ტექნიკური ოლიგარქების სათამაშო: ისტორიაში ყველაზე დიდი იახტა "სულ რაღაც" 800 მილიონ დოლარად 2021, 15 მაისი, 4:37 კორეელმა დიზაინერმა ჩულჰუნ პარკმა და ძვირადღირებული იახტების დიზაინერმა პალმერ ჯონსონმა 229 მილიონიანი სუპერახტის პროექტი წარმოადგინეს. ეს არის ორზე მეტი საფეხბურთო მოედანის სიდიდის და, თუ ოდესმე აშენდება, ეს იქნება ყველაზე დიდი კერძო იახტა ისტორიაში.
მისი ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი დოლარი იქნება. დღეისათვის რეკორდი ეკუთვნის იახტას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი ხალიფა იბნ ზაიედ ალ ნაჰიანი ფლობს . მისი სიგრძე 180 მეტრია. მომავალ იახტას უკვე დაარქვეს ვალკიერი. მასში 52 სტუმრის განთავსება იქნება შესაძლებელი, რომელსაც 92 კაციანი ეკიპაჟი მოემსახურება. გემის მაქსიმალური სიჩქარე 46 კმ / სთ. მთავარი სტრუქტურული მასალაა ალუმინი და კომპოზიტები. საინტერესოა, რომ კორეელი დიზაინერისთვის სუპერიახტის განვითარება უნივერსიტეტის გამოსაშვები გამოცდისთვის მომზადებული პროექტი იყო. 576 4-ს მოსწონს
|