საზოგადოებრივი საზოგადოებასთან დაკავშირებული ყველაზე საინტერესო 20 კითხვა, რომელზეც მეცნიერული პასუხები არსებობს 2021, 16 მაისი, 1:03 1.რა განსხვავებაა ინსტინქტურ ქცევას, მოქმედებასა და სოციალურ მოქმედებას შორის? ადამიანის მოქმედების სპეციფიკას ვებერი უკავშირებს სუბიექტური საზისის (მნიშვნელობის) ქონას. ამისაგან განსხვავებულია ქცევა, რომელიც უსაზრისო - ავტომატურ ან ირაციონალურ - რეაქციებს წარმოადგენს. ქცევის ის შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერად დაგეგმილ მიზანთან და ინტენციონალობასთან, არის სწორედ მოქმედება. შესაბამისად, მოქმედება განისაზღვრება როგორც მიზანდასახული ქცევა. ინსტინქტური ქცევის საპირისპიროდ, როდესაც მოქმედება გაუაზრებელია და ავტომატურად ხორციელდება. სოციალური მოქმედების არსებობას განაპირობებს სხვათა არსებობა, იგი თავის თავში მოიცავს სხვათა ქცევის გაგებას და ინტერპრეტაციას. ამრიგად, სოციალური მოქმედება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შეიცავს ინტერაქციას. ვებერი თანახმად, მოქმედება მხოლოდ მაშინ ხდება სოციალური, როდესაც იგი, სუბიექტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეეფარდება სხვა ადამიანის (ადამიანების) ქცევას. სიმბოლური ინტერაქციონიზმის წარმომადგენელი მიდიც პრინციპულად ანსხვავებს ერთმანეთისაგან მოქმედებას (ერთეულ ინდივიდუალურ აქტს გულისხმობს) და სოციალურ მოქმედებას (მოიცავს ორი ან მეტი ადამიანის მიმართებას მათი მენტალობის გათვალისწინებით) და აღნიშნავს, რომ იგი სწორედ სოციალურ მოქმედებას იკვლევს 2.პარსონსის მიხედვით, სოციალური სისტემის ერთ-ერთი ფუნქცია (ფუნქციონალურ მოთხოვნათა ერთ-ერთი სიდიდე) ინტეგრაცია ესაა სისტემის მასტაბილირებელი პარამეტრი (განზომილება). იგი მიმართულია სისტემის ნაწილთა შორის `სოლიდარობაზე~, ამ სისტემის მკვეთრი ცვლილებებისა და ძლიერი ძვრებისაგან დაცვაზე. ინტეგრაცია. საზოგადოების ინტეგრაცია დამოკიდებულია `სოციალურ გაერთიანებებზე~ _ ინსტიტუტთა (სამართალი, სასამართლო აპარატი და სხვა.) ერთობლიობაზე. მათი ფუნქცია მდგომარეობს სოლიდარობის კავშირის დადგემასა და შენარჩუნებაში, რომელიც შეიძლება თავისი წევრებისაგან მოითხოვოს საზოგადოებამ. თუ დავაკვირდებით ამ დაყოფას, აღმოვაჩენთ, რომ ამ ოთხ ქვესისტემას (ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალიზაციის ინსტიტუტები და სოციალური ინსტიტუტები) შორის არსებობს ურთიერთგაცვლათა რთული ქსელი, რამეთუ თითოეული მათგანი ღია სისტემაა, რომელიც მიმართებაშია და ურთიერთქმედებს მის გარემოსთან, რომელიც შეადგენს კიდევ მის გარემოს. 3.პარსონსის მიერ გამოყოფილი ღირებულებითი ორიენტაციის დონეებია: პარსონსი გამოყოფს ღირებულებითი ორიენტაციის სამ დონეს: ა) კოგნიტური დონე უკავშირდება იმ ეტალონებს, რომლითაც დგინდება შემეცნებით მსჯელობათა ვალიდურობა; ბ) შეფასებითი დონე უკავშირდება იმ ეტალონებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება განსხვავებული ობიექტების და ობიექტთა კლასების ვარგისიანობის შეფასება კატექსისათვის (კმაყოფილების ოპტიმიზაციისათვის); გ) მორალური დონე დაკავშირებულია ეტალონებთან, რომელთა მეშვეობითაც ხდება მოქმედების მთელი სისტემის შეფასება და რეგულირება, იქნება ეს პიროვნება თუ საზოგადოება, ან მათი სუბსისტემები. პარსონსი მათ „უკანასკნელი ინსტანციის მსაჯულებს“ უწოდებს. 