო დაზვერვის სამსახურმა იცოდა მსახიობის რომანის შესახებ ორივე ძმასთან. მისი მკვლელობის შემდეგ, ხელისუფლებას სურდა ზეწოლა პრეზიდენტზე და მის ოჯახზე. 2015 წელს სმიტის თეორია "გაამწვავა"სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის გადამდგარი ოფიცრის აღიარებამ, რომელმაც სიკვდილის წინ აღიარა, რომ მან მოკლა მონრო. თუმცა მოგვიანებით საინფორაციოებში გაჟღერდა, რომ ოფიცრის აღიარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ყალბი ახალი ამბებავი.


რაც შეეხება ჯონ კენედის, მას მიაწერენ ურთიერთობას მეუღლის მდივან პამელა ტერნერთან, განგსტერ ჯუდიტ კემპბელ ექსნერთან, თეთრი სახლის მოსამსახურეებთან მიმი ალფორდთან, პრისცილა ვეართთან და ჯილ კოვენთან, ასევე შვედ არისტოკრატთან გუნილა ფონ ფოსტთან.

ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი


image

ალბათ ყველაზე ხმამაღალი პოლიტიკური სკანდალი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა აშშ-ს 49-ე წლის პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის 22 წლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის ინტიმური ურთიერთობის შესახებ. გამოძიებამ გამოიწვია პრეზიდენტ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ. პარადოქსულია, მაგრამ პრეზიდენტის ცოლი ჰილარი კლინტონი ქმრის მხარეს აღმოჩნდა. მთელი ამერიკა ელოდა სკანდალურ განქორწინებას - მაგრამ ამაოდ. ”ყველა ბრალდება ჩემი ქმრის მიმართ აბსოლუტურად მცდარია. ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ზრუნავ და აღფრთოვანებული ხარ, ასეთ დაუნდობელ ბრალდებებს ექვემდებარება ", - თქვა ჰილარიმ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლინტონმა აღიარებითი ჩვენება მისცა მას შემდეგ, რაც, როდესაც შეიტყო, რომ კაბაზე მონიკას აქვს მისი სპერმა და დნმ ტესტები ადასტურებს მათ კავშირს.


ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი

image

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რამდენიმე სექს-სკანდალში მონაწილეობდა, მაგრამ ეს ღალატები მისმა მესამე ცოლმა, ტოპ მოდელმა კარლა ბრუნიმ დაჩრდილა. ახლა ცოტას ახსოვს, რომ სარკოზმა სწორედ კარლასთან უღალატა მეორე ცოლს სესილიას. ეს აღმაშფოთებელიც კი არ არის: კარლასთან ურთიერთობის დროს, ნიკოლას სარკოზიმ გადაწყვიტა ცოლის "გაგზავნა"... მუამარ კადაფთან ! რა თქმა უნდა, სესილიას თავად სურდა მონაწილეობა მიეღო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ცოლის გაგზავნა ტირანთან მოსალაპარაკებლად, ისე, რომ ამასობაში მშვიდად გაატარო დრო საყვარელთან ამაზრზენია.


არნოლდ შვარცენეგერი და მილდრედ ბაენა

image

2011 წლის მაისში არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრივერის განქორწინება იყო ათწლეულის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი განშორება . ალბათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რკინის არნი არის მსოფლიოში ცნობილი მსახიობი და მისტერ სამყარო, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს მეორე ვადით კალიფორნიის გუბერნატორად ყოფნა დასასრულს უახლოვდებოდა და ყველა ელოდა ტერმინატორის პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ამის ნაცვლად, სკანდალი მოხდა: მარია შრივერმა შეიტყო, რომ ქმარი მას მრავალი წლის განმავლობაში ღალატობდა ოჯახის მოსამსახურესთან! მილდრედ ბაენას შეეძინა ვაჟი ჯოზეფი, იგი იმავე ასაკისა, რამდენისაც შვარცენეგერისა და შრივერის უმცროსი ვაჟი - ბიჭები დაიბადნენ 1997 წელს ერთი თვის სხვაობით!

მოდით და ენდეთ მამაკაცებს ... (ღიმილი)

2
348
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
348
  
2021, 16 მაისი, 12:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2