x
image
თუთიკო ბერძენა
მილიონერი ქალი, რომელსაც 25 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია სასტუმროს ნომერი

იდა ვუდი არის ქალის მაგალითი, რომელიც იმდენად თავდაჯერებულად მივიდა თავის მიზნთან, რომ აღტაცება დაიმსახურა. როგორ მოხდა, რომ მიაღწია ყველაფერს, რაზეც ოცნებობდა?
image

”1857 წლის 28 მაისი

მისტერ ვუდ!

თქვენ შესახებ იმდენად ხშირად მსმენია, რომ წერა გავბედე. ერთმა ქალბატონმა, ერთ-ერთმა ყოფილმა საყვარელმა აღნიშნა, რომ თქვენ მუდმივად ეძებთ "ახალ სახეებს". ქალაქში ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და სულაც არ ვარ გამოცდილი სიყვარულის საკითხებში.


მე მზად ვარ თქვენთან ახლო ურთიერთობა დავიწყო, თუ დაგაინტერესებთ. მე არ ვარ მახინჯი და წუწუნა. ალბათ, არც ისე კარგი ვარ, როგორც ქალბატონი, რომელთანაც ახლა ხართ, მაგრამ მე მაქვს გარკვეული ცოდნა, რომელინ მან არ იცის ... და როგორც ძველი გამონათქვამი ამბობს: "ცოდნა ძალაა". თუ ჩემთან შეხვედრა გსურთ, მომწერეთ მითითებულ მისამართზე და მიუთითეთ ის დრო, როდესაც ეს თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. ”

მხოლოდ იმის წარმოდგენა შეიძლება, თუ რამდენად გაკვირვებული იყო მდიდარი კონგრესმენი ბენჯამინ ვუდი, როდესაც მან მიიღო ასეთი თამამი წერილი კეთილშობილი წარმომავლობის გოგონასგან - გოგონა აცხადებდა, რომ იგი მდიდარი ოჯახიდან იყო. ამასთან, იდა მეიფერმა მოატყუა: ოჯახის შესახებ, მისი მდგომარეობის შესახებ, თუნდაც მისი სახელის შესახებ! სინამდვილეში, ის სიმდიდრეზე მონადირე იყო - ელენ უელჩი, მასაჩუსეტსიდან, ირლანდიელი ემიგრანტების ქალიშვილი და ეკლესიის თაგვვივით ღარიბი.


image


მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიმართლე შეაჩერებდა ბენჯამინს ასეთ ექსცენტრიულ პიროვნებასთან შეხვედრაში. ის საოცრად მდიდარი იყო: ფლობდა გადაზიდვების კომპანიას და ასევე გაზეთ New York Daily News. და ის მართლაც ცნობილი იყო თავისი სიყვარულებით. იდა მასზე 17 წლით უმცროსი იყო და წერილის მიწერისას სულ რაღაც 19 წლის გახდა. და ის ეშმაკობდა "არა მახინჯის" მიმართ: მისის მეიფეირი ძალიან მიმზიდველი იყო.

იდა და ბენჯამინი შეხვდნენ და, ალბათ, შეთანხმდნენ, რადგან იგი მისი საყვარელი გახდა 10 წლის განმავლობაში. მან მოთმინებით აიტანა დრო და, როდესაც ვუდის ცოლი გარდაიცვალა 1867 წელს, მისი ადგილი დაიკავა. იმ დროისთვის, მას უკვე ჰყავდაა ათი წლის ქალიშვილი კონგრესმენისგან.

მოთამაშე


მეხუთე ავენიუზე მდიდრული ცხოვრება ოდნავ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მას წარმოედგინა. იდა ეკონომიური იყო, მაგრამ ბენჯამინს არ შეეძლო აზარტული თამაშების გარეშე. ხშირად იგებდა, ვიდრე აგებდა, ერთხელ გააღვიძა კიდეც ცოლი 100 000 დოლარის საწოლში ჩაყრით.