4.RAT-ის (რაციონალური არჩევანის თეორია) ძირითადი პოსტულატია: რაციონალური მოქმედება RAT-ის ფარგლებში განისაზღვრება, როგორც შედეგზე ორიენტირებული, რომლის დროსაც გარკვეული მოთხოვნები თანხვდება ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართება არსებობს აქტორთა მიზნებს, ამ მიზნებისათვის (მათი განხორციელებისათვის) რელევანტურ შეხედულებებს და მოქმედების რეალურ მსვლელობას შორის. ძირითადი პოსტულატია, რომ ადამიანები მოქმედებენ რაციონალურად. ეს წარმოადგენს უფრო მეტათეორიულ, ვიდრე ემპირიულ დაშვებას. ეს ნიშნავს, რომ რაციონალური არჩევანის თეორია არ გულისხმობს, თითქოს ყველა მოქმედება რაციონალურია და ყველა ადამიანი რაციონალურად მოქმედებს. ამ თეორიის ფარგლებში განცხადებულია მხოლოდ ორი პრეტენზია: ერთი ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანები მოქმედებენ რაციონალურად და საკმარისად დიდხანს, რომ არჩევანის პრინციპი გამოსაყენებლად ვარგისი გახდეს. მეორე ისაა, რომ როდესაც ვცდილობთ გავიგოთ ადამიანის მოქმედება, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ რაციონალურ ახსნას და რაციონალურ მოდელებს 5.რაში მდგომარეობს RAT-ის რედუქციონიზმი? მკვლევარები მიიჩნევენ, რომ, რამდენადაც RAT უნდა შეეხოს სუბიექტურად რაციონალურ მოქმედებებს, იმის აღიარებით, რომ ფოკუსირება ხდება მოქმედების სიტუაციურ გაგებაზე - RAT ჩაითვლება მოქმედების სპეციალურ თეორიად. თუმცა, ამ შემთხვევაში თავს იჩენს კითხვა: ასეთი შეზღუდვის პირობებში როგორ გავამართლოთ არარაციონალური მოქმედების არსებობა? გამოსავალი, რომელსაც RAT გვთავაზობს, ეხმაურება მაქს ვებერის თვალსაზრისს „იდეალური ტიპების“ შესახებ: რაციონალური მოქმედების პრივილეგირების ფონზე, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რაც მოსალოდნელი იქნებოდა ინდივიდების რაციონალურად მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია დავაფიქსიროთ რეალური ქცევის არარაციონალური ასპექტები, ანუ გადახრის ზომა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რედუქციონიზმი რაციონალური ქცევის მოდელებზე. ამ თეორიას ბრალს დებენ „რეალობისაგან გაქცევაში“, ანდა რეალობის რედუცირებაში ერთ განმსაზღვრელ - რაციონალური არჩევანის - პრინციპზე. 6. რას ნიშნავს სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიხედვით, თვითობის (Self) ფლობა? ჰერბერტ მიდი ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს თვითობა, რაშიც გულისხმობს, რომ ადამიანი არისსაკუთარი თავის ობიექტი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ჩაწვდეს საკუთარ თავს, ჰქონდეს წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, იქონიოს კომუნიკაცია საკუთარ თავთან და იმოქმედოს საკუთარი თავის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს არის ინტერაქცია საკუთარ თავთან - მიმართვა საკუთარ თავზე, პასუხი ამ მიმართვაზე და ხელახალი მიმართვა. ასეთი თვითინტერაქცია იღებს საკუთარ თავზე მითითებების ფორმას ამ მითითებებზე რეაგირებას. ინდივიდს შეუძლია განსაზღვროს საგნები თავისთვის - თავისი სურვილები, ტკივილი, მიზნები, მის გარშემო არსებული საგნები, სხვათა არსებობა, მათი მოქმედებები და ა.