სხვა რატომ არ არის გამოსახული ყველაზე ძველ, ჰეროდოტეს რუკაზე რუსეთი, სომხეთი და ევროპის სახელმწიფოები 2021, 15 მაისი, 0:01 მსოფლიოს ყველაზე ძველი, “ისტორიის მამად" წოდებული ჰეროდოტეს რუქა, რომელიც ჩვენს წელაღრიცხვამდე 430 წელს ანუ 25 საუკუნის წინ შეიქმნა.
ამ ყველაზე ძველ რუქაზე არცერთი ჩვენი დღევანდელი მეზობელი - არც რუსეთი, არც თურქეთი, არც სომხეთი არ არის გამოსახული, არც რამდეიმე თანამედროვე დიდი ევროპული სახელმწიფო... საინტერესოა, არ არსებობდნენ როგორ სახელმწიფოები, თუ უბრალოდ, ჰეროდოტე არ იყო ნამყოფი დამხოლოდ ის ტერიტორიები ასახა, რაც იმ დროისთვის იცოდა?!
ჰეროდოტეს რუკამდე კიდევ ადრე, ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში შეიქმნა უნიკალური ქართული ანბანი, რომელიც შეიცავს ცოდნას ღმერთის, ადამიანის და სამყაროს შესახებ, ხოლო, რაც შეეხება დამწერლობას, აქაც პირველები იყვნენ ქართველები და ჩინელები, რომელთაც საერთო წინაპრები გვყავდა. სწორედ, სწორედ მათ შექმნეს პირველი--პიქტოგრაფიული (ნახატებით) დამწერლობა, რომელიც ტრანსფორმირდა იეროგლიფურ დამწერლობად და რომლითაც დღესაც სარგებლობენ, ტრადიციების მკაცრად დამცველი ჩინელები, ხოლო ქართველებმა კი არაერთხელ გაამარტივეს პირვანდელი დამწერლობა და ეს ეტაპები ასე განოიყურება: --პიქტოგრაფიული; იერიგლიფური;
ლურსმული (სოლისებრი);
ასომთავრული;
ნუსხახუცური;
მხედრული.
რუსთველმა, დამწერლობის ისტორია გადმოგვცა „ვეფხისტყაოსანში“ :
„ყაბაჩა და ერთი რიდე“, რომელიც ტარიელმა ხატაეთიდან წამოიღო, „ნართაულად“ იყო ნაქსოვი. სიტყვა „ნართაული“, ანუ „ისახელ ნართაული“, სულხან საბას მიხედვით, ნიშნავს სხვისი სახელის დარქმევას, რაც, თავის მხრივ ნიშნავს, რომ „ხატაეთმა“, რომლის სახელიც უკავშირდება ნახატებით (პიქტოგრაფიულ) დამწერლობას, სხვისგან გადმოიღო, ანუ ჩინელების და ქართველების საერთო წინაპრებისგან შექმნილი დამწერლობა მიითვისა და სახელი „ხატაეთიც“ სხვისი სახელია....
„რიდე“--ში იგულისხმება შავ აბრეშუმზე ოქროსფერი ძაფით მოქარგული იეროგლიფები, რომელიც ძალიან ჰგავს შავი ავაზის (პანტერას) პრიალა, შავ ბეწვზე ყვითელ ნახატებს...
„ვეფხის ტყავი“, რომლითაც შემოსილია პოემის მთავარი გმირი და სათაურშიც ფიგურირებს, არის სიმბოლო სოლისებრი დამწერლობისა, რომელიც, ვეფხის ბეწვის მსგავსია - ყვითელ თიხაზე შავი ჭვარტლით დახაზული სოლისებრი დამწერლობა.
ქვაბში, საიდანაც ტარიელმა განდევნა დევები და თვითონ „დაისადგურა“, აღმოჩენილ საწყობში, უფრო ზუსტად კი კიდობანში ნანახი სამი აბჯარი საკვირველი არის სიმბოლოები ასომთავრულის (ავთანდილისთვის), ხუცური (ტარიელისთვის) და მხედრული ( ფრიდონისთვის) დამწერლობისა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რუსთველი მიგვანიშნებს, რომ კიდობნის თავსახურის შიდა ზედაპირზე უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი დამწერლობა, რომელიც, ალბათ, ისევ ქართველმა ქურუმებმა შექმნეს და სანამ „დევები ქაჯებს არ შეებმებიან“, „უმისჟამისოდ“ არ უნდა აღმოაჩინონო
ხომ არ უკავშირდება ეს დამწერლობა იოანე ზოსიმეს მიერ დაწერილ „დამარხულ“ დამწერლობას!? 806 9-ს მოსწონს
|