იდა გონიერი ქალი იყო და ბენჯამინს უკვე წლების განმავლობაში იცნობდა. მას არ შეეძლო აეკრძალა მისთვის თამაში, მაგრამ შეეძლო ... დაეჯარიმებინა ქმარი დანაკარგებისთვის. თუ ის წააგებდა, მას გადაუხდიდა "ჯარიმას", ხოლო თუ მოიგებდა, მას უნაწილებდა მოგებას. სამართლიანია...

1900 წელს ბენჯამინი უსახსროდ გარდაიცვალა. მთელი ფინანსური კაპიტალი და მთელი მისი ქონება უკვე გადაცემული ჰქონდა იდასთვის, როგორც ჯარიმები დანაკარგისთვის. მდიდარმა 62 წლის ქვრივმა იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, სადილების წვეულებებზე მდიდრული კაბებითა და ბრილიანტებით ჩნდებოდა.


თანდათან იდას ხასიათი შეეცვალა. ხელმომჭირნეობით პარანოია დაეწყო. . მას ისე ეშინოდა სიმდიდრის დაკარგვის, რომ ქმრის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ ყველაფერი გაყიდა, მათ შორის მიწა და გაზეთი, მთელი თანხა აიღო თავისი ანგარიშებიდან და სასტუმროს ნომერი დაიქირავა.

ასე რომ, ნიუ იორკის ჰერალდ სკვერის სასტუმროში 552 ოთახი მრავალი წლის განმავლობაში გიჟი მდიდარი ქალის სახლი გახდა.


... 1932 წლის მარტში, მეოთხედი საუკუნის შემდეგ პირველად მრავალი წლის განმავლობაში მან ნომრის კარი გააღო. მისი და კვდებოდა და დახმარებისთვის იძულებული გახდა კარი გაეღო და დაეძახა. როდესაც სასტუმროს მენეჯერი და ექიმი იდას ოთახებში შევიდნენ, მისი და მერი მკვდარი იყო. ის დივანზე იწვა, ზეწრით იყო დაფარული, მაგრამ მამაკაცები არა გვამმა, არამედ სასტუმროს ოთახის მდგომარეობამ გააოგნა. ჭერამდე იყო დაგროვილი ყუთები, გაყვითლებული გაზეთები, ნაგავი.

და მიუხედავად იმისა, რომ იდა ამტკიცებდა, რომ იგი ეკლესიის თაგვზე უფრო ღარიბი იყო, მის ოთახში ნაპოვნი თანხები შოკისმომგვრელი გახლდათ. მან თავისი ანგარიშებიდან მოხსნა მთელი თანხა, რადგან მათი შენახვა ბანკებს არ ანდო.

image


სასტუმროს მენეჯერმა თქვა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მას არასდროს უნახავს იდა ან მისი და, თუმცა ისინი რეგულარულად იხდიდნენ გადასახადებს. ჩანაწერების თანახმად, დები, ქალიშვილთან ემასთან ერთად, 1907 წლიდან ორ ოთახიან ლუქსში ცხოვრობდნენ. ემა გარდაიცვალა 1928 წელს და ბოლომდე არ არის ნათელი, იგი მისი ქალიშვილი იყო თუ უმცროსი და.



image

552 ოთახის კარი უცხო პირებისთვის თითქმის არ გაღებულა. ზოგჯერ - თეთრეულის შსაცვლელად მხოლოდ. იდა ბინძური თეთრეულს ოდნავ შეღებული კარიდან გააძვრენდა და სუფთას შემოაძვრენდა. ზოგჯერ ის ითხოვდა რძეს, კრეკერებს, ყავას ან კვერცხებს. ზოგჯერ მოხუცი ქალი ითხოვდა ნედლ თევზს და მიირთმევდა მას სამზარეულოს გარეშე. იდა პატარა იყო - წონა მხოლოდ 31 კგ იყო.

დის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1932 წელს, იდაც გარდაიცვალა. დაკრძალულია დოლარის კუპიურების ქვეშ, ის მას აღარასდროს დასჭირდება.

2
479
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
479
  
2021, 7 ივნისი, 10:26
მამონას მონები ასე ამტავრებენ ცხოვრებას
2021, 16 მაისი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2