შ. საკუთარ თავთან შემდგომი ინტერაქციის მეშვეობით, მას შეუძლია განსაჯოს, გაანალიზოს და შეაფასოს ის საგნები, რომელიც მან თავისთვის განსაზღვრა. საკუთარ თავთან ინტერაქციის გაგრძელების მეშვეობით, მას შეუძლია დაგეგმოს და ორგანიზება გაუკეთოს თავის მოქმედებას იმის გათვალისწინებით, თუ რა განსაზღვრა და შეაფასა. მაშასადამე, თვითობის ფლობა უზრუნველყოფს ადამიანს თვითინტერაქციის მექანიზმით, რომელიც გამოიყენება მისი ქცევის ფორმირებასა და მართვაში. 7.სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიხედვით, სოციალური მოქმედების ანალიზისას მნიშვნელოვანია არა მოქმედების საზრისი არამედ... როგორც ბლუმერი აღნიშნავს, სოციალური მოქმედებას თავისთავად არ გააჩნია არავითარი აზრი, არამედ ეს აზრი მასში ჩადებულია, მიეწერება. მოქმედების საზრისი გამომდინარეობს სოციალური ინტერაქციიდან. მოქმედების ტრანსფორმაცია ხდება სოციალური ინტერაქციის პროცესში. 1 ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვს. ამრიგად, სოციალური სამყარო შედგება იმ მნიშვნელობებისაგან, რომლებსაც ადამიანები მოვლენებს მიაწერენ; 2. საგანთა მნიშვნელობები მიიღება სოციალური ინტერაქციებიდან, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ; 3. ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ლალიკოს ვერსია: მიდს აინტერესებდა არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მისი გარემომცველი ადამიანის ცნობიერების როლი ქცევით მოქმედებაში, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილების როლი და მნიშვნელობა. 8.აღწერეთ სოციალიზაციის მესამე სტადია მიდის მიხედვით. მიდის მიხედვით, სოციალიზაციის მესამე სტადია - ერთდროულად რამდენიმე სხვისი როლის თამაშს ნიშნვს. მასში უკვე ბევრი ადამიანია ჩართული. ამ ბოლო ეტაპზე „მე“ რამდენიმე სხვა „მეს“ აერთიანებს, რომელის აღსანიშნავად მიდმა „განზოგადებული მეს“ ცნება შემოიღო. ეს იგივე „სოციალური მე“ა - მე, რომელიც სოციალიზაციის პროცესში ჩამოყალიბდა. . 9.რა შემთხვევაში გადაიქცევა ნორმიდან გადახრილი ქცევა სტიგმად? სტიგმა არის ფიზიკური ან სოციალური თვისება, ნიშანი, რომელიც ახდენს აქტორის ან ჯგუფის სოციალური იდენტობის დევალვაციას და დისკრედიტაციას. .გოფმანის მიხედვით, როცა ადამიანს “ფაქტიურ სოციალურ იდენტურობას” და “რეალურ სოციალურ იდენტურობას” შორის განხეთქილება აქვს, “იარლიყი” ეკერება. შესაძლოა, ინდივიდის ესა თუ ის ქმედება ფორმალურად განიხილებოდეს როგორც დევიანტური, მაგრამ მას მაინც არ „მიეკეროს“ დევიანტის იარლიყი, რამდენადაც, გარემოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს ნორმის დარღვევად. 10.ბურდიეს მიხედვით, რა განსხვავებაა კულტურულ და სიმბოლურ კაპიტალს შორის? კულტურული კაპიტალი ლეგიტიმური (საზოგადოებაში აღიარებული) ცოდნის სხვადასხვა სახეებს გულისხმობს. ესაა განათლება და შესაბამისი დიპლომი, აგრეთვე ინდივიდის ის კულტურული დონე, რომელიც მან ოჯახისგან მემკვიდრეობით მიიღო და სოციალიზაციის პროცესშია ათვისებული. ხოლო სიმბოლური კაპიტალი- ავტორიტეტის, ღირსებისა და პრესტიჟისაგანაა წარმოებული. ეს თანასწორთა ჯგუფების და გარე ინსტანციების (პუბლიკის) მიერ ჩვენი დამსახურებების აღიარების კაპიტალია, რომელსაც მათი მხრიდან აღიარების შემთხვევაში ვიღებთ 11.სამეცნიერო პრესტიჟიდან გამომდინარე კაპიტალის ფორმებია: კულტურული კაპიტალი (ცოდნა) და სოციალური კაპიტალის ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა სიმბოლური კაპიტალი (პრესტიჟი, ავტორიტეტი). პროფესორზე დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა და ავტორიტეტი ხელს უწყობს პროფესორის პრესტიჟის ამაღლებას. გარდა ამისა, სტუდენტების დიდი რადენობა ხელს უწყობს სტუდენტების მოზიდვას და სასწავლო თუ კვევით პროცესებში ჩაბმას. ასეთი და სხვა საშუალებებით“ კაპიტალი ქმნის, ბადებს კაპიტალს) პატივმოყვარე სტუდენტებს პატივმოყვარე მასწავლებელბი იზიდავენ, რის შედეგადაც მათი დაახლოება გაცილებით დიდი ხარისხით უფრო სოციალურ, ვიდრე ინტელექტუალურ ხასიათს ატარებს. 12. საზოგადოების პოსტმოდერნული მდგომარების ფ. ჯეიმსონის მიერ გამოყოფილი ძირითადი ნიშნები და მათი გამოვლენის ფორმებია: ფრედერიკ ჯეიმსონი პოსტთანამედროვე საზოგადოების არაორაზროვან სურათს გვთავაზობს, რომელიც ოთხი ძირითადი ელემენტისაგან შედგება. 1. პოსტმოდერნის საზოგადოება ზედაპირულობით და სიღრმის არასაკმარისობით ხასიათდება. 2 პოსტმოდერნიზმი ემოციების ანუ აფექტების შესუსტებით ხასიათდება. მესამე, დაკარგულია ისტორიულობა. 3. პოსტმოდერნისტულ საზოგადოებასთან ახალი ტექნოლოგიაა დაკავშირებული. მთლიანობაში, ჯეიმსონი გვთავაზობს პოსტმოდერნის სურათს, რომელშიც ადამიანები დინების მიმართულებით მიცურავენ და არ ძალუძთ მრავალეროვნული კაპიტალისტური სისტემის ან სწრაფად მზარდი კულტურის წვდომა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. 14.რატომ ეწინააღმდეგება ფემინისტური სოციალური თეორია პოსტმოდერნულ სოციალურ თეორიას? ფემინისტები, როგორც წესი აკრიტიკებენ პოსტმოდერნიზმს შემდეგ ასპექტებში: ისინი ამბობენ, რომ პოსტმოდერნული სოციალური თეორია სუბიექტის როლს აკნინებს, მეტიც, უარყოფს, რომ ინდივიდია ცენტრალური ფიგურა საზოგადოების. ასევე არ აღიარებს უნივერსალურ, ზოგადკულტურულ კატეგორიების არსებობას(ისეთების, როგორიცაა გენდერი და გენდერული ჩაგვრა), ასევე გადაჭარბებულ ყურადღებას განსხვავებებისადმი, მეტიც, ის უარყოფს ჭეშმარიტების არსებობას. 15.ლიოტარის პოსტმოდერნული სოციალური თეორიის ძირითადი პრინციპებია: ლიოტარმა ეჭვქვეშ დააყენა საზოგადოების და სოციალური მეცნიერებების მიერ დამკვიდრებული და გამყარებული ჭეშმარიტებები. ლიოტარი თავის ნაშრომში ამბობს, რომ პოსტმოდერნული მდგომარეობა მანამდე არსებული პრინციპების ( მაგ: რაციონალიზაციის პრინციპი) კვდომის მდგომარეობაა. „ვამარტივებ რა უკიდურესი ზომით, მე პოსტმოდერნს როგორც მეტამონათხრობთა მიმართ უნდობლობას განვსაზღვრავ. მოდი, ვებრძოლოთ ტოტალობებს... მოდით, განსხვავებები გავააქტიუროთ“ - წერს ლიოტარი. ლიოტარი პოსტინდისტრიულისა და პოსტმოდერნულის ცნებებს შორის ექვივალენციის ნიშანს სვამს და მათში ის გულისხმობს სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის იმ ეტაპს როდესაც ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევების მასობრივი გამოყენება დაიწყეს. ლიოტარმა უარყო თეორიები რომლებიც გვთავაზობდნენ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს სანიმუშო ცხოვრებისათვის. მისთვის მიუღებელია წესი ლოგიკაში, რომლის მიხედვითაც წინადადება ან ჭეშმარიტი უნდა იყოს ან მცდარი, სადაც მესამე შესაძლებლობა არ არსებობს. მისთვის მიუღებელია ყოველგვარი იმპერატივი "უნდას" შესახებ. 15, ზ. ბაუმანის მიხედვით, ჰოლოკოსტი არ დამთავრებულა, ის გრძელდება. სოციოლოგმა ზიგმუნდ ბაუმანმა მკაფიოდ ახსნა, რომ გარემოებები, რომლებმაც რამდენიმე ათეული წილის წინ შესაძლებელი გახადა ჰოლოკოსტი, დღეს კიდევ უფრო გაძლიერდა. მისი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოლოკოსტის განმეორება, ან უფრო საშინელი მოვლენის განხორციელება სავსებით შესაძლებელია. ზიგმუნდ ბაუმანმა გამოკვეთა უმნიშნელოვანესი საკითხი. ის განმარტავს რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ ვინმე შეშლილ ჰიტლერს არ განუხორციელებია, მასში საკუთარი ნებით მონაწილეობა უამრავმა ჩვეულებრივმა, გონებაზე მყოფმა ადამიანმა მიიღო. მათ არ აწუხებდათ ფსიქიკური გადახრები და არც რაიმე რიტუალურ მსახურებაში იყვნენ ჩართული როგორც სატანისტები, ისინი იყვნენ ჩეყლებრივი ადამიანები და მორჩლად მისდევდნენ სისტემის ლოგიკას, აკეთებდნენ იმას, რაც სისტემისგან ევალებოდათ. მათ აკუთარი მოვალეობების შესრულებისას არ უჩნდებოდათ შეკითხვა "რატომ?", თუკი სამსახურზე იტოდნენ უარს, მათ ნაცვლად მოვალეობას სხვა შეასრულებდა. ბაუმანი მიჩნევს, რომ საზოგადოების უმრავლესობაც ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც ეს ადამიანები და ასე მოხდება დღესაც, თუკი უეცრად მთავრობები გადაწყვეტენ მსგავსი რეჟიმების ჩამოყალიბებას. ჰოლოკოსტის გამომწვევი მიზეზებად სწორედ იმ ფაქტორებს გამოჰყოფს, რომელთა დახმარებითაც ინდუსტირული საზოგადოება შეიქმნა: შრომის გადანაწილება, თანამედროვე ბიუროკრატია, რაციონალური სული, ეფექტურობა, სამეცნიერო მენტალობა და კონკრეტულად, საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორიდან ღირებულებების გამოდევნა. ამ პერსპექტივიდან, ჰოლოკოსტი წარმოადგენს ერთ მაგალითს, მაგრამ მხოლოდ ერთს იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმიანობის ფართო სექტორები თავისუფლდებიან ღირებულებების მთლიანი ნაკრებიდან. ბაუმანისთვის ჰოლოკოსტი არ იყო ბარბაროსული ტენდენციების ირაციონალური გამოვლინებები, მისთვის ჰოლოკოსტი “თანამედროვეობის სახლის ლეგიტიმურ მოსახლეს წარმოადგენდა”. 16. ზ.ბაუმანის მიხედვით, გენოციდის ანუ მორალური გულგრილობის სოციალური მწარმოებლებია: ბაუმანი გენოციდზე მოდერნიზმის კონტექსტში წერდა. ის ამბობდა, რომ წესრიგი არის მოდერნიზმის მთავარი მიზანი. წესრიგისთვის საჭიროა რომ ყველაფერი განსაზღვრული იყოს. მას ჰორაციუსის სიტყვები ჰქონდა მოშველიებული. "ადამიანები მტერი-მოყვარის პრინციპით მოქმედებენ" ბაუმანიც ამბობდა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც მთავარი წესრიგია, განსაზღვრულია ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ასე იყო გერმანიის შემთხვევაშიც მათ განსაზღვრეს მოკავშირეები, ასევე მტერი - სოციალისტური ბანაკი. მაგრამ ეს ებრაელები არც ერთში სხდებოდნენ არც მეორეში. სწორედ აქ გამოჩნდა მოდერნიზმის მთავარი ნაკლი, წესრიგის უნოიერსალიზაცია, რაც ადგილს არ უტოვებს განსხვავებულს რაღაც მესამეს.გერმანელების შემთხვევაში ეს იყო ჰოლოკოსტი. ბაუმანის ორიგინაულური და სკანდალური იდეა იმაში მდგომარეონდა რომ მან თქვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბოროტება, ჩვეულებრივი, ბუნებრივი შედეგი იყოო. ის მიიჩნევდა, რომ მოდერნული საზოგადოება ყოველთვის ასე იზამს და მართლაც, საბჭოთა კავშირი რომ ავიღოთ, იქაც განსხვავებულს ან აკულაკებდნენ, ან ხვრეტდნენ, ან იჭერდნენ. 18. პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთი რადიკალური მოსაზრება: პოსტსტრუქტურალისტების მოსაზრებით, არსებობს მხოლოდ ზედაპირული, ყოვლგვარ ღრმა კავშირებს მოკლებული გარე სამყარო. ამიტომ სოციოლოგიის საგანი, მათი აზრით, უნდა იყოს პრაქტიკაში განცდილი სამყარო და არა ჰიპოთეზური საბაზისო სტრატები. სამყაროს შესახებ ობიექტური ინფორმაციის არსებობის შესაძლებლობას უარყოფენ. ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ ენა პირობითია და სამყაროს შექმნაში მონაწილეობს 19.რა იგულისხმება სოციოლოგიური წარმოსახვის ცნებაში? მილსის მიხედვით, სოციოლოგიური წარმოსახვა – ინტელექტის თვითცნობიერების ნაყოფიერი ფორმაა, რომლის დახმარებითაც მასში გაოცების უნარი ცოცხლდება. სოციოლოგიური წარმოსახვა მოითხოვს, „გამოვეთიშოთ“ ყოველდღიური ცხოვრების რუტინებს იმისათვის, რომ ახლებურად დავინახოთ ისინი. 20. ბოდრიარის მიხედვით, რა არის სიმულაკრი? პოსტმოდერნის სამყაროს აღწერისას ბოდრიარი, როგორც ჯეიმსონი, აღნიშნავს, რომ იგი მიმბაძველობით ხასიათდება; ჩვენ "თვალთმაქცობის საუკუნეში" ვცხოვრობთ. მიბაძვის პროცესს სიმულაკრების შექმნასათან, განმეორებებთან მივყავართ. როდესაც ნიშნებსა და რეალობას შორის განსხვავება ქრება, რეალობის განსხვავება მისსივე ასლისაგან, კოპიისაგან სულ უფრო ძნელი ხდება. მაგალითად, ბოდრიარი "ტელევიზიის გათქვეფაზე ცხოვრებაში, და ცხოვრების გათქვეფაზე ტელევიზიაში"ლაპარაკობს. საბოლოო ანგარიშით, სწორედ რეალურის გამოსახულება, იმიტაციები იკავებენ გაბატონებულ ადგილს. ჩვენ ამ სიმულიაციების ტყვეობაში ვართ, რომლებიც " დასაწყისისა და დასასრულის გარეშე არსებულ სპირალისებურ, წრიულ სისტემას ქმნიან". სიმულარკი ეს „იდენტური ასლია, რომლისთვისაც არასდროს არ არსებულა ორიგინალი”. სიმულაკრი, განსაზღვრების თანახმად, ზედაპირული და არაღრმაა. 113 7-ს მოსწონს